პარტნიორები:

    სამი პრემიერის ქეიფი მარანში - ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" წევრებს შეხვდნენ

    სამი პრემიერის ქეიფი მარანში - ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" წევრებს შეხვდნენ

    ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები საგურამოში, გურამიშვილების მარანში ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებთან ერთად იმყოფებოდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლეებთან ერთად, მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. უმრავლესობიდან კი, გურამიშვილების მარანში მხოლოდ ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები იყვნენ.  როგორც ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, შეხვედრა ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით დაიგეგმა.

    "ჩვენ დღეს ძველით ახალ წელს აღვნიშნავთ. არანაირი პოლიტიკური საკითხები შეხვედრაზე არ განიხილება", - განუცხადა გედევან ფოფხაძემ "Palitranews"-ს. შეხვედრაზე არ იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

    იხილეთ ვიდეო

    "ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

    უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

    ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."