სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ჰყავს: რა ვიცით შოთაძის პროფესიული წარსულის შესახებ
საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ჰყავს: რა ვიცით შოთაძის პროფესიული წარსულის შესახებ

ამ თე­მა­ზე| გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი და სკან­და­ლუ­რი ბრალ­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ირაკ­ლი შო­თა­ძეს უკავ­შირ­დე­ბო­და

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პოსტზე ირაკ­ლი შო­თა­ძე და­ამ­ტკი­ცა. ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რი­სას შო­თა­ძის კან­დი­და­ტუ­რას 82-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, ხმა მის წი­ნა­აღ­მდეგ 15-მა მის­ცა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ შო­თა­ძეს სრუ­ლი ნდო­ბა და მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ძი­რი­თა­დად ყუ­რა­დღე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლეს და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რეს.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა კი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ შო­თა­ძის მთა­ვარ პრო­კუ­რო­რად დამ­ტკი­ცე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რის სის­ტე­მა­ში რე­ა­ლუ­რად არა­ფე­რი იც­ვლე­ბა და, წინა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რე­ბის ანა­ლო­გი­უ­რად, შო­თა­ძეც პო­ლი­ტი­კუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

ირაკ­ლი შო­თა­ძეს დღეს პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის ფორ­მატ­ში არ უსა­უბ­რია და არც კი­თხვე­ბის­თვის გა­უ­ცია პა­სუ­ხი. მთავ­რო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდივ­ნის, შალ­ვა თა­დუ­მა­ძის მიერ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის კან­დი­და­ტის წარ­დგე­ნის შემ­დეგ, პო­ზი­ცი­ე­ბი მხო­ლოდ დე­პუ­ტა­ტებ­მა გა­მო­ხა­ტეს, რის შემ­დე­გაც კენ­ჭისყრა ჩა­ტარ­და.

ახალ­მა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი ბა­დაშ­ვი­ლი შეც­ვა­ლა და თა­ნამ­დე­ბო­ბა 6-წლი­ა­ნი ვა­დით და­ი­კა­ვა.

გთა­ვა­ზობთ ინ­ფორ­მა­ცი­ას ირაკ­ლი შო­თა­ძის პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ:

და­ი­ბა­და 1983 წელს.

2005 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი.

2013 წლის 21 ნო­ემ­ბრი­დან იკა­ვებ­და სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის პოსტს.

ირაკ­ლი შო­თა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში კა­რი­ე­რა და­ი­წყო 2006 წლის მარ­ტი­დან და 2010 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე შრო­მით საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და შემ­დეგ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე:

07.03.2006 - 03.04.2006 წწ. სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­კად­რო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტად;

03.04.2006 - 02.06.2006 წწ. სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­ში, სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურ­ში, თავ­დაც­ვი­სა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში გა­მო­ძი­ე­ბის საპ­რო­ცე­სო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლის მოხ­დის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სტა­ჟი­ო­რად;

02.06.2006 - 04.10.2006 წწ. სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­ში, სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურ­ში, თავ­დაც­ვი­სა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში გა­მო­ძი­ე­ბის საპ­რო­ცე­სო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სტა­ჟი­ო­რად;

04.10.2006 – 28.07.2009 წწ. ქ. თბი­ლი­სის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრო­კუ­რო­რად;

28.07.2009 - 10.09.2010 წწ. სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ფი­ნანსთა, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში გა­მო­ძი­ე­ბის საპ­რო­ცე­სო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ზე სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის ფი­ნანსთა, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში გა­მო­ძი­ე­ბის საპ­რო­ცე­სო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს პრო­კუ­რო­რად.

2010 წლის სექ­ტემ­ბრის თვე­ში მან კა­რი­ე­რა გა­ნაგ­რძო სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში და 2013 წლის 21 ნო­ემ­ბრამ­დე მუ­შა­ობ­და სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, კერ­ძოდ:

10.09.2010 – 05.11.2012 წწ. სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის თბი­ლი­სის მთა­ვა­რი

სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ;

05.11.2012 – 14.06.2013 წწ. სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ;

14.06.2013 – 21.11.2013 წწ. სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სად.

ირაკ­ლი შო­თა­ძეს გავ­ლი­ლი აქვს არა­ერ­თი ტრე­ნინ­გი, მათ შო­რის: სა­სა­მარ­თლო უნარ- ჩვე­ვე­ბის, სა­მარ­თლებ­რი­ვი წე­რის, სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის, ფი­ნან­სუ­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის კუ­თხით.

ფლობს რუ­სულ, ინ­გლი­სურ და გერ­მა­ნულ ენებს.

ჰყავს მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი

გა­მოგ­ვყე­ვით, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი.

გა­მო­ი­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პო­ლი­ტი­კა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ჰყავს: რა ვიცით შოთაძის პროფესიული წარსულის შესახებ

საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ჰყავს: რა ვიცით შოთაძის პროფესიული წარსულის შესახებ

ამ თემაზე| გახმაურებული საქმეები და სკანდალური ბრალდებები, რომლებიც ირაკლი შოთაძეს უკავშირდებოდა

საქართველოს პარლამენტმა მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. ფარული კენჭისყრისას შოთაძის კანდიდატურას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხმა მის წინააღმდეგ 15-მა მისცა.

საპარლამენტო უმრავლესობამ შოთაძეს სრული ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ძირითადად ყურადღება წინა ხელისუფლების პერიოდთან დაკავშირებულ დანაშაულებზე გაამახვილეს და სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარებაზე ისაუბრეს.

საპარლამენტო უმცირესობა კი დარწმუნებულია, რომ შოთაძის მთავარ პროკურორად დამტკიცებით პროკურატურის სისტემაში რეალურად არაფერი იცვლება და, წინა მთავარი პროკურორების ანალოგიურად, შოთაძეც პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი იქნება.

ირაკლი შოთაძეს დღეს პლენარული სხდომის ფორმატში არ უსაუბრია და არც კითხვებისთვის გაუცია პასუხი. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატის წარდგენის შემდეგ, პოზიციები მხოლოდ დეპუტატებმა გამოხატეს, რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდა.

ახალმა მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილი შეცვალა და თანამდებობა 6-წლიანი ვადით დაიკავა.

გთავაზობთ ინფორმაციას ირაკლი შოთაძის პროფესიული წარსულის შესახებ:

დაიბადა 1983 წელს.

2005 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2013 წლის 21 ნოემბრიდან იკავებდა საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის პოსტს.

ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში კარიერა დაიწყო 2006 წლის მარტიდან და 2010 წლის სექტემბრამდე შრომით საქმიანობას ეწეოდა შემდეგ თანამდებობებზე:

07.03.2006 - 03.04.2006 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტად;

03.04.2006 - 02.06.2006 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის სტაჟიორად;

02.06.2006 - 04.10.2006 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორად;

04.10.2006 – 28.07.2009 წწ. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორად;

28.07.2009 - 10.09.2010 წწ. საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის დეპარტამენტის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორად.

2010 წლის სექტემბრის თვეში მან კარიერა განაგრძო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და 2013 წლის 21 ნოემბრამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, კერძოდ:

10.09.2010 – 05.11.2012 წწ. საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი

სამმართველოს უფროსის მოადგილედ;

05.11.2012 – 14.06.2013 წწ. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;

14.06.2013 – 21.11.2013 წწ. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად.

ირაკლი შოთაძეს გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი, მათ შორის: სასამართლო უნარ- ჩვევების, სამართლებრივი წერის, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, ფინანსური დანაშაულების გამოძიების კუთხით.

ფლობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."