მოზაიკა
პოლიტიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება მაესტროში - პრეზიდენტის პირველი კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე
რა ხდება მაესტროში - პრეზიდენტის პირველი კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე

"მა­ესტროს" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლებ­მა, გი­ორ­გი ებ­რა­ლი­ძემ და ლე­ვან ჩიკ­ვა­ი­ძემ 25%-ის წი­ლის მფლო­ბელ გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს (უც­ნობს) სა­კუ­თა­რი წი­ლე­ბი გა­და­უ­ფორ­მეს. ცვლი­ლე­ბა სა­ჯა­რო რე­ესტრში ოფი­ცი­ა­ლუ­რად უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია. ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ 4 თე­ბერ­ვალს ჩა­ნიშ­ნულ პარტნი­ორ­თა კრე­ბა­ზე დღის წეს­რიგ­შია შე­სუ­ლი ბაია გა­და­ბა­ძის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი.

"მა­ესტრო­ში" მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, "დღის ამ­ბე­ბის" ეთერ­ში პრე­ზი­დენ­ტმა სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა.

ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა კონ­კრე­ტუ­ლად "მა­ესტრო­ზე" სა­უბ­რი­სა­გან თავი შე­ი­კა­ვა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მე­დია იყოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და მას არ ჰქონ­დეს ჩა­კე­ტი­ლი სა­ზღვრე­ბი.

"არ შე­იძ­ლე­ბა ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში იყოს ასე­თი დი­ლე­მა, სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა, მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­სა­მარ­თლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა - ეს დი­ლე­მა არის ხე­ლოვ­ნუ­რი, ჩვენ ერ­თად უნდა მი­ვი­დეთ იმ რე­ა­ლო­ბამ­დე რომ არ­ცერ­თი ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა­გა­ნი არ შე­ირ­ყვნას, არც სა­სა­მარ­თლო იყოს და­მო­ნე­ბუ­ლი, არც მე­დია არ იყოს და­მო­ნე­ბუ­ლი და არც სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა არ იყოს უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი, ჩვენ უაღ­რე­სი ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით პრო­ცე­სებს მე­დია სივ­რცე­ში",-გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რა ხდება მაესტროში - პრეზიდენტის პირველი კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე

რა ხდება მაესტროში - პრეზიდენტის პირველი კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე

"მაესტროს" დამფუძნებელებმა, გიორგი ებრალიძემ და ლევან ჩიკვაიძემ 25%-ის წილის მფლობელ გიორგი გაჩეჩილაძეს (უცნობს) საკუთარი წილები გადაუფორმეს. ცვლილება საჯარო რეესტრში ოფიციალურად უკვე დადასტურებულია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 4 თებერვალს ჩანიშნულ პარტნიორთა კრებაზე დღის წესრიგშია შესული ბაია გადაბაძის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.

"მაესტროში" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით,  "დღის ამბების" ეთერში პრეზიდენტმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

ქვეყნის პირველმა პირმა კონკრეტულად "მაესტროზე" საუბრისაგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ აუცილებელია მედია იყოს მრავალფეროვანი და მას არ ჰქონდეს ჩაკეტილი საზღვრები.

"არ შეიძლება ქართულ რეალობაში იყოს ასეთი დილემა, საკუთრების უფლება, მედიის თავისუფლება, სასამართლოს თავისუფლება - ეს დილემა არის ხელოვნური, ჩვენ ერთად უნდა მივიდეთ იმ რეალობამდე რომ არცერთი ამ ღირებულებათაგანი არ შეირყვნას, არც სასამართლო იყოს დამონებული, არც მედია არ იყოს დამონებული და არც საკუთრების უფლება არ იყოს უგულებელყოფილი, ჩვენ უაღრესი ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს მედია სივრცეში",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."