სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას NDI-ის გამოკითხულთა 31 პროცენტი მხარს უჭერს
საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას NDI-ის გამოკითხულთა 31 პროცენტი მხარს უჭერს

NDI-ის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას გა­მო­კი­თხულ­თა 31 პრო­ცენ­ტი მხარს უჭერს. რო­გორც NDI-ის სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლორა თორნ­ტონ­მა დღეს გა­მარ­თულ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, არ შეც­ვლი­ლა ამ კუ­თხით აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში აპ­რილ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე 31 პრო­ცენტს შე­ად­გენ­და.

შე­კი­თხვა­ზე, უჭერთ თუ არა მხარს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, 46%-მა ამ­ჯე­რად აღ­ნიშ­ნა, რომ არ უჭერს (აპ­რილ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 41%-ს შე­ად­გენ­და), 22%-მა აირ­ჩია კა­ტე­გო­რია "არ ვიცი", 2%-მა კი პა­სუხზე უარი გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც NDI-ის სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა გან­მარ­ტა, გა­მო­კი­თხუ­ლებს შე­კი­თხვის დას­მი­სას გა­ნე­მარ­ტათ, რომ ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მი­ე­რაა და­არ­სე­ბუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია აქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­კი­თხვას, რა­ტომ უჭერთ მხარს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, 31%-დან ვინც მხარს უჭერს ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას 71%-ი მი­იჩ­ნევს, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კას გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს, 40% მი­იჩ­ნევს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელს შე­უ­წყობს რუ­სეთ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლას, 35% ფიქ­რობს, რომ ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის წევ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბა­სა მო­უ­ტანს, 27%-ის აზ­რით, ეს შექ­მნის უფრო მეტ სა­მუ­შაო ად­გილს, 26% კი ფიქ­რობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გად გა­იზ­რდე­ბა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და მხო­ლოდ 7 % ასა­ხე­ლებს პო­ლი­ტი­კურ დატ­ვირ­თვას და ფიქ­რობს, რომ ეს გა­აძ­ლი­ე­რებს დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბას. ასე­ვე 2% მო­დის კა­ტე­გო­რი­ებ­ზე – "სხვა" და 3% კა­ტე­გო­რი­ა­ზე "არ ვიცი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას NDI-ის გამოკითხულთა 31 პროცენტი მხარს უჭერს

საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას NDI-ის გამოკითხულთა 31 პროცენტი მხარს უჭერს

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 31 პროცენტი მხარს უჭერს. როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, არ შეცვლილა ამ კუთხით აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში აპრილში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დაფიქსირებული მაჩვენებელი, რომელიც ასევე 31 პროცენტს შეადგენდა.

შეკითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, 46%-მა ამჯერად აღნიშნა, რომ არ უჭერს (აპრილში ეს მაჩვენებელი 41%-ს შეადგენდა), 22%-მა აირჩია კატეგორია "არ ვიცი", 2%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.

როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა განმარტა, გამოკითხულებს შეკითხვის დასმისას განემარტათ, რომ ევრაზიული კავშირი რუსეთის ფედერაციის მიერაა დაარსებული. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას ევრაზიული კავშირის შესახებ ინფორმაცია აქვს.

რაც შეეხება შეკითხვას, რატომ უჭერთ მხარს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, 31%-დან ვინც მხარს უჭერს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას 71%-ი მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს ეკონომიკას გააუმჯობესებს, 40% მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს რუსეთთან უვიზო მიმოსვლას, 35% ფიქრობს, რომ ევრაზიული კავშირის წევრობა საქართველოს უსაფრთხოებასა მოუტანს, 27%-ის აზრით, ეს შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს, 26% კი ფიქრობს, რომ აღნიშნულის შედეგად გაიზრდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობები და მხოლოდ 7 % ასახელებს პოლიტიკურ დატვირთვას და ფიქრობს, რომ ეს გააძლიერებს დემოკრატიის განვითარებას. ასევე 2% მოდის კატეგორიებზე – "სხვა" და 3% კატეგორიაზე "არ ვიცი".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."