მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ" - თინა ხიდაშელი
"არის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ" - თინა ხიდაშელი

თუ ვარ­შა­ვის სა­მიტ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­სი­კე­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს არ მი­ი­ღე­ბენ, არის იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ქარ­თულ პარ­ლა­მენ­ტში პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ გა­დამ­წყვე­ტი ხმის უფ­ლე­ბით, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა BBC-ის გა­და­ცე­მა "HARDtalk"-ში გა­ნა­ცხა­და. რო­გორც თინა ხი­და­შელ­მა აღ­ნიშ­ნულ კონ­ტექ­სტში გან­მარ­ტა, ვარ­შა­ვის სა­მიტს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

"ვარ­შა­ვის სა­მიტს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რად­გან მას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 2016 წელს და­გეგ­მი­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ემ­თხვე­ვა. თუ ვარ­შა­ვის სა­მიტ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­სი­კე­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს არ მი­ი­ღე­ბენ, არის იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ქარ­თულ პარ­ლა­მენ­ტში პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ გა­დამ­წყვე­ტი ხმის უფ­ლე­ბით. ეს მო­ლო­დი­ნი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს და ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვე­ბიც ამა­ზე მი­ა­ნიშ­ნე­ბენ. ეს არის დე­მოკ­რა­ტია, თუმ­ცა წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვენ არ ვკრძა­ლავთ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და არ ვი­ჭერთ პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს", - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე რუ­სე­თის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ისა­უბ­რა და ხაზი გა­უს­ვა, რომ რუ­სე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ მცო­ცავ ანექ­სი­ას. თინა ხი­და­შე­ლის თქმით, დღეს და ხვალ არ არ­სე­ბობს 2008 წლის გან­მე­ო­რე­ბის საფრ­თხე, თუმ­ცა, თუ მსოფ­ლიო სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­შიც ისე­თი­ვე სი­სუს­ტეს გა­მო­ი­ჩენს, რო­გორც ეს უკ­რა­ი­ნა­ში გა­ა­კე­თა, მა­შინ წა­ა­ქე­ზებს რუ­სეთს აგ­რე­სი­ულ ნა­ბი­ჯე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ.

"რუ­სე­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს არა­მარ­ტო აფორ­მებს ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­თან და აფხა­ზეთ­თან, მათ 6000-კა­ცი­ა­ნი სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რე­ბი ჰყავს გან­თავ­სე­ბუ­ლი ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რომ­ლე­ბიც თით­ქმის ყო­ველ დღე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს იტა­ცე­ბენ. გლეხს, რო­მე­ლიც ტყე­ში სო­კოს მო­საგ­რო­ვებ­ლად მი­დის, რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი იტა­ცე­ბენ. 24, 48 ან 72 სა­ა­თის შემ­დეგ, იმის­და მი­ხედ­ვით, თუ რო­გორ ხა­სი­ათ­ზე იმ­ყო­ფე­ბა რუსი სამ­ხედ­რო, მათ უკან აბ­რუ­ნე­ბენ. რუ­სე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ გლე­ხებს სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თის გამო აკა­ვე­ბენ და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მის გა­დახ­დის შემ­დეგ ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ.

გარ­და ამი­სა, რუ­სე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ მცო­ცავ ანექ­სი­ას. რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ არ არ­სე­ბობს 2008 წლის გან­მე­ო­რე­ბის საფრ­თხე. თუმ­ცა, თუ მსოფ­ლიო სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­შიც ისე­თი­ვე სი­სუს­ტეს გა­მო­ი­ჩენს, რო­გორც ეს უკ­რა­ი­ნა­ში გა­ა­კე­თა, თუ მსოფ­ლიო ხელს არ შე­უშ­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ექ­სპან­სი­ას, მა­შინ წა­ა­ქე­ზებს რუ­სეთს აგ­რე­სი­ულ ნა­ბი­ჯე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ", - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა. რაც შე­ე­ხე­ბა შე­კი­თხვას, ის, რო­გორც თავ­დაც­ვის სის­ტე­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რას გა­ა­კე­თებს ომის გა­ნახ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ხი­და­შე­ლის თქმით, აგ­რე­სი­ის შემ­თხვე­ვა­ში ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია, გმი­რე­ბად და­ვი­ღუ­პოთ.

"აგ­რე­სი­ის შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი გვრჩე­ბა: გმი­რე­ბად და­ვი­ღუ­პოთ. თუმ­ცა, მა­ინც არ­სე­ბობს კი­თხვე­ბი. შე­უძ­ლია თუ არა მსოფ­ლი­ოს რამე და­დე­ბი­თის გა­კე­თე­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს არ იქ­ნე­ბა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს ტრა­გე­დია. რუ­სეთს შერ­ჩა 2008 წლის სა­ქარ­თვე­ლოს მოვ­ლე­ნე­ბი და შემ­დეგ მი­ვი­ღეთ უკ­რა­ი­ნა. თუ ახლა რუ­სეთს შერ­ჩე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო­ბა და თუ ნატო მკა­ფი­ოდ არ გა­ნა­ცხა­დებს, რომ ისი­ნი არ შე­ე­გუ­ე­ბი­ან მსგავს ფაქ­ტებს, რუ­სე­თი არ შე­ჩერ­დე­ბა", - გან­მარ­ტა თინა ხი­და­შელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო არ თხოვს ნა­ტოს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ინ­ტერ­ვენ­ცია რუ­სეთ­ში, "მან, უბ­რა­ლოდ, შე­მა­კა­ვებ­ლის ფუნ­ქცია უნდა შე­ას­რუ­ლოს". "ნატო უნდა გა­ფარ­თოვ­დეს, რად­გან გა­მოც­დი­ლე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, რომ სა­დაც ნატო შე­დის, იქ ომი აღარ ხდე­ბა", - დას­ძი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

"არის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ" - თინა ხიდაშელი

"არის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ" - თინა ხიდაშელი

თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, არის იმის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ გადამწყვეტი ხმის უფლებით, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა BBC-ის გადაცემა "HARDtalk"-ში განაცხადა. როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნულ კონტექსტში განმარტა, ვარშავის სამიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

"ვარშავის სამიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგან მას ჩვენს ქვეყანაში 2016 წელს დაგეგმილი არჩევნები ემთხვევა. თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, არის იმის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ გადამწყვეტი ხმის უფლებით. ეს მოლოდინი ნამდვილად არსებობს და ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვებიც ამაზე მიანიშნებენ. ეს არის დემოკრატია, თუმცა წინამორბედებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვკრძალავთ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში და არ ვიჭერთ პოლიტიკურ ოპონენტებს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ რუსები ყოველდღიურად ახორციელებენ მცოცავ ანექსიას. თინა ხიდაშელის თქმით, დღეს და ხვალ არ არსებობს 2008 წლის განმეორების საფრთხე, თუმცა, თუ მსოფლიო საქართველოს შემთხვევაშიც ისეთივე სისუსტეს გამოიჩენს, როგორც ეს უკრაინაში გააკეთა, მაშინ წააქეზებს რუსეთს აგრესიულ ნაბიჯების განხორციელებისკენ.

"რუსეთი ხელშეკრულებებს არამარტო აფორმებს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, მათ 6000-კაციანი საოკუპაციო ჯარები ჰყავს განთავსებული ამ ტერიტორიაზე, რომლებიც თითქმის ყოველ დღე საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ. გლეხს, რომელიც ტყეში სოკოს მოსაგროვებლად მიდის, რუსი ჯარისკაცები იტაცებენ. 24, 48 ან 72 საათის შემდეგ, იმისდა მიხედვით, თუ როგორ ხასიათზე იმყოფება რუსი სამხედრო, მათ უკან აბრუნებენ. რუსები განმარტავენ, რომ გლეხებს საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო აკავებენ და ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.

გარდა ამისა, რუსები ყოველდღიურად ახორციელებენ მცოცავ ანექსიას. რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ არ არსებობს 2008 წლის განმეორების საფრთხე. თუმცა, თუ მსოფლიო საქართველოს შემთხვევაშიც ისეთივე სისუსტეს გამოიჩენს, როგორც ეს უკრაინაში გააკეთა, თუ მსოფლიო ხელს არ შეუშლის თავისუფლების ექსპანსიას, მაშინ წააქეზებს რუსეთს აგრესიულ ნაბიჯების განხორციელებისკენ", - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. რაც შეეხება შეკითხვას, ის, როგორც თავდაცვის სისტემის ხელმძღვანელი, რას გააკეთებს ომის განახლების შემთხვევაში, ხიდაშელის თქმით, აგრესიის შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია, გმირებად დავიღუპოთ.

"აგრესიის შემთხვევაში ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვრჩება: გმირებად დავიღუპოთ. თუმცა, მაინც არსებობს კითხვები. შეუძლია თუ არა მსოფლიოს რამე დადებითის გაკეთება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს არ იქნება მარტო საქართველოს ტრაგედია. რუსეთს შერჩა 2008 წლის საქართველოს მოვლენები და შემდეგ მივიღეთ უკრაინა. თუ ახლა რუსეთს შერჩება უკრაინაში განხორციელებული უკანონობა და თუ ნატო მკაფიოდ არ განაცხადებს, რომ ისინი არ შეეგუებიან მსგავს ფაქტებს, რუსეთი არ შეჩერდება", - განმარტა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, საქართველო არ თხოვს ნატოს განახორციელოს ინტერვენცია რუსეთში, "მან, უბრალოდ, შემაკავებლის ფუნქცია უნდა შეასრულოს". "ნატო უნდა გაფართოვდეს, რადგან გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სადაც ნატო შედის, იქ ომი აღარ ხდება", - დასძინა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."