ნიკა გვარამიას რეაქციები Facebook-ზე სკანდალური ჩანაწერის შემდეგ

ნიკა გვარამიას რეაქციები Facebook-ზე სკანდალური ჩანაწერის შემდეგ

უკრაინული გამოცემა uareview.in.ua ავრცელებს აუდიო ჩანაწერს, სადაც მითითებულია, რომ აუდიოჩანაწერში ასახულია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბარი.

უკრაინული გამოცემა uareview.in.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიომასალის მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადასტურებულია, მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ეკითხება და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, რევოლუციიის სცენარს სთავაზობს. საუბრის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი გვარამიას ბარიკადების აღმართვისკენ მოუწოდებს. სააკაშვილი გვარამიას ეუბნება, რომ "იშოვონ ბოევიკები" და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში სროლით დასრულდება.

აუდიოჩანაწერის გავრცელებას ჯერ ნიკა გვარამიას საგანგებო ბრიფინგი [მეტი], მოგვიანებით კი "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის განცხადება მოჰყვა [მეტი].

საგანგებო ბრიფინგის შემდეგ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა Facebook-ზე სამი სტატუსი გამოაქვეყნა.

"სააკაშვილის აქტივში ჩასაწერად უნდა ითქვას, რომ ორი წელი რასაც მიმტკიცებდა და მე არ ვიჯერებდი - სასამართლოთი უკიდურეს ძალადობაზე წავლენ რუსთავი 2ის წასართმევადო - ეგ ნამდვილად ახდა. იმედია, სროლით მაინც არ ისვრიან და უტრირებისკენ მიდრეკილი სააკაშვილის ფანტაზიად დარჩება. თუმცა, ბოლო მოვლენების ფონზე, რას ეფუძნება ეს იმედი, აღარც ვიცი".

მორიგ სტატუსში გვარამია ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს.

"სხვა ოპოზიციურო პარტიებო (მსხვილებო), გთხოვეთ მინიმუმ ათ-ათჯერ თითოეულს, ნუ დაგვტოვებთ მარტო ნაციონალების ამარა, დადექით თქვენც ჩვენს გვერდით, რომ ერთმა პარტიამ ბუნებრივად არ გადაქაჩოს თავისკენ პროცესები, რაც, პირველ რიგში, ჩვენს მედიას არ ჭირდება.

არა, მაინც თქვენი და ნაცების გარჩევების მძევლები უნდა ვიყოთ ყველაზე მნიშვნელოვანის დაცვის დროსაც :(((("

***

"ვერ გავიგე, ლეგალურად მოპოვებულ ჩანაწერებს ლეგალურად (თუმცა სრულიად უპასუხისმგებლოდ და სულელურად) ავრცელებდა ამ ქვეყნის შესაბამისი უწყება (შსს, მე და პროკურატურას კი გვაბრალებენ) და ის იყო ტოტალური თვალთვალი და მოსმენა. და ეს ხელისუფლება უკანონოდ რომ უსმენს და უთვალთვალებს და მერე უკანონოდ ავრცელებს ფეესბეს საიტის მეშვეობით, და აშანტაჟებს მოსმენილ-გადაღებულებს, ეს არის დასავლური დემოკრატია და თავისუფლად სუნთქვა?"

რედაქცია| თემასთან დაკავშირებული ყველა სტატია ნახეთ თეგზე #სკანდალური აუდიო ჩანაწერი

იხილეთ ასევე|შოკისმომგვრელი ჩანაწერი: მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას რევოლუციისკენ მოუწოდებს?

თუ გაისვრიან, გაისროლონ" - უკრაინული საიტის მტკიცებით, სააკაშვილი-ბოკერია გადატრიალებას გეგმავენ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."