მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანს აწამებს მეორე ადამიანი და არა ვირტუალური სისტემა" - თინა ხიდაშელი სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი კადრების შესახებ წერს
"ადამიანს აწამებს მეორე ადამიანი და არა ვირტუალური სისტემა" - თინა ხიდაშელი სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი კადრების შესახებ წერს

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, თინა ხი­და­შე­ლი უკ­რა­ი­ნულ სა­იტ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ სკან­და­ლურ ვი­დე­ოს კი­დევ ერთხელ ეხ­მა­უ­რე­ბა:

"პა­სუ­ხი იმათ ვინც ვერ ხე­დავს და არ ეს­მის, და გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბე­დუ­კა­ძის პო­ლი­ტი­კურ / იდე­ო­ლო­გი­ურ მე­გობ­რებს

დიახ ნამ­დვი­ლად ჯობ­და ყვე­ლა შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, მწა­მე­ბე­ლი, დამ­კვე­თი, ისი­ნი ვი­საც გა­მო­ძი­ე­ბა ევა­ლე­ბო­დათ და არ გა­მო­ი­ძი­ეს, ხელს აფა­რებ­დნენ და ამით აქე­ზებ­დნენ ყვე­ლა დას­ჯი­ლი­ყო და შე­სა­ბა­მი­სი ბრა­ლი დამ­ტკი­ცე­ბო­დათ ამ 3 წლის მან­ძილ­ზე. ნამ­დვი­ლად ჯობ­და და აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ამ სი­სას­ტი­კის შემ­ქმნე­ლე­ბი საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე გა­ემ­წე­სე­ბი­ნა გა­მო­ძი­ე­ბას სწო­რედ ამ ბრალ­დე­ბე­ბით, ისე­ვე რო­გორც შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი. მაგ­რამ ვი­საც და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის გან­ცდა გაქვთ ამ თვალ­საზ­რი­სით და მეც სწო­რედ ასეთ ადა­მი­ა­ნებს ვე­კუთ­ვნი ძა­ლი­ან გთხოვთ მი­სა­მარ­თი იპო­ვეთ სა­დაც ამას გა­აპ­რო­ტეს­ტებთ.

არ მი­ვი­ღებ არც ერთ შე­ნიშნ­ვას, არც ერთ მი­ნიშ­ნე­ბას ჩემი მი­სა­მარ­თით. სწო­რედ იმი­ტომ რომ ამ ხალ­ხის დას­ჯა აბ­სო­ლუ­ტურ იმ­პე­რა­ტი­ვად მი­მაჩ­ნდა ვი­თხოვ­დი პარ­ლა­მენ­ტში სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას. იმი­ტომ რომ ნაც­მოძ­რა­ო­ბის დროს ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რო­მელ­თა გა­მომ­ზე­უ­რე­ბა­შიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქ კლა­ვი­ა­ტუ­რას ამო­ფა­რე­ბუ­ლი ვირ­თხე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი მი­მი­ძღვის თა­ვი­სი მას­შტა­ბით, ჩემი აზ­რით ცდე­ბა უბ­რა­ლო სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში გა­მო­სა­ტა­ნი გა­ნა­ჩე­ნე­ბის ფარ­გლებს და სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლის არ­სე­ბო­ბის ძა­ლი­ან მა­ღალ ალ­ბა­თო­ბას ტო­ვებს.

მე, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რის მა­შინ­დე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გამო არ და­მი­ჭი­რა მხა­რი უმ­რავ­ლე­სო­ბამ და უარი მი­თხრეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნა­ზე.

შემ­დეგ სხვა კო­მი­სია შე­იქ­მნა რო­მე­ლის თავ­მჯდო­მა­რეც ვი­ყა­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­რო­ში ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, და მგო­ნია რომ ის დას­კვნა ვი­საც წა­კი­თხუ­ლი აქვს (ვა­ღი­ა­რებ ძა­ლი­ან დი­დია და შე­საძ­ლოა ბევ­რმა ვერ მო­ი­ცა­ლა, არა­და და­ნა­შუ­ლი ბევ­რი და მას­შტა­ბუ­რი იყო, მცი­რე ფორ­მატ­მა ვერ და­ი­ტია), თუ ბრმა არ არის და უბ­რა­ლოდ გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი, მიხ­ვდე­ბო­და კომ­პე­ტენ­ცი­ის და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის მო­ლო­დინს, რო­მე­ლიც ჩემ­გან უნდა ქო­ნო­და. ვინც კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას თვალს ადევ­ნებ­და კი­დევ უკეთ და­ი­ნა­ხავ­და და მიხ­ვდე­ბო­და რო­გორ მუ­შა­ო­ბენ 24/7 რე­ჟიმ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი რომ­ლე­ბის­თვი­საც საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა და სი­მარ­თლის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბაა მთა­ვა­რი. გა­მო­ვი­ძი­ეთ, და­ვა­სა­ბუ­თეთ, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც შევ­კრი­ბეთ და რისი გა­და­წყვე­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაც გვქონ­და გა­დავ­წყვი­ტეთ. თუმ­ცა მე პი­რა­დად არც მას შემ­დეგ არ მი­მი­ტო­ვე­ბია ეს დას­კვნა და სა­დამ­დეც შე­მეძ­ლო სა­პა­რალ­მენ­ტო კონ­ტრო­ლის ფარ­გლებ­ში თვალს ვა­დევ­ნებ­დი ჩვე­ნი დას­კვნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

მე არ ვიცი რა­ტომ იყო პრო­კუ­რა­ტუ­რა მა­შინ სა­პარ­ლა­მენ­ტო გა­მო­ძი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი, და­ახ­ლო­ე­ბით ვხვდე­ბი, მაგ­რამ ის კი ვიცი რომ ეს კო­მი­სია რომ შექ­მნი­ლი­ყო დღეს ბევ­რი ის პრობ­ლე­მა რო­მელ­თა­ნაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უწევს გამ­კლა­ვე­ბა შინ და გა­რეთ არ იარ­სე­ბებ­და. ამას ვამ­ბობ­დი მა­ში­ნაც და იგი­ვეს ვამ­ბობ ეხ­ლაც.

ყვე­ლა, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა მი­უ­ხე­და­ვად მათ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე უნდა და­ეს­ვათ სწო­რედ იმ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სათ­ვის რო­მე­ლიც იყო ჩა­დე­ნი­ლი. და კი­დევ ერთი, და­ნა­შა­უ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი. მას კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­დი­ან, ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მის ნა­წი­ლი იყ­ვნენ, ერ­თი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის რე­ჟიმ­ში მოქ­მე­დებ­დნენ მაგ­რამ მა­ინც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ჩა­დი­ან. ადა­მი­ანს აწა­მებს მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი და არა ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სის­ტე­მა. შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ ეს და­ნა­შა­უ­ლე­ბი უნდა იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი დას­ჯი­ლი. და რო­დე­საც მე ვთქვი რომ კო­ა­ბი­ტა­ცია ქარ­თველ­მა ხალ­ხმა დაგ­ვა­ვა­ლა თქო, სწო­რედ ეს არის ამ წი­ნა­და­დე­ბის აზრი, რო­მე­ლიც მეს­მის ბევ­რის­თვის შე­იძ­ლე­ბა რთუ­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი ფორ­მუ­ლაა, ვერ იგე­ბენ, სკო­ლა­ში არ სწავ­ლობ­დნენ თა­ვის დრო­ზე. საპ­რე­ზი­დენ­ტო და ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბით ნაც­მოძ­რა­ო­ბა მე­ო­რე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლაა. ეს კარ­გია თუ ცუდი, ჩემი აზ­რით ცუდი. მაგ­რამ ამას არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვი­ნა­ი­დან მათ ამომ­რჩე­ვე­ლიც ზუს­ტად ისე­თი­ვე მო­ქა­ლა­ქეა ჩემი ქვეყ­ნის რო­გორც ჩემი ამომ­რჩე­ვე­ლი და ნე­ბის­მი­ერ ხე­ლი­სუ­ფე­ლე­ბა ვა­დე­ბუ­ლია მისი ქვეყ­ნის მო­ლა­ქე­ე­ბის არ­ჩე­ვანს პა­ტივს სცემ­დეს, რო­გორც არ უნდა მოს­წონ­დეს ან არ მოს­წონ­დეს ის. ესეც ანა ბა­ნაა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ა­ში ყოფ­ნის და ხე­ლი­სუფ­ლო­ბის.

რთულ მა­თე­მა­ტი­კურ ფორ­მუ­ლას მარ­ტი­ვად:

და­ნა­შა­უ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. დამ­ნა­შა­ვის ად­გი­ლი სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში და მო­სა­მარ­თლის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი სას­ჯე­ლის მოხ­დის პრო­ცეს­ში; პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია რო­გორც სუ­ბი­ექ­ტი პო­ლი­ტი­კის სუ­ბი­ექ­ტია, სა­ნამ ის არ აუკ­რძლავთ. ნაც­მოძ­რა­ო­ბა მე­ო­რე ასეთ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლად გან­საღ­ვრა ქარ­თველ­მა ამომ­რჩე­ველ­მა.

კო­ა­ბი­ტა­ცია კი სწო­რედ ამორ­ჩევ­ლის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ნიშ­ნავს.

ნაც­მოძ­რა­ო­ბა ყვე­ლას მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცი­ას რომ ახ­დენ­და და არა­ვის ელა­პა­რა­კე­ბო­და ამი­ტომ გა­მო­ვარ­და სა­ქარ­თვე­ლო ქუ­ჩა­ში მრა­ვალ­გზის და ამი­ტო­მაც გა­ის­ტუმ­რეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან. ქვე­ყა­ნა რომ მი­სი­ა­ნე­ბად და მტრე­ბად ქონ­და და­ყო­ფი­ლი ამი­ტო­მაც აღარ არი­ან დღეს ქარ­თულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

ეხლა იგი­ვეს ითხოვთ ჩვენ­გან? ჩავ­რე­ცხოთ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რომ­ლებ­საც სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­ტი­ე­ბი აქვთ? მე ამ სა­ვარ­ჯი­შო­ში ვერ გა­მოგ­ყვე­ბით. უზ­ნე­ო­ბად მი­მაჩ­ნია და იმი­ტომ.

სულ ეს არის.

და რო­დე­საც დას­ჯის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე უზ­რდე­ლურ და გან­სა­კუთ­რე­ბით სას­ტიკ კო­მენ­ტა­რებს და­მი­წერთ ბე­დუ­კა­ძე მო­მი­კი­თხეთ სა­მე­გობ­რო­ში, არ და­გა­ვი­წყდეთ" - წერს ხი­და­შე­ლი.

"ადამიანს აწამებს მეორე ადამიანი და არა ვირტუალური სისტემა" - თინა ხიდაშელი სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი კადრების შესახებ წერს

"ადამიანს აწამებს მეორე ადამიანი და არა ვირტუალური სისტემა" - თინა ხიდაშელი სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი კადრების შესახებ წერს

თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი უკრაინულ საიტზე გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოს კიდევ ერთხელ ეხმაურება:

"პასუხი იმათ ვინც ვერ ხედავს და არ ესმის, და განსაკუთრებით კი ბედუკაძის პოლიტიკურ / იდეოლოგიურ მეგობრებს

დიახ ნამდვილად ჯობდა ყველა შემსრულებელი, მწამებელი, დამკვეთი, ისინი ვისაც გამოძიება ევალებოდათ და არ გამოიძიეს, ხელს აფარებდნენ და ამით აქეზებდნენ ყველა დასჯილიყო და შესაბამისი ბრალი დამტკიცებოდათ ამ 3 წლის მანძილზე. ნამდვილად ჯობდა და აუცილებელი იყო ამ სისასტიკის შემქმნელები საბრალდებო სკამზე გაემწესებინა გამოძიებას სწორედ ამ ბრალდებებით, ისევე როგორც შემსრულებლები.  მაგრამ ვისაც დაუკმაყოფილებლობის განცდა გაქვთ ამ თვალსაზრისით და მეც სწორედ ასეთ ადამიანებს ვეკუთვნი ძალიან გთხოვთ მისამართი იპოვეთ სადაც ამას გააპროტესტებთ.

არ მივიღებ არც ერთ შენიშნვას, არც ერთ მინიშნებას ჩემი მისამართით. სწორედ იმიტომ რომ ამ ხალხის დასჯა აბსოლუტურ იმპერატივად მიმაჩნდა ვითხოვდი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას. იმიტომ რომ ნაცმოძრაობის დროს ჩადენილი დანაშაულები, რომელთა გამომზეურებაშიც წლების განმავლობაში, აქ კლავიატურას ამოფარებული ვირთხებისაგან განსხვავებით, ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის თავისი მასშტაბით, ჩემი აზრით ცდება უბრალო სასამართლო დარბაზში გამოსატანი განაჩენების ფარგლებს და სისტემური დანაშაულის არსებობის ძალიან მაღალ ალბათობას ტოვებს.

მე, ჩემი ინფორმაციით, პროკურატურის მაშინდელი შემადგენლობის წინააღმდეგობის გამო არ დამიჭირა მხარი უმრავლესობამ და უარი მითხრეს საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

შემდეგ სხვა კომისია შეიქმნა რომელის თავმჯდომარეც ვიყავი კომუნიკაციების სფეროში ჩადენილ დანაშაულებზე, და მგონია რომ ის დასკვნა ვისაც წაკითხული აქვს (ვაღიარებ ძალიან დიდია და შესაძლოა ბევრმა ვერ მოიცალა, არადა დანაშული ბევრი და მასშტაბური იყო, მცირე ფორმატმა ვერ დაიტია), თუ ბრმა არ არის და უბრალოდ გაბოროტებული, მიხვდებოდა კომპეტენციის და პროფესიონალიზმის მოლოდინს, რომელიც ჩემგან უნდა ქონოდა. ვინც კომისიის საქმიანობას თვალს ადევნებდა კიდევ უკეთ დაინახავდა და მიხვდებოდა როგორ მუშაობენ 24/7 რეჟიმში ადამიანები რომლებისთვისაც საქმის ბოლომდე მიყვანა და სიმართლის გამოაშკარავებაა მთავარი. გამოვიძიეთ, დავასაბუთეთ, მტკიცებულებებიც შევკრიბეთ და რისი გადაწყვეტის უფლებამოსილებაც გვქონდა გადავწყვიტეთ. თუმცა მე პირადად არც მას შემდეგ არ მიმიტოვებია ეს დასკვნა და სადამდეც შემეძლო საპარალმენტო კონტროლის ფარგლებში თვალს ვადევნებდი ჩვენი დასკვნების შესრულებას.

მე არ ვიცი რატომ იყო პროკურატურა მაშინ საპარლამენტო გამოძიების წინააღმდეგი, დაახლოებით ვხვდები, მაგრამ ის კი ვიცი რომ ეს კომისია რომ შექმნილიყო დღეს ბევრი ის პრობლემა რომელთანაც ხელისუფლებას უწევს გამკლავება შინ და გარეთ არ იარსებებდა.  ამას ვამბობდი მაშინაც და იგივეს ვამბობ ეხლაც.

ყველა, უკლებლივ ყველა მიუხედავად მათ თანამდებობის დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში საბრალდებო სკამზე უნდა დაესვათ სწორედ იმ უმძიმესი დანაშაულებისათვის რომელიც იყო ჩადენილი. და კიდევ ერთი, დანაშაული ინდივიდუალური. მას კონკრეტული ადამიანები ჩადიან, ისინი შეიძლება ერთიანი სისტემის ნაწილი იყვნენ, ერთიანი გადაწყვეტილების რეჟიმში მოქმედებდნენ მაგრამ მაინც ინდივიდუალურად ჩადიან. ადამიანს აწამებს მეორე ადამიანი და არა ვირტუალური სისტემა. შესაბამისად, სწორედ ეს დანაშაულები უნდა იყოს გამოძიებული და შესაბამისი დამნაშავეები დასჯილი.  და როდესაც მე ვთქვი რომ კოაბიტაცია ქართველმა ხალხმა დაგვავალა თქო, სწორედ ეს არის ამ წინადადების აზრი, რომელიც მესმის ბევრისთვის შეიძლება რთული მათემატიკური ფორმულაა, ვერ იგებენ, სკოლაში არ სწავლობდნენ თავის დროზე.  საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნებით ნაცმოძრაობა მეორე პოლიტიკური ძალაა. ეს კარგია თუ ცუდი, ჩემი აზრით ცუდი. მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან მათ ამომრჩეველიც ზუსტად ისეთივე მოქალაქეა ჩემი ქვეყნის როგორც ჩემი ამომრჩეველი და ნებისმიერ ხელისუფელება ვადებულია მისი ქვეყნის მოლაქეების არჩევანს პატივს სცემდეს, როგორც არ უნდა მოსწონდეს ან არ მოსწონდეს ის. ესეც ანა ბანაა ხელისუფლებააში ყოფნის და ხელისუფლობის.

რთულ მათემატიკურ ფორმულას მარტივად:

დანაშაული ინდივიდუალურია. დამნაშავის ადგილი სასამართლო დარბაზში და მოსამართლის მიერ განსაზღვრული სასჯელის მოხდის პროცესში;  პოლიტიკური პარტია როგორც სუბიექტი პოლიტიკის სუბიექტია, სანამ ის არ აუკრძლავთ. ნაცმოძრაობა მეორე ასეთ პოლიტიკურ ძალად განსაღვრა ქართველმა ამომრჩეველმა.

კოაბიტაცია კი სწორედ ამორჩევლის მიერ განსაზღვრული პოლიტიკური ძალების თანამშრომლობას ნიშნავს.

ნაცმოძრაობა ყველას მარგინალიზაციას რომ ახდენდა და არავის ელაპარაკებოდა ამიტომ გამოვარდა საქართველო ქუჩაში მრავალგზის და ამიტომაც გაისტუმრეს ხელისუფლებიდან. ქვეყანა რომ მისიანებად და მტრებად ქონდა დაყოფილი ამიტომაც აღარ არიან დღეს ქართულ ხელისუფლებაში.

ეხლა იგივეს ითხოვთ ჩვენგან? ჩავრეცხოთ ჩვენი მოქალაქეები რომლებსაც სხვა პოლიტიკური სიმპატიები აქვთ? მე ამ სავარჯიშოში ვერ გამოგყვებით. უზნეობად მიმაჩნია და იმიტომ.

სულ ეს არის.

და როდესაც დასჯის აუცილებლობაზე უზრდელურ და განსაკუთრებით სასტიკ კომენტარებს დამიწერთ ბედუკაძე მომიკითხეთ სამეგობროში, არ დაგავიწყდეთ" - წერს ხიდაშელი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."