სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს დამსახურებული უზრდელი ვარ მე, ვოლსკიმ ეგრე თქვა და აბა არა?!"
"საქართველოს დამსახურებული უზრდელი ვარ მე, ვოლსკიმ ეგრე თქვა და აბა არა?!"

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა გია ვოლ­სკიმ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტატ მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას უზ­რდე­ლი უწო­და. შე­სა­ბა­მი­სი ეპი­თე­ტით ვოლ­სკიმ სა­ჯა­ია რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე მას შემ­დეგ მო­იხ­სე­ნია, რაც შე­ნიშ­ნა, რომ მისი სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ოპო­ნენ­ტი კო­ლე­გა სხვა დე­პუ­ტა­ტებ­თან სა­უბ­რობ­და. "მგო­ნია, რომ დე­პუ­ტატ­მა სა­ჯა­ი­ამ გა­და­ა­ჭარ­ბა ყვე­ლა­ფერს. ცოტა უზ­რდე­ლუ­რია, ჩემი შვი­ლის ტოლა ბრძან­დე­ბით. რა საკ­ვირ­ვე­ლია, პო­ლი­ტი­კა­ში წლო­ვა­ნე­ბა არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეს გან­ცდა იმის, რომ ესო­დენ კარ­გი შე­სა­ხე­და­ვი მან­დი­ლო­სა­ნი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, არის ელე­მენ­ტა­რუ­ლად უზ­რუ­ნე­ლი. ეს არის ძა­ლი­ან ცუდი", - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის კრი­ტი­კა, მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას გა­მოს­ვლამ და­იმ­სა­ხუ­რა, რო­მელ­მაც დარ­ბაზ­ში მყოფ ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას "იმ ბრძე­ნი კა­ცის ავა­ტა­რე­ბი" უწო­და, შემ­დეგ კი შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი და­პი­რე­ბე­ბი შე­ახ­სე­ნა მთავ­რო­ბას. მი­სი­ვე თქმით, ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლებ­საც უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერ­თმა წევ­რმა "პომ­პონ­ჩი­კი­ა­ნი ლი­ბე­რა­ლე­ბი" უწო­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის სურ­ვი­ლი აღარ აქვთ, რად­გან "აქ ერ­თა­დერ­თი გან­ცდა აქვთ - უპერ­სპექ­ტი­ვო­ბის გან­ცდა, რომ თუ ნაც­ნო­ბი არ გყავს ვერ და­საქმდე­ბი. ამი­ტომ, მხო­ლოდ და მხო­ლოდ რჩე­ბათ ის, რომ წა­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­დან და ქვე­ყა­ნა რჩე­ბა თქვენ­ნა­ი­რე­ბის ხელ­ში".

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე მა­რი­ამ სა­ჯა­ია ვოლ­სკის მიერ მის მი­მართ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. "სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი უზ­რდე­ლი ვარ მე. ვოლ­სკიმ ეგრე თქვა და აბა არა?! მე უფრო კო­რექ­ტუ­ლად ვე­ტყვი, რომ მისი მხრი­დან ჩემ მი­მართ წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვე­ბი არის ეი­ჯიზ­მი და სექ­სიზ­მი (წერ­ტი­ლი). ისე კი "იბი­არ­დი­ვით" კი და­ე­მარ­თა ბა­ტონ ვოლ­სკის" - წერს სა­ჯა­ია.

იხი­ლეთ ვი­დეო

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას გა­მოს­ვლა პარ­ლა­მენ­ტში, რო­მელ­საც ვოლ­სკის და კვა­ჭან­ტი­რა­ძის უხე­ში გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მოჰ­ყვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"საქართველოს დამსახურებული უზრდელი ვარ მე, ვოლსკიმ ეგრე თქვა და აბა არა?!"

"საქართველოს დამსახურებული უზრდელი ვარ მე, ვოლსკიმ ეგრე თქვა და აბა არა?!"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ მარიამ საჯაიას უზრდელი უწოდა. შესაბამისი ეპითეტით ვოლსკიმ საჯაია რიგგარეშე სხდომაზე მას შემდეგ მოიხსენია, რაც შენიშნა, რომ მისი სიტყვით გამოსვლისას ოპონენტი კოლეგა სხვა დეპუტატებთან საუბრობდა. "მგონია, რომ დეპუტატმა საჯაიამ გადააჭარბა ყველაფერს. ცოტა უზრდელურია, ჩემი შვილის ტოლა ბრძანდებით. რა საკვირველია, პოლიტიკაში წლოვანება არ არსებობს, მაგრამ არ შეიძლება გქონდეს განცდა იმის, რომ ესოდენ კარგი შესახედავი მანდილოსანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში მონაწილეობს, არის ელემენტარულად უზრუნელი. ეს არის ძალიან ცუდი", - განაცხადა ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კრიტიკა, მარიამ საჯაიას გამოსვლამ დაიმსახურა, რომელმაც დარბაზში მყოფ ადამიანთა უმრავლესობას "იმ ბრძენი კაცის ავატარები" უწოდა, შემდეგ კი შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა მთავრობას. მისივე თქმით, ახალგაზრდებს, რომლებსაც უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა "პომპონჩიკიანი ლიბერალები" უწოდა, საქართველოში ყოფნის სურვილი აღარ აქვთ, რადგან "აქ ერთადერთი განცდა აქვთ - უპერსპექტივობის განცდა, რომ თუ ნაცნობი არ გყავს ვერ დასაქმდები. ამიტომ, მხოლოდ და მხოლოდ რჩებათ ის, რომ წავიდნენ საქართველოდან და ქვეყანა რჩება თქვენნაირების ხელში".

მოგვიანებით ფეისბუქის პირად გვერდზე მარიამ საჯაია ვოლსკის მიერ მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. "საქართველოს დამსახურებული უზრდელი ვარ მე. ვოლსკიმ ეგრე თქვა და აბა არა?! მე უფრო კორექტულად ვეტყვი, რომ მისი მხრიდან ჩემ მიმართ წარმოთქმული სიტყვები არის ეიჯიზმი და სექსიზმი (წერტილი). ისე კი "იბიარდივით" კი დაემართა ბატონ ვოლსკის" - წერს საჯაია.

იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ: მარიამ საჯაიას გამოსვლა პარლამენტში, რომელსაც ვოლსკის და კვაჭანტირაძის უხეში გამოხმაურებები მოჰყვა

"პარტიის წევრი არ ვარ, ბატონი გიორგის მეგობარი ვარ... აქ ვიყავი, როგორც მისი მხარდამჭერი" - კახა საბანაძე

"არასდროს არავისი პროექტი არ ვყოფილვარ... ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია" - გიორგი გახარია

ექსმაღალჩინოსნები, სამართალმცოდნეები, ყოფილი პოლიციელი... - ცნობილია, ვინ იქნებიან გიორგი გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები