პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთავი 2" პატრულის წინააღმდეგ სკანდალურ ვიდეომასალებს აქვეყნებს
"რუსთავი 2" პატრულის წინააღმდეგ სკანდალურ ვიდეომასალებს აქვეყნებს

პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა ლე­ი­ტე­ნან­ტმა გი­ორ­გი ბა­ბუ­ნაშ­ვილ­მა ერთ-ერთი სკან­და­ლუ­რი ჩა­ნა­წე­რის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და ახლა ევ­რო­პა­ში პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს ითხოვს. ერთ-ერთი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის მთა­ვა­რი გმი­რი სა­ხელ­მი­წ­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის ლე­ვან იზო­რია ძმაა. სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბი ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა P.S.-მა გა­ავ­რცე­ლა.

ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბი­დან, რო­მე­ლიც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა ლე­ი­ტე­ნატ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან წა­მო­ი­ღო, დგინ­დე­ბა, რომ სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი ე.წ "ნა­რუ­ში­ლოვ­კა" სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა ნა­თე­სა­ვებს და მე­გო­ბარ გო­გო­ნებს და­უ­რი­გეს, - იუ­წყე­ბა გა­და­ცე­მა.

ე.წ. "ნა­რუ­ში­ლოვ­კა" უშუ­ა­ლოდ მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით გა­ი­ცე­მა და მისი გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ ოპე­რა­ტი­ულ მუ­შა­კებს აქვთ, ისიც იმ შემ­თხვა­ში, თუ ისი­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად მი­დი­ან. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ აქვთ უფ­ლე­ბა გა­ჩხრი­კონ ან გა­ა­ჩე­რონ პირი, რო­მელ­საც ეს სა­ბუ­თი აქვთ.

ამ დო­კუ­მენ­ტით შე­საძ­ლოა, ავ­ტო­მო­ბი­ლით სა­ზღვარ­ზე გად­მო­ი­ტა­ნო ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის ნარ­კო­ტი­კე­ბი და ია­რა­ღი, ხოლო მე­სა­ზღვრეს და შსს-ს სხვა და­ნა­ყოფს ამ ავ­ტო­ბი­ლის ჩხრე­კის უფ­ლე­ბა არ აქვს, - დას­ძენს სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რი.

"რუს­თა­ვი 2"-ის ცნო­ბით, გი­ორ­გი ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლის მიერ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი იმ სკან­დლუ­რი მა­სა­ლე­ბის მხო­ლოდ ერთ ნა­წილს შე­ი­ცავს, რო­მე­ლიც გი­ორ­გი ბა­ბუ­ნაშ­ვილ­მა პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბის დროს გა­და­ი­ღო და შე­ი­ნა­ხა. სკან­და­ლურ ვი­დე­ო­ინ­ტერ­ვი­უ­ში პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი ყვე­ბა, რო­გორ იყე­ნებ­დნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის და ნა­თე­სა­ვე­ბის ქორ­წი­ლი­დან გა­მო­სუ­ლი ნას­ვა­მი მძღო­ლე­ბის სახ­ლამ­დე სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟე­ბით მი­ცი­ელ­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მინ­სიტ­როს უფ­რო­სი ლე­ი­ტენ­ტმა გი­ორ­გი ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი ყვე­ბა, რომ სა­მი­ნის­ტრო 8 თვის წინ და­ტო­ვა. გი­ორ­გი ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლის სა­პატ­რუ­ლო 305-ე ეკი­პა­ჟის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. ეს ის ეკი­პა­ჟია, რო­მე­ლიც ურჩი მძღო­ლის ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლის საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს.

სი­უ­ჟეტ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ყუ­ში­ტაშ­ვი­ლის საქ­მი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში გი­ორ­გი ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ და­ი­ბა­რა და უთხრა, რომ მე­გობ­რის ქორ­წილ­ში მა­რი­ხუ­ა­ნა მო­წია, რის გა­მოც სამ­სა­ხუ­რი­დან ათა­ვი­სუფ­ლებ­დნენ. ბა­ბუ­ნაშ­ვილს პო­ლი­ცია და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს და იმის ში­შით, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ რეპ­რე­სი­ე­ბი არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, ის სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­და, ახლა პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს ევ­რო­პა­ში ითხოვს.

"რუს­თა­ვი2" აღ­ნიშ­ნავს, რომ სკან­და­ლუ­რი ბრალ­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რის­თვის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მინ­სიტ­რო­სა და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან არც ერ­თმა უწყე­ბამ ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი არ ისურ­ვა.

rustavi2.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"რუსთავი 2" პატრულის წინააღმდეგ სკანდალურ ვიდეომასალებს აქვეყნებს

"რუსთავი 2" პატრულის წინააღმდეგ სკანდალურ ვიდეომასალებს აქვეყნებს

პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ბაბუნაშვილმა ერთ-ერთი სკანდალური ჩანაწერის შემდეგ საქართველო დატოვა და ახლა ევროპაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერის მთავარი გმირი სახელმიწფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილის ლევან იზორია ძმაა. სკანდალური კადრები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S.-მა გაავრცელა.

ვიდეომასალებიდან, რომელიც საპატრულო პოლიციის უფროსმა ლეიტენატმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან წამოიღო, დგინდება, რომ საიდუმლო დოკუმენტები ე.წ "ნარუშილოვკა" სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ნათესავებს და მეგობარ გოგონებს დაურიგეს, - იუწყება გადაცემა.

ე.წ. "ნარუშილოვკა" უშუალოდ მინისტრის ბრძანებით გაიცემა და მისი გამოყენების უფლება მხოლოდ ოპერატიულ მუშაკებს აქვთ, ისიც იმ შემთხვაში, თუ ისინი სპეციალური დავალების შესასრულებლად მიდიან. სამართალდამცველებს არ აქვთ უფლება გაჩხრიკონ ან გააჩერონ პირი, რომელსაც ეს საბუთი აქვთ.

ამ დოკუმენტით შესაძლოა, ავტომობილით საზღვარზე გადმოიტანო ყველაფერი, მათ შორის ნარკოტიკები და იარაღი, ხოლო მესაზღვრეს და შსს-ს სხვა დანაყოფს ამ ავტობილის ჩხრეკის უფლება არ აქვს, - დასძენს სიუჟეტის ავტორი.

"რუსთავი 2"-ის ცნობით, გიორგი ბაბუნაშვილის მიერ ჟურნალისტებისთვის გადაცემული იმ სკანდლური მასალების მხოლოდ ერთ ნაწილს შეიცავს, რომელიც გიორგი ბაბუნაშვილმა პოლიციაში მუშაობის დროს გადაიღო და შეინახა. სკანდალურ ვიდეოინტერვიუში პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ყვება, როგორ იყენებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები საპატრულო პოლიციას პირადი მიზნებისთვის და ნათესავების ქორწილიდან გამოსული ნასვამი მძღოლების სახლამდე საპატრულო ეკიპაჟებით მიციელბას აიძულებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს უფროსი ლეიტენტმა გიორგი ბაბუნაშვილი ყვება, რომ სამინისტრო 8 თვის წინ დატოვა. გიორგი ბაბუნაშვილის საპატრულო 305-ე ეკიპაჟის თანამშრომელი იყო. ეს ის ეკიპაჟია, რომელიც ურჩი მძღოლის ეკა ყუშიტაშვილის საქმეში ფიგურირებს.

სიუჟეტში ნათქვამია, რომ ყუშიტაშვილის საქმიდან რამდენიმე თვეში გიორგი ბაბუნაშვილი ხელმძღვანელობამ დაიბარა და უთხრა, რომ მეგობრის ქორწილში მარიხუანა მოწია, რის გამოც სამსახურიდან ათავისუფლებდნენ. ბაბუნაშვილს პოლიცია დაატოვებინეს და იმის შიშით, რომ მის წინააღმდეგ რეპრესიები არ გაგრძელებულიყო, ის საქართველოდან წავიდა, ახლა პოლიციის უფროსი ლეიტენანტი პოლიტიკურ თავშესაფარს ევროპაში ითხოვს.

"რუსთავი2" აღნიშნავს, რომ სკანდალური ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინსიტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა ტელევიზიასთან არც ერთმა უწყებამ ამ თემაზე ლაპარაკი არ ისურვა.

rustavi2.com

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."