სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინული ვიკილიქსი - სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს
უკრაინული ვიკილიქსი - სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს

უკ­რა­ი­ნუ­ლი ვებგ­ვერ­დი "wikileaks.center" სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფი­ლი მდივ­ნის გიგა ბო­კე­რი­ას სტამ­ბუ­ლის ათა-თურ­ქის აე­რო­პორ­ტში 22 ოქ­ტომ­ბერს, დი­ლის 06:18 სა­ათ­ზე სა­უბ­რის სტე­ნოგ­რა­მას ავ­რცე­ლებს, სა­თა­უ­რით "სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას ამ­ზა­დებს".

გიგა ბო­კე­რია: გა­ვი­მე­ო­რებ, ის ბი­ჭე­ბი სტარტზე არი­ან. ისი­ნი რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ფერს გა­და­უვ­ლი­ან, მაგ­რამ ერ­თია, რომ შე­იძ­ლე­ბა იყოს მსხვერ­პლი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი: მერე რა, იყოს, ეს ხომ უკე­თე­სია! ნიკა რომ მაგ­რად არ და­ზა­რალ­დეს, იყოს და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი, უფრო ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.. თუკი ქალს სცე­მენ, ქალს ბავ­შვთან ერ­თად, ზუს­ტად ის არის, რაც სა­ჭი­როა. ვინ­მე შე­არ­ჩიე კო­ლექ­ტი­ვი­დან. ამ თე­მას ბომ­ბი­ვით ავა­ფეთ­ქებთ. პინგვი­ნის ამ ბან­დის თავ­დას­ხმა თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ა­ზე, მთელ მსოფ­ლი­ოს შეძ­რავს. სა­ჭი­როა, ყვე­ლა­ფე­რი კა­მე­რა­ზე და­ფიქ­სირ­დეს. გვა­რა­მი­ას­გან გმირს შევ­ქმნით, ახალ­გაზ­რდა დე­დის მკვლე­ლო­ბა კი მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ზე და­ა­ყე­ნებს. შენი ნიღ­ბი­ა­ნი ბი­ჭე­ბი შე­უმ­ჩნევ­ლად უნდა გაქ­რნენ.

ამა­ვე მა­სა­ლის თა­ნახ­მად, გიგა ბო­კე­რია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს პა­სუ­ხობს, რომ ამის შე­სა­ხებ არა­ვინ უნდა იცო­დეს და არც ნიკა გვა­რა­მი­ას ეტყვის. მისი თქმით, თუ ეს გამ­ჟღავ­ნდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მო­იშ­ლე­ბა. ბო­კე­რი­ას თქმით, ის ბი­ჭებ­თან პირ­და­პირ არ კონ­ტაქ­ტობს, არა­მედ "გა­გუ­შა" მუ­შა­ობს მათ­თან და თა­ვად ამ საქ­მე­ში არ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან. "სცე­ნა­რი და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია, ოპე­რა­ტო­რი იქ­ნე­ბა რუს­თა­ვი 2-დან, ის ყვე­ლა­ფერს და­ა­ფიქ­სი­რებს. ბი­ჭებს ეცო­დი­ნე­ბათ და მას ხელს არ ახ­ლე­ბენ. ამის შემ­დეგ ყვე­ლა თურ­ქეთ­ში შე­უმ­ჩნევ­ლად გა­და­ვა. ამ ყვე­ლაფ­რის­თვის 160 უნდა გა­მო­ი­ყოს".

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი: მე ხომ ვთქვი, ბეჟო ყვე­ლა­ფერს გა­და­წყვეტს, ის ახლა თბი­ლის­ში არ არის. ზუ­რამ გა­აფრ­თხი­ლა და თა­ვის თან­ხას შენ მო­გი­ტანს. მთა­ვა­რია ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ. რუს­თავ­ზე თავ­დას­ხმი­სა და მსხვერ­პლის ფონ­ზე ამ ნა­ბიჭ­ვრებს გა­და­ვაგ­დებთ! ვინ არის მო­ძა­ლა­დე ყვე­ლა ნა­ხავს. გიგა! შეხ­ვდი გი­ორ­გის (მარ­გვე­ლაშ­ვილს). ჩემ­გან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დე და სთხო­ვე გა­მო­ვი­დეს და გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბა მო­იწ­ვი­ოს ელ­ჩე­ბი, იქ სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, კონ­სტი­ტუ­ცია და ა.შ. მან იცის, რომ არ დავ­ტო­ვებთ უყუ­რა­დღე­ბოდ.

გიგა ბო­კე­რია: მარ­გვე­ლას დი­ლით­ვე შევ­ხვდე­ბი, რო­გორც კი ჩავფრინ­დე­ბი. გა­მო­ვა, აბა სად წავა. ჩვენ­მა გეგ­მამ რე­ა­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა გა­და­არ­ჩი­ნოს ტე­ლე­ვი­ზია და ჩვე­ნი მოძ­რა­ო­ბა. რო­გორც კი ფულს მი­ვი­ღებ, და­ვი­წყებთ.

სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტე­ნოგ­რა­მის თა­ნახ­მად, სა­უბ­რის ბო­ლოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გიგა ბო­კე­რი­ას სთხოვს, შე­ე­ცა­დოს, სა­სა­მარ­თლო სხდო­მამ­დე გა­ა­კე­თოს, მერე კი სა­სა­მარ­თლო სა­ჭი­რო აღარ იქ­ნე­ბა.

ამა­ვე ტექ­სტის თა­ნახ­მად, გიგა ბო­კე­რია პი­რო­ბას აძ­ლევს, რომ მო­ას­წრებს. მისი თქმით, მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძე ადე­იშ­ვილ­ზე ყო­ფი­ლა გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი და ამი­ტომ და­თან­ხმდა საქ­მის გან­ხილ­ვას. "სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნი ხალ­ხია დარ­ჩე­ნი­ლი და ვიცი რო­გორც და­ვა­ში­ნებთ. ზაზა მე­იშ­ვი­ლი და შავ­ლი­აშ­ვი­ლი უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო­დან აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. ეს თემა ზუ­რას მი­ყავს. მთა­ვა­რია და­გეგ­მი­ლი ზუს­ტად გა­ვა­კე­თოთ და რო­გორც შენ თქვი, სა­სა­მარ­თლო აზრს და­კარ­გავს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

უკრაინული ვიკილიქსი - სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს

უკრაინული ვიკილიქსი - სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს

უკრაინული ვებგვერდი "wikileaks.center" საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას სტამბულის ათა-თურქის აეროპორტში 22 ოქტომბერს, დილის 06:18 საათზე საუბრის სტენოგრამას ავრცელებს, სათაურით "სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს".

გიგა ბოკერია: გავიმეორებ, ის ბიჭები სტარტზე არიან. ისინი რეალურად ყველაფერს გადაუვლიან, მაგრამ ერთია, რომ შეიძლება იყოს მსხვერპლი.

მიხეილ სააკაშვილი: მერე რა, იყოს, ეს ხომ უკეთესია! ნიკა რომ მაგრად არ დაზარალდეს, იყოს დასისხლიანებული, უფრო ეფექტურად გამოიყურება.. თუკი ქალს სცემენ, ქალს ბავშვთან ერთად, ზუსტად ის არის, რაც საჭიროა. ვინმე შეარჩიე კოლექტივიდან. ამ თემას ბომბივით ავაფეთქებთ. პინგვინის ამ ბანდის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, მთელ მსოფლიოს შეძრავს. საჭიროა, ყველაფერი კამერაზე დაფიქსირდეს. გვარამიასგან გმირს შევქმნით, ახალგაზრდა დედის მკვლელობა კი მთელ საქართველოს ფეხზე დააყენებს. შენი ნიღბიანი ბიჭები შეუმჩნევლად უნდა გაქრნენ.

ამავე მასალის თანახმად, გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილს პასუხობს, რომ ამის შესახებ არავინ უნდა იცოდეს და არც ნიკა გვარამიას ეტყვის. მისი თქმით, თუ ეს გამჟღავნდება, ყველაფერი ჩამოიშლება. ბოკერიას თქმით, ის ბიჭებთან პირდაპირ არ კონტაქტობს, არამედ "გაგუშა" მუშაობს მათთან და თავად ამ საქმეში არ გამოჩნდებიან. "სცენარი დამუშავებულია, ოპერატორი იქნება რუსთავი 2-დან, ის ყველაფერს დააფიქსირებს. ბიჭებს ეცოდინებათ და მას ხელს არ ახლებენ. ამის შემდეგ ყველა თურქეთში შეუმჩნევლად გადავა. ამ ყველაფრისთვის 160 უნდა გამოიყოს".

მიხეილ სააკაშვილი: მე ხომ ვთქვი, ბეჟო ყველაფერს გადაწყვეტს, ის ახლა თბილისში არ არის. ზურამ გააფრთხილა და თავის თანხას შენ მოგიტანს. მთავარია ყველაფერი სწორად წარმოვაჩინოთ. რუსთავზე თავდასხმისა და მსხვერპლის ფონზე ამ ნაბიჭვრებს გადავაგდებთ! ვინ არის მოძალადე ყველა ნახავს. გიგა! შეხვდი გიორგის (მარგველაშვილს). ჩემგან მადლობა გადაუხადე და სთხოვე გამოვიდეს და გააკეთოს განცხადება მოიწვიოს ელჩები, იქ სიტყვის თავისუფლება, კონსტიტუცია და ა.შ. მან იცის, რომ არ დავტოვებთ უყურადღებოდ.

გიგა ბოკერია: მარგველას დილითვე შევხვდები, როგორც კი ჩავფრინდები. გამოვა, აბა სად წავა. ჩვენმა გეგმამ რეალურად შეიძლება გადაარჩინოს ტელევიზია და ჩვენი მოძრაობა. როგორც კი ფულს მივიღებ, დავიწყებთ.

საიტზე გამოქვეყნებული სტენოგრამის თანახმად, საუბრის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას სთხოვს, შეეცადოს, სასამართლო სხდომამდე გააკეთოს, მერე კი სასამართლო საჭირო აღარ იქნება.

ამავე ტექსტის თანახმად, გიგა ბოკერია პირობას აძლევს, რომ მოასწრებს. მისი თქმით, მოსამართლე ურთმელიძე ადეიშვილზე ყოფილა განაწყენებული და ამიტომ დათანხმდა საქმის განხილვას. "სასამართლოში ჩვენი ხალხია დარჩენილი და ვიცი როგორც დავაშინებთ. ზაზა მეიშვილი და შავლიაშვილი უზენაესი სასამართლოდან აქტიურად არიან ჩართულები. ეს თემა ზურას მიყავს. მთავარია დაგეგმილი ზუსტად გავაკეთოთ და როგორც შენ თქვი, სასამართლო აზრს დაკარგავს".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."