პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები

პაატა ბარათაშვილი - პარლამენტში ხუთი მსახიობი ვართ და არ მგონია, ეს ხუთი კაცი ვქმნიდეთ რაიმე უბედურებას

პაატა ბარათაშვილი - პარლამენტში ხუთი მსახიობი ვართ და არ მგონია, ეს ხუთი კაცი ვქმნიდეთ რაიმე უბედურებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობის, პაატა ბარათაშვილის შეფასებით, ხალხმა უნდა აირჩიოს, ვინ უნდა პარლამენტში.

როგორც ბარათაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, ადამიანების პროფესიების მიხედვით დაყოფა, არასწორია.

"პარლამენტში ხუთი მსახიობი ვართ და არ მგონია, ეს ხუთი კაცი ვქმნიდეთ რაიმე უბედურებას. ღმერთმა დამიფაროს ის ადამიანი ვიყო, ვინც ასე ფიქრობს: - თუ უმრავლესობაში არ ვიქნები, მაშინ ოპოზიციაში გადავალ. არავითარ შემთხვევაში! ხალხმა უნდა აირჩიოს, ვინ უნდა პარლამენტში. პოლიტიკოსობა პროფესია არ არის. პოლიტიკაში შედიხარ და უყურებ, რა მიმართულებით მიდის ქვეყანა. თუ უმრავლესობის წევრი ხარ, გუნდის წევრი ხარ, საერთო წესს უნდა დაემორჩილო და შენც რაღაც კორექტივი შეიტანო. საუბარი იმაზე, რომ რაკი მსახიობია, რაკი რეჟისორია... მაშინ რაკი ექიმია, რატომ უნდა შევიდეს პარლამენტში?! იურისტმა კულტურისა და ხელოვნების სფეროში ჩემზე ნაკლები იცის, რა სჭირდება თეატრს, ოპერას, მხატვრობას. ვფიქრობ, კულტურის სფეროში მე უფრო ჩახედული ვარ, რადგან აქედან ვარ წამოსული", - აცხადებს პაატა ბარათაშვილი.

დეპუტატი ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ მან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისა და არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად გაუჭირდა.

"ორი მომენტი იყო, როცა მე პოლიტიკაში შევედი. ორივე ისეთი მომენტი იყო, როცა ჩემს ქვეყანას უჭირდა - ეს იყო 1990 წლის არჩევნები, როდესაც საქართველო საბჭოთა იმპერიიდან უნდა გამოსულიყო. ამ არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და ხელი მოვაწერე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. მეორე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო, რა დროსაც საქართველოს ისე უჭირდა, "კომუნისტების" დროსაც რომ არ გასჭირვებია. ამ დროსაც თავი მოვალედ ჩავთვალე, შემოვსულიყავი პარლამენტში. არც ფული მაკლდა, არც სახელი და არც არაფერი – უბრალოდ, ჩემს ქვეყანას უჭირდა", - განაცხადა ბარათაშვილმა.

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში, მათ რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს საზოგადოება აღარ იხილავს. ამის შესახებ კობახიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"არის გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო კუთხითაც. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მთავარ გამოწვევას მომავალ პარლამენტში დეპუტატების მნიშვნელოვნად გადახალისება წარმოადგენს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მომავალ პარლამენტში აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება.

"ვადასტურებთ, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ. აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება", - განმარტა ირაკლი კობახიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."