პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება მის წინააღმდეგ გამოქვეყნებული მორიგი სკანდალური მასალების შემდეგ
ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება მის წინააღმდეგ გამოქვეყნებული მორიგი სკანდალური მასალების შემდეგ

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სრუ­ლი­ად და­უ­კარ­გა ში­ნა­არ­სი მოს­ყი­დუ­ლი ზონ­დერ მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე "რუს­თა­ვი 2-ის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­და­არ­ჩი­ნა ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტია.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­და­არ­ჩი­ნა ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტია და სრუ­ლი­ად და­უ­კარ­გა ში­ნა­არ­სი მოს­ყი­დუ­ლი ზონ­დერ მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. რო­გო­რიც არ უნდა იყოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ელ­ვი­სე­ბუ­რი აღე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2-ის", ვერ შედ­გა. ჩვენ გვაქვს საკ­მა­რი­სი დრო და სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი იმის­თვის, რომ ვებ­რძო­ლოთ, ვი­ყოთ კომ­პა­ნი­ა­ში და ვა­კე­თოთ ის საქ­მე, რო­მელ­საც ვა­კე­თებთ. ჩვენ შე­ვას­რუ­ლეთ მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა – სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელს შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნეთ სი­მარ­თლის ხმა. ამი­ე­რი­დან, ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩვენ­ზეც თუ რო­გორ შეგ­ვიძ­ლია სა­მარ­თლებ­რი­ვად ბრძო­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან", - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით "რუს­თა­ვი 2-მა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო აპა­რა­ტი არის ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ, ჩვენ მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი დარ­ტყმა მი­ვა­ყე­ნეთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და გა­და­ვარ­ჩი­ნეთ ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტია. მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს, რო­მე­ლიც ერ­თა­დერ­თი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­აა ამ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­მაც თა­ვის თავ­ზე აიღო ამ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის გა­დარ­ჩე­ნა.

ჩვენ ბო­ლომ­დე და­ვი­ცავთ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ არც ერთი უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ დარ­ჩეს ძა­ლა­ში და "რუს­თა­ვი 2" ეკუთ­ვნო­დეს იმათ, ვინც კა­ნო­ნი­ე­რად ფლობს დღეს და ქარ­თველ ხალ­ხს. ჩვე­ნი ბრძო­ლა ჯერ კი­დევ წინ არის და აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვარ­ჩენთ დე­მოკ­რა­ტი­ას", - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მო­სარ­ჩე­ლე­თა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და სა­კი­თხის სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტამ­დე შე­ა­ჩე­რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 268-ე მუხ­ლის "ზ" ქვე­პუნ­ქტის მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი აღ­სრუ­ლე­ბის ერთ-ერთ სა­ფუძ­ველს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება მის წინააღმდეგ გამოქვეყნებული მორიგი სკანდალური მასალების შემდეგ

ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება მის წინააღმდეგ გამოქვეყნებული მორიგი სკანდალური მასალების შემდეგ

საკონსტიტუციო სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით სრულიად დაუკარგა შინაარსი მოსყიდული ზონდერ მოსამართლის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაარჩინა ქვეყანაში დემოკრატია.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაარჩინა ქვეყანაში დემოკრატია და სრულიად დაუკარგა შინაარსი მოსყიდული ზონდერ მოსამართლის გადაწყვეტილებას. როგორიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა, განეხორციელებინა ელვისებური აღება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის", ვერ შედგა. ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო და სამართლებრივი რესურსები იმისთვის, რომ ვებრძოლოთ, ვიყოთ კომპანიაში და ვაკეთოთ ის საქმე, რომელსაც ვაკეთებთ. ჩვენ შევასრულეთ მთავარი ამოცანა – საქართველოს ტელემაყურებელს შევუნარჩუნეთ სიმართლის ხმა. ამიერიდან, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზეც თუ როგორ შეგვიძლია სამართლებრივად ბრძოლა ხელისუფლებასთან", - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით "რუსთავი 2-მა" ხელისუფლებას მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა.

"მიუხედავად იმისა, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი არის ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენ მომაკვდინებელი დარტყმა მივაყენეთ ბიძინა ივანიშვილს და გადავარჩინეთ ქართული დემოკრატია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ერთადერთი ფუნქციონალური დემოკრატიული ინსტიტუციაა ამ ქვეყანაში, რომელმაც თავის თავზე აიღო ამ ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენა.

ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ტელეკომპანიას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არც ერთი უკანონო გადაწყვეტილება არ დარჩეს ძალაში და "რუსთავი 2" ეკუთვნოდეს იმათ, ვინც კანონიერად ფლობს დღეს და ქართველ ხალხს. ჩვენი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის და აუცილებლად გადავარჩენთ დემოკრატიას", - განაცხადა გვარამიამ.

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შუამდგომლობა და საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის "ზ" ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც განსაზღვრავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."