Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შოთა ხაბარელი - ის, რომ სპორტსმენები ვართ, არ ნიშნავს, რომ არ გვესმის საშინაო, საგარეო პოლიტიკა
შოთა ხაბარელი - ის, რომ სპორტსმენები ვართ, არ ნიშნავს, რომ არ გვესმის საშინაო, საგარეო პოლიტიკა

ის, რომ სპორ­ტსმე­ნი ვარ, ეს და­ნა­შა­უ­ლი არ უნდა იყოს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრე­ნი­უსს" პარ­ლა­მენ­ტის სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა ძი­უ­დო­ში შოთა ხა­ბა­რელ­მა 2016 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბის შერ­ჩე­ვის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა.

ხა­ბა­რე­ლის აზ­რით, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ და­ა­კონ­კრე­ტოს, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­იძ­ლე­ბა შე­ირ­ჩეს პო­ლი­ტი­კო­სი და აქ­ცენ­ტი მხო­ლოდ მსა­ხი­ო­ბებ­სა და სპორ­ტმე­ნებ­ზე არ გა­ა­კე­თოს.

რო­გორც დე­პუ­ტა­ტი გან­მარ­ტავს, "დღე­ვან­დელ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში სულ ერ­თად 10 სპორ­ტსმე­ნი და მსა­ხი­ო­ბია, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის იმ­დე­ნად ცნო­ბა­დე­ბი არი­ან, რომ ვი­ღა­ცე­ებს ათი კაცი, 150 ჰგო­ნია".

"გუნ­დის გა­და­ხა­ლი­სე­ბა ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მაა და თუ ამას ერთი კუ­თხით შევ­ხე­დავთ, ცუდი არ არის. თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, უკე­თეს­ზე უკე­თე­სი უნდა მო­ი­ნა­ხოს. მსა­ხი­ო­ბე­ბი და სპორ­ტსმე­ნე­ბი მარ­ტო სპორ­ტს და ხე­ლოვ­ნე­ბას არ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, პი­რა­დად მე, ვარ იუ­რის­ტი, და­ვამ­თავ­რე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტი. ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთ წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­რექ­ტო­რი ვი­ყა­ვი და ის, რომ მე სპორ­ტსმე­ნი ვარ, ეს და­ნა­შა­უ­ლი არ უნდა იყოს. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ დე­პუ­ტა­ტი თა­ვის სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი უნდა იყოს. პარ­ლა­მენ­ტში არ­სე­ბობს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის კო­მი­ტე­ტი. ჩვენ ამ სფე­რო­ში ის ადა­მი­ა­ნე­ბი არა ვართ, რომ კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი არ ვი­ყოთ. პარ­ლა­მენ­ტი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნოა და აქ ყვე­ლა სფე­რო­ში - ექი­მე­ბიც სჭირ­დე­ბათ, ეკო­ნო­მის­ტე­ბი, იუ­რის­ტე­ბი და ასე შემ­დეგ. თუკი სი­ჭარ­ბეს შევ­ხე­დავთ, პარ­ლა­მენ­ტის 150 წევ­რი­დან სულ 10 კა­ცია სპორ­ტსმე­ნი და მსა­ხი­ო­ბი და ეს სი­ჭარ­ბე არ არის. უბ­რა­ლოდ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იმ­დე­ნად ცნო­ბა­დე­ბი არი­ან, რომ ვი­ღა­ცე­ებს ეს ათი კაცი 150 ჰგო­ნია. ის, რომ ვართ სპორ­ტსმე­ნე­ბი, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ერთ ად­გილ­ზე ვართ გა­ჩე­რე­ბუ­ლი და არ გვეს­მის სა­ში­ნაო, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა. ჩვენ ვიდ­რე პარ­ლა­მენ­ტამ­დე მო­ვი­დო­დით, შეხ­ვედ­რე­ბი გვქონ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და მას­თან სა­უ­ბა­რი პო­ლი­ტი­კურ, ეკო­ნო­მი­კურ თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სა­კი­თხებ­ზე", - აცხა­დებს შოთა ხა­ბა­რე­ლი.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, თუკი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სა­არ­ჩევ­ნო სიის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში რა­ი­მეს შეც­ლის, ტრა­გე­დია არ არის".

"ჩვენ დავ­დე­ქით იქ, სა­დაც ქვე­ყა­ნა­სა და ხალ­ხს სჭირ­დე­ბო­და და ხვა­ლაც იქ დავ­დგე­ბი, სა­დაც ჩვე­ნი თავი დას­ჭირ­დე­ბათ", - აღ­ნიშ­ნა ხა­ბა­რელ­მა.

პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბუ­ლი სი­ჭარ­ბით, მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში, მათ რი­გებ­ში მსა­ხი­ო­ბებ­სა და სპორ­ტსმე­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღარ იხი­ლავს. ამის შე­სა­ხებ კო­ბა­ხი­ძემ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"არის გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი, მათ შო­რის, სა­კად­რო კუ­თხი­თაც. სწო­რედ ამი­ტომ ჩვენ­თვის მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვას მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­და­ხა­ლი­სე­ბა წარ­მო­ად­გენს", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში აქ­ცენ­ტი კონ­კრე­ტულ სფე­რო­ებ­ში გა­მოც­დილ, პრო­ფე­სი­ო­ნალ ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­კეთ­დე­ბა.

"ვა­დას­ტუ­რებთ, რომ არ­სე­ბუ­ლი სი­ჭარ­ბით, მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში ჩვენს რი­გებ­ში მსა­ხი­ო­ბებ­სა და სპორ­ტსმე­ნებს არ იხი­ლავთ. აქ­ცენ­ტი კონ­კრე­ტულ სფე­რო­ებ­ში გა­მოც­დილ, პრო­ფე­სი­ო­ნალ ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­კეთ­დე­ბა", - გან­მარ­ტა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

შოთა ხაბარელი - ის, რომ სპორტსმენები ვართ, არ ნიშნავს, რომ არ გვესმის საშინაო, საგარეო პოლიტიკა

შოთა ხაბარელი - ის, რომ სპორტსმენები ვართ, არ ნიშნავს, რომ არ გვესმის საშინაო, საგარეო პოლიტიკა

ის, რომ სპორტსმენი ვარ, ეს დანაშაული არ უნდა იყოს, - ამის შესახებ "ინტერპრენიუსს" პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში შოთა ხაბარელმა 2016 წლის არჩევნებისთვის დეპუტატობის კანდიდატების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ხაბარელის აზრით, უკეთესი იქნება ირაკლი კობახიძემ დააკონკრეტოს, რა კრიტერიუმებით შეიძლება შეირჩეს პოლიტიკოსი და აქცენტი მხოლოდ მსახიობებსა და სპორტმენებზე არ გააკეთოს.

როგორც დეპუტატი განმარტავს, "დღევანდელ უმრავლესობაში სულ ერთად 10 სპორტსმენი და მსახიობია, მაგრამ საზოგადოებისთვის იმდენად ცნობადები არიან, რომ ვიღაცეებს ათი კაცი, 150 ჰგონია".

"გუნდის გადახალისება ყოველთვის აქტუალური თემაა და თუ ამას ერთი კუთხით შევხედავთ, ცუდი არ არის. თავისთავად ცხადია, უკეთესზე უკეთესი უნდა მოინახოს. მსახიობები და სპორტსმენები მარტო სპორტს და ხელოვნებას არ ემსახურებიან. მაგალითად, პირადად მე, ვარ იურისტი, დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ხუთი წლის განმავლობაში ერთ-ერთ წამყვანი უნივერსიტეტის პრორექტორი ვიყავი და ის, რომ მე სპორტსმენი ვარ, ეს დანაშაული არ უნდა იყოს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დეპუტატი თავის სფეროში წარმატებული უნდა იყოს. პარლამენტში არსებობს სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი. ჩვენ ამ სფეროში ის ადამიანები არა ვართ, რომ კომპეტენტურები არ ვიყოთ. პარლამენტი წარმომადგენლობითი ორგანოა და აქ ყველა სფეროში - ექიმებიც სჭირდებათ, ეკონომისტები, იურისტები და ასე შემდეგ. თუკი სიჭარბეს შევხედავთ, პარლამენტის 150 წევრიდან სულ 10 კაცია სპორტსმენი და მსახიობი და ეს სიჭარბე არ არის. უბრალოდ ეს ადამიანები საზოგადოებაში იმდენად ცნობადები არიან, რომ ვიღაცეებს ეს ათი კაცი 150 ჰგონია. ის, რომ ვართ სპორტსმენები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთ ადგილზე ვართ გაჩერებული და არ გვესმის საშინაო, საგარეო პოლიტიკა. ჩვენ ვიდრე პარლამენტამდე მოვიდოდით, შეხვედრები გვქონდა საზოგადოებასთან და მასთან საუბარი პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ საკითხებზე", - აცხადებს შოთა ხაბარელი.

დეპუტატის თქმით, თუკი "ქართული ოცნება" საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში რაიმეს შეცლის, ტრაგედია არ არის".

"ჩვენ დავდექით იქ, სადაც ქვეყანასა და ხალხს სჭირდებოდა და ხვალაც იქ დავდგები, სადაც ჩვენი თავი დასჭირდებათ", - აღნიშნა ხაბარელმა.

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში, მათ რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს საზოგადოება აღარ იხილავს. ამის შესახებ კობახიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"არის გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო კუთხითაც. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მთავარ გამოწვევას მომავალ პარლამენტში დეპუტატების მნიშვნელოვნად გადახალისება წარმოადგენს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მომავალ პარლამენტში აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება.

"ვადასტურებთ, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ. აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება", - განმარტა ირაკლი კობახიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."