Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანანა კობახიძე და ეკა ბესელია "კოკაინის საქმის" სკანდალში - დეპუტატები პირველ კომენტარს აკეთებენ
მანანა კობახიძე და ეკა ბესელია "კოკაინის საქმის" სკანდალში - დეპუტატები პირველ კომენტარს აკეთებენ

გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე, რო­მელ­ზეც შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს მას­ზე ზე­წო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მეა.

რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რა" წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, ე.წ.კო­კა­ი­ნის საქ­მის მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი ნუგ­ზარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი ქა­ლის, ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის­თა­ნა­ვე მისი პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ა­ში ჩას­მით შე­ე­ცა­და.

იხი­ლეთ| "კო­კა­ი­ნის საქ­მე­ზე გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლის შე­წყა­ლე­ბას ელი­საშ­ვი­ლის­გან ბე­სე­ლია და კო­ბა­ხი­ძე ითხოვ­დნენ?!" - ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ალე­კო ელი­საშ­ვილს ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის საქ­მის დაძ­ვრას და­ჟი­ნე­ბით სთხოვ­ნენ პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე და ეკა ბე­სე­ლია.

"ჩვენ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ვა­ტა­რეთ იმის და­სად­გე­ნად, თუ ვინ იყო ის პა­ტი­მა­რი, რომ­ლის შე­წყა­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ ლა­მის ორ მი­ლი­ო­ნამ­დე დო­ლარს იხ­დიდ­ნენ და რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ახ­დენ­დნენ ზე­წო­ლას შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის მა­შინ­დელ თავ­მჯდო­მა­რე­ზე. ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მელ­მაც ამ ეტაპ­ზე ინ­კოგ­ნი­ტოდ დარ­ჩე­ნა არ­ჩია, კვა­ლი ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მემ­დე მი­დის.

რაც შე­ე­ხე­ბა "კო­კა­ი­ნის საქ­მეს" – შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2010 წლის 2 ივ­ნისს ქუ­თა­ის­სა და თბი­ლის­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ა­კა­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ნარ­კო­კარ­ტე­ლის 5 წევ­რი: ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლი, მევ­ლუდ სვა­ნი­ძე, რო­მან მუ­სე­მი­ა­ნი, გი­ორ­გი ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი და თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნი. სა­ბერ­ძნე­თის მო­ქა­ლა­ქე და ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ნუგ­ზარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი ამ ჯგუფს რე­გუ­ლა­რუ­ლად უგ­ზავ­ნი­და ჯართს პა­ნა­მი­დან, პე­რუ­დან და კო­ლუმ­ბი­ი­დან. ტვირ­ში გა­და­მა­მუ­ლი იყო კო­კა­ი­ნის დიდი პარ­ტი­ე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე შემ­დგო­მი გა­ნა­წი­ლე­ბის მიზ­ნით...

ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მის მთა­ვა­რი გფი­გუ­რან­ტი ნუგ­ზარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი ქა­ლის, ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის­თა­ნა­ვე მისი პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ა­ში ჩას­მით შე­ე­ცა­და.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი თხოვ­ნით დე­პუ­ტა­ტებს, ეკა ბე­სე­ლი­ა­სა და მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძეს და­უ­კავ­შირ­დნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტი გახ­ლდათ. თუმ­ცა წტა­როს ცნო­ბით, მა­შინ­დელ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ი­დან ამო­ღე­ბა მო­ი­თხო­ვა და თა­ვი­სიც გა­ი­ტა­ნა. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ი­წყო შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ზე­წო­ლა. წყა­როს მტკი­ცე­ბით, ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა შე­წტა­ლე­ბის კო­მი­სი­ა­ში გან­სა­ხილ­ვე­ლად ჯერ კი­დევ 2014 წლის ივ­ლის­ში შე­ვი­და, თყმცა საქ­მე შე­წყა­ლე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და, რაც და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის მიერ სას­ჯე­ლის ნა­ხევ­რის მოხ­დას გუ­ლის­ხმობს. შე­სა­ბა­მი­სად, ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის საქ­მის არ­სე­ბით გან­ხილ­ვა­ზე კო­მი­სი­ამ უარი გა­ნა­ცხა­და. კო­მი­სი­ის­გან უარი მი­ი­ღო ამ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე კი­დევ ერ­თმა პირ­მა, რო­მან მუ­სე­მი­ან­მა.

ჩვე­ნი წყა­როს მტკი­ცე­ბით, ალე­კო ელი­საშ­ვილს ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის საქ­მის დაძ­ვრას და­ჟი­ნე­ბით სთხოვ­დნენ პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რიო მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე და ეკა ბე­სე­ლია", - წერს "კვი­რის პა­ლიტ­რა".

გა­მო­ცე­მამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით კო­მენ­ტა­რი ორი­ვე დე­პუ­ტატს სთხო­ვა.

"ჭო­რის დო­ნე­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ. და­ვე­ლო­დე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას, მა­ნამ­დე კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ. და­ვე­ლო­დოთ რას იტყვის ელი­საშ­ვი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძეს, მან და­ა­დას­ტუ­რა, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის შე­წყა­ლე­ბას ნამ­დვი­ლად ითხოვ­და.

"მე ვი­ყა­ვი .წ. კო­კა­ი­ნის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის ად­ვო­კა­ტი 2011 წელს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­სა და შემ­დეგ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში. საკ­მა­ოდ რთუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მე გახ­ლდათ. დიახ, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­წყა­ლე­ბას ნამ­დვი­ლად ვი­თხოვ­დი, რად­გან დღე­საც ვფიქ­რობ, რომ პა­ტიმ­რო­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი საპ­რო­ცე­სო დარ­ღვე­ვე­ბით იმ­ყო­ფე­ბი­ან. ჩვე­ნე­ბე­ბი მოწ­მე­ებ­ზე ზე­წო­ლით მო­ი­პო­ვეს და ზო­გა­დად, ბევ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი კი­თხვაა პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი...

ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაც გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია, თა­ნაც მას სამი შვი­ლი ჰყავს, რაც ქმნი­და სა­ფუძ­ველს, რომ შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის­თვის მი­ე­მარ­თათ. შე­საძ­ლოა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნის შემ­დეგ, მო­ვი­კი­თხე, რა ეტაპ­ზე იყო საქ­მის გან­ხილ­ვა და ისიც შე­საძ­ლოა, ელი­საშ­ვილს ვთხო­ვე, საქ­მე თა­რო­ზე არ შე­მო­ე­დოთ. გა­ა­სა­ჯა­რო­ოს ელი­საშ­ვილ­მა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის ში­ნა­არ­სი. დიახ, მე დავ­რე­კავ ყვე­ლას­თან სა­ჩივ­რის ბე­დის შე­სა­ხებ, ვის­თა­ნაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნა მაქვს გაგ­ზავ­ნი­ლი. ეს ეხე­ბა სა­მი­ნის­ტრო­ებ­საც და პრო­კუ­რა­ტუ­რა­საც. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ვინ­მეს­თან და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა მქონ­და. უსინ­დი­სო­ბაა, თუ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი ამას ასე აღიქ­ვამს. ახლა მე ვი­თხოვ იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, რომ ამ საქ­მე­ში 200 ათა­სი მაქვს აღე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მანანა კობახიძე და ეკა ბესელია "კოკაინის საქმის" სკანდალში - დეპუტატები პირველ კომენტარს აკეთებენ

მანანა კობახიძე და ეკა ბესელია "კოკაინის საქმის" სკანდალში - დეპუტატები პირველ კომენტარს აკეთებენ

გაზეთ "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, საქმე, რომელზეც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, ე.წ. კოკაინის საქმეა.

როგორც "კვირის პალიტრა" წყაროზე დაყრდნობით წერს, ე.წ.კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა.

იხილეთ| "კოკაინის საქმეზე გასამართლებულის შეწყალებას ელისაშვილისგან ბესელია და კობახიძე ითხოვდნენ?!" - ჟურნალისტური გამოძიება

გამოცემის ცნობით, ალეკო ელისაშვილს ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის დაძვრას დაჟინებით სთხოვნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია.

"ჩვენ ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარეთ იმის დასადგენად, თუ ვინ იყო ის პატიმარი, რომლის შეწყალების სანაცვლოდ ლამის ორ მილიონამდე დოლარს იხდიდნენ და რომელი პოლიტიკოსები ახდენდნენ ზეწოლას შეწყალების კომისიის მაშინდელ თავმჯდომარეზე. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რომელმაც ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია, კვალი ე.წ. კოკაინის საქმემდე მიდის.

რაც შეეხება "კოკაინის საქმეს" – შსს-ს ინფორმაციით, 2010 წლის 2 ივნისს ქუთაისსა და თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი: ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი. საბერძნეთის მოქალაქე და ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი ამ ჯგუფს რეგულარულად უგზავნიდა ჯართს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან. ტვირში გადამამული იყო კოკაინის დიდი პარტიები საერთაშორისო ბაზრებზე შემდგომი განაწილების მიზნით...

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ე.წ. კოკაინის საქმის მთავარი გფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა.

ერთ-ერთი ვერსიით, ბოჭორიშვილი აღნიშნული თხოვნით დეპუტატებს, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძეს დაუკავშირდნენ. აღსანიშნავია, რომ მანანა კობახიძე ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი გახლდათ. თუმცა წტაროს ცნობით, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანასტასია ზაუტაშვილის პოლიტპატიმართა სიიდან ამოღება მოითხოვა და თავისიც გაიტანა. სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზეწოლა. წყაროს მტკიცებით, ანასტასია ზაუტაშვილის განცხადება შეწტალების კომისიაში განსახილველად ჯერ კიდევ 2014 წლის ივლისში შევიდა, თყმცა საქმე შეწყალების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა, რაც დანაშაულში მონაწილე პირების მიერ სასჯელის ნახევრის მოხდას გულისხმობს. შესაბამისად, ანასტასია ზაუტაშვილის საქმის არსებით განხილვაზე კომისიამ უარი განაცხადა. კომისიისგან უარი მიიღო ამ საქმეში მონაწილე კიდევ ერთმა პირმა, რომან მუსემიანმა.

ჩვენი წყაროს მტკიცებით, ალეკო ელისაშვილს ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის დაძვრას დაჟინებით სთხოვდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერიო მანანა კობახიძე და ეკა ბესელია", - წერს "კვირის პალიტრა".

გამოცემამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით კომენტარი ორივე დეპუტატს სთხოვა.

"ჭორის დონეზე ვერ ვისაუბრებ. დაველოდები გამოძიებას, მანამდე კომენტარს არ გავაკეთებ. დაველოდოთ რას იტყვის ელისაშვილი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება მანანა კობახიძეს, მან დაადასტურა, რომ აღნიშნულ საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებას ნამდვილად ითხოვდა.

"მე ვიყავი .წ. კოკაინის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატი 2011 წელს სააპელაციო სასამართლოსა და შემდეგ უზენაეს სასამართლოში. საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმე გახლდათ. დიახ, ამ ადამიანების შეწყალებას ნამდვილად ვითხოვდი, რადგან დღესაც ვფიქრობ, რომ პატიმრობაში სერიოზული საპროცესო დარღვევებით იმყოფებიან. ჩვენებები მოწმეებზე ზეწოლით მოიპოვეს და ზოგადად, ბევრი სამართლებრივი კითხვაა პასუხგაუცემელი...

ანასტასია ზაუტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესებულია, თანაც მას სამი შვილი ჰყავს, რაც ქმნიდა საფუძველს, რომ შეწყალების კომისიისთვის მიემართათ. შესაძლოა, ალეკო ელისაშვილთან ოფიციალური განცხადებების გაგზავნის შემდეგ, მოვიკითხე, რა ეტაპზე იყო საქმის განხილვა და ისიც შესაძლოა, ელისაშვილს ვთხოვე, საქმე თაროზე არ შემოედოთ. გაასაჯაროოს ელისაშვილმა სატელეფონო ზარების შინაარსი. დიახ, მე დავრეკავ ყველასთან საჩივრის ბედის შესახებ, ვისთანაც ოფიციალური მოთხოვნა მაქვს გაგზავნილი. ეს ეხება სამინისტროებსაც და პროკურატურასაც. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმესთან დაჟინებული მოთხოვნა მქონდა. უსინდისობაა, თუ ალეკო ელისაშვილი ამას ასე აღიქვამს. ახლა მე ვითხოვ იმის მტკიცებულებას, რომ ამ საქმეში 200 ათასი მაქვს აღებული", - განაცხადა კობახიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."