პოლიტიკა
მსოფლიო

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიშა სააკაშვილს "რუსთავი-2"-ს არ დავახურინებ - ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს
მიშა სააკაშვილს "რუსთავი-2"-ს არ დავახურინებ - ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

ბიზ­ნეს­მე­ნი ქი­ბარ ხალ­ვა­ში გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც ქი­ბარ ხალ­ვა­ში აცხა­დებს, იგი დე­ბა­ტებ­ში იწ­ვევს "რუს­თა­ვი 2"-ის რე­ა­ლურ პატ­რონს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს". მი­სი­ვე თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი ვალ­დე­ბუ­ლია ყვე­ლა კი­თხვას გას­ცეს პა­სუ­ხი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას "რუს­თა­ვი 2"-ის წარ­თმე­ვა-ჩა­მორ­თმე­ვის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­აჩ­ნია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ქი­ბარ ხალ­ვა­შის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნად, სა­სა­მარ­თლოს გზით დაბ­რუ­ნე­ბის საქ­მე­ში ჩემი ბრძო­ლის და­სა­წყის­ში­ვე, და­ვა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა ჩა­ერ­თო, რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბით აკე­თებს აქ­ცენტს ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის და­ხურ­ვის შე­სა­ხებ. მინ­და ყვე­ლას გა­სა­გო­ნად და გან­სა­კუთ­რე­ბით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გა­სა­გო­ნად გან­ვა­ცხა­დო, რომ მის გეგ­მას გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ უწე­რია.

უკვე დღე­სა­ვით ნა­თე­ლი ხდე­ბა, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის პო­ლი­ტი­კურ სიბ­რტყე­ში გა­და­ტა­ნის მცდე­ლო­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერთ მი­ზანს: "რუს­თა­ვი 2"-ის რე­ა­ლუ­რი მე­პატ­რო­ნე, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი გეგ­მავს "რუს­თა­ვი 2"-ის და­ხურ­ვას დ ამ ფონ­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბის მი­ღე­ბას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის".

სა­ა­კაშ­ვი­ლის და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის" რე­ა­ლუ­რად სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არა­ნა­ირ ღი­რე­ბუ­ლე­ბას არ წარ­მო­ად­გენს. კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა მათ­თვის რომ ცა­რი­ე­ლი სი­ტყვე­ბია, ეს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ახა­ლი არ არის.

ვა­ცხა­დებ ღიად და სა­ჯა­როდ - მიშა სა­ა­კაშ­ვილს "რუს­თა­ვი 2"-ს არ და­ვა­ხუ­რი­ნებ!

ყვე­ლა კა­ნო­ნი­ერ გზას მივ­მარ­თავ და სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით ჩემი გა­მარ­ჯვე­ბის­თა­ნა­ვე ვუზ­რუნ­ველ­ყოფ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას სწო­რედ სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრინ­ცი­პის გა­ნუხ­რე­ლი დაც­ვით!

აქვე მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნო, რომ გა­სულ კვი­რას სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბით ღია ეთერ­ში დე­ბა­ტებ­ში გა­მო­ვიწ­ვიე "რუს­თა­ვი 2"-ის ნო­მი­ნა­ლუ­რი მფლო­ბე­ლე­ბი, ყა­რა­მა­ნაშ­ვი­ლე­ბი.

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, არა­ვინ გა­მოგ­ვხმა­უ­რე­ბია. ეს ფაქ­ტიც ცხად­ყოფს, რომ ყა­რა­მა­ნაშ­ვი­ლე­ბი არი­ან ნო­მი­ნა­ლუ­რად და­ნიშ­ნუ­ლი მე­წი­ლე­ე­ბად და "რუს­თა­ვი 2"-ის რე­ა­ლუ­რი პატ­რო­ნი დღეს არის ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რი მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მე დღის წეს­რი­გი­დან ვხსნი ყა­რა­მა­ნაშ­ვი­ლებ­თან ტელე-დე­ბა­ტე­ბის სა­კითხს. მათ, ცხა­დია, არ­ჩი­ეს არ გა­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ.

სა­სა­უბ­როდ ვიწ­ვევ "რუს­თა­ვი 2"-ის რე­ა­ლურ პატ­რონს, მიშა სა­ა­კაშ­ვილს

მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი ვალ­დე­ბუ­ლია ყვე­ლა კი­თხვას გას­ცეს პა­სუ­ხი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას "რუს­თა­ვი 2"-ის წარ­თმე­ვა-ჩა­მორ­თმე­ვის პერ­მა­ნენ­ტულ პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მის მი­მართ გა­აჩ­ნია.

ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მისი დუ­მი­ლი მხო­ლოდ იმის დას­ტუ­რია, რომ სათ­ქმე­ლი არა­ფე­რი აქვს. და თუ აქვს, კე­თი­ლი ინე­ბოს და ჩემ­თან, მის მიერ ყოვ­ლად უსა­მარ­თლოდ და­ტე­რო­რე­ბულ ადა­მი­ან­თან, დაჯ­დეს პირ­და­პირ ეთერ­ში.

კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებ, - მი­შას "რუს­თა­ვი 2"-ს არ და­ვა­ხუ­რი­ნებ!

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ გა­მარ­ჯვე­ბა­ში, რად­გან სი­მარ­თლე ერ­თია და ის ჩვენს მხა­რე­საა. სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით ჩემი გა­მარ­ჯვე­ბის და "რუს­თა­ვი 2"-ის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კი ეს ტე­ლე­კომ­პა­ნია მარ­თლაც გახ­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი პარ­ტი­უ­ლი ზე­გავ­ლე­ნის­გან და და­უბ­რუნ­დე­ბა სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მსა­ხუ­რე­ბას. ამუ­შავ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საბ­ჭო, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის სრულ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და თა­ვი­სუ­ფალ სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კას", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ქი­ბარ ხალ­ვა­შის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ად­ვო­კა­ტი პა­ა­ტა სა­ლია ავ­რცე­ლებს.

მიშა სააკაშვილს "რუსთავი-2"-ს არ დავახურინებ - ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

მიშა სააკაშვილს "რუსთავი-2"-ს არ დავახურინებ - ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს. როგორც ქიბარ ხალვაში აცხადებს, იგი დებატებში იწვევს "რუსთავი 2"-ის რეალურ პატრონს, მიხეილ სააკაშვილს". მისივე თქმით, სააკაშვილი ვალდებულია ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რაც საზოგადოებას "რუსთავი 2"-ის წართმევა-ჩამორთმევის პროცესთან დაკავშირებით გააჩნია.

"ინტერპრესნიუსი" ქიბარ ხალვაშის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"კერძო საკუთრების სამართლიანად, სასამართლოს გზით დაბრუნების საქმეში ჩემი ბრძოლის დასაწყისშივე, დავაში "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდისტული მანქანა ჩაერთო, რომელიც გამუდმებით აკეთებს აქცენტს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დახურვის შესახებ. მინდა ყველას გასაგონად და განსაკუთრებით, ყოფილი პრეზიდენტის გასაგონად განვაცხადო, რომ მის გეგმას განხორციელება არ უწერია.

უკვე დღესავით ნათელი ხდება, რომ სამართლებრივი დავის პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანის მცდელობა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს: "რუსთავი 2"-ის რეალური მეპატრონე, ყოფილი პრეზიდენტი მიშა სააკაშვილი გეგმავს "რუსთავი 2"-ის დახურვას დ ამ ფონზე პოლიტიკური დივიდენდების მიღებას "ნაციონალური მოძრაობისთვის".

სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობისთვის" რეალურად სიტყვის თავისუფლება არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა მათთვის რომ ცარიელი სიტყვებია, ეს ქართული საზოგადოებისთვის ახალი არ არის.

ვაცხადებ ღიად და საჯაროდ - მიშა სააკაშვილს "რუსთავი 2"-ს არ დავახურინებ!

ყველა კანონიერ გზას მივმართავ და სამართლებრივი გზით ჩემი გამარჯვებისთანავე ვუზრუნველყოფ ტელეკომპანიის ფუნქციონირებას სწორედ სიტყვის თავისუფლების პრინციპის განუხრელი დაცვით!

აქვე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ გასულ კვირას საჯარო განცხადებით ღია ეთერში დებატებში გამოვიწვიე "რუსთავი 2"-ის ნომინალური მფლობელები, ყარამანაშვილები.

როგორც მოსალოდნელი იყო, არავინ გამოგვხმაურებია. ეს ფაქტიც ცხადყოფს, რომ ყარამანაშვილები არიან ნომინალურად დანიშნული მეწილეებად და "რუსთავი 2"-ის რეალური პატრონი დღეს არის ოდესის გუბერნატორი მიშა სააკაშვილი.

მე დღის წესრიგიდან ვხსნი ყარამანაშვილებთან ტელე-დებატების საკითხს. მათ, ცხადია, არჩიეს არ გამოჩენილიყვნენ.

სასაუბროდ ვიწვევ "რუსთავი 2"-ის რეალურ პატრონს, მიშა სააკაშვილს

მიშა სააკაშვილი ვალდებულია ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რაც საზოგადოებას "რუსთავი 2"-ის წართმევა-ჩამორთმევის პერმანენტულ პროცესთან დაკავშირებით მის მიმართ გააჩნია.

ამ თემასთან დაკავშირებით მისი დუმილი მხოლოდ იმის დასტურია, რომ სათქმელი არაფერი აქვს. და თუ აქვს, კეთილი ინებოს და ჩემთან, მის მიერ ყოვლად უსამართლოდ დატერორებულ ადამიანთან, დაჯდეს პირდაპირ ეთერში.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, - მიშას "რუსთავი 2"-ს არ დავახურინებ!

დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, რადგან სიმართლე ერთია და ის ჩვენს მხარესაა. სამართლებრივი გზით ჩემი გამარჯვების და "რუსთავი 2"-ის დაბრუნების შემდეგ კი ეს ტელეკომპანია მართლაც გახდება თავისუფალი პარტიული ზეგავლენისგან და დაუბრუნდება სიტყვის თავისუფლების მსახურებას. ამუშავდება საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს ჟურნალისტური საქმიანობის სრულ დამოუკიდებლობას და თავისუფალ სარედაქციო პოლიტიკას", - აღნიშნულია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში, რომელსაც ადვოკატი პაატა სალია ავრცელებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."