საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაში დაიხარჯა ბიუჯეტის 95 ათასი ლარი - კალაძის ცოლის ძმამ შაორის ახალგაზრდული ბანაკის დეტალური ხარჯთაღრიცხვა წარადგინა
რაში დაიხარჯა ბიუჯეტის 95 ათასი ლარი - კალაძის ცოლის ძმამ შაორის ახალგაზრდული ბანაკის დეტალური ხარჯთაღრიცხვა წარადგინა

გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, გი­ორ­გი არე­ში­ძემ შა­ო­რის ახალ­გაზ­რდუ­ლი ბა­ნა­კის და­ნა­ხარ­ჯე­ბის დე­ტა­ლუ­რი ან­გარ­ში წა­რად­გი­ნა:

ბა­ნა­კი, რო­მე­ლიც 20 აგ­ვის­ტო­დან 10 სე­ტექმბარმ­დე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და ბი­უ­ჯეტს 95 ათა­სი ლარი და­უჯ­და. ად­გილ­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი 52 623 ლარი დაჯ­და.

მო­ე­წყო 20 კო­ტე­ჯი, სა­სა­დი­ლო, ბუნ­გა­ლო და ფან­ჩა­ტუ­რი, ასე­ვე სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი, სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი და ბა­ნა­კის გარე პე­რი­მეტ­რი. შა­ო­რის ბა­ნა­კის­თვის ინ­ვენ­ტა­რის შე­სა­ძე­ნად 62 715 ლარი და­ი­ხარ­ჯა.

არე­ში­ძე გან­მარ­ტავს, რომ მოხ­და 130 ორ-სარ­თუ­ლი­ა­ნი ხის სა­წო­ლის შე­ძე­ნა (ერ­თე­უ­ლის ფასი 220 ლარი) , 260 მატ­რა­სის (ერ­თე­უ­ლის ფასი 60 ლარი), 260 ბა­ლი­შის (ერ­თე­უ­ლის ფასი 5 ლარი), 260 საბ­ნის (ერ­თე­უ­ლის ფასი 22 ლარი) 20 ხის მა­გი­დის (ერ­თე­უ­ლის ფასი 62,5 ლარი), 40 ხის სკა­მის (ერ­თე­უ­ლის ფასი 20 ლარი), 50 პუ­ფის (ერ­თე­უ­ლის ფასი 30 ლარი), სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რის­თვის სულ 7845 ლარი და­ი­ხარ­ჯა, ასე­ვე დამ­ზად­და ერთი ბა­ნა­კის დრო­შა, რო­მე­ლიც 100 ლარი დაჯ­და.

არე­ში­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ნა­კის მომ­სა­ხუ­რე­ბის ხარ­ჯმა 108 152 ლარი შე­ად­გი­ნა. დამ­ზად­და 1500 ბრენ­დი­რე­ბუ­ლი მა­ი­სუ­რი, 1000 ბრენ­დი­რე­ბუ­ლი კეპი, ასე­ვე ამ ხარ­ჯებ­ში შე­დის, ინ­ტერ­ნეტ მომ­სა­ხუ­რე­ბა, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და­სუფ­თა­ვე­ბა, დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, 1 ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, 2 კო­ორ­დი­ნა­ტო­რი, 9 ლი­დე­რი, 4 ტრე­ნე­რი, 5 ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი, 2 ფო­ტოგ­რა­ფი და 2 ექი­მის მომ­სა­ხუ­რე­ბა.

რო­გორც გი­ორ­გი არე­ში­ძე გან­მარ­ტავს, შა­ო­რის ბა­ნაკ­ში კვე­ბის­თვის 70 000 ლარი და­ი­ხარ­ჯა. მისი თქმით, ერთი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის დღი­უ­რი რა­ცი­ო­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 14 ლარს შე­ად­გენ­და.

ბა­ნაკ­მა პირ­ველ ნა­კად­ში 198 ბე­ნე­ფი­ცი­არს, მე­ო­რე ნა­კად­ში 202 ბე­ნე­ფი­ცი­არს, მე­სა­მე ნა­კად­ში 200, ხოლო მე­ო­თხე ნა­კად­ში 204 ბე­ნე­ფი­ცი­არს უმას­პინ­ძლა.

ბა­ნა­კის გახ­სნა და­ხურ­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის ხარ­ჯე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ნა­წილ­და 20 აგ­ვის­ტო­დან 10 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით გახ­მო­ვა­ნე­ბის აპა­რა­ტუ­რა, ტექ­ნო­კო­სი, 2 მიკრო­ფო­ნი, ხმის მიქ­შე­რი, სცე­ნა, გა­ნა­თე­ბის ფერ­მა და გა­და­ხურ­ვა 30 087,5 ლარი დაჯ­და. ფოტო/ვი­დეო გა­და­ღე­ბა 5 წუ­თი­ა­ნი სა­რეკ­ლა­მო რგო­ლი, პრო­მო ვი­დეო (2 წუთი) ფო­ტო­ე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა - 11 875 ლარი; მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბე­ბი და დი­ჯე­ის მომ­სა­ხუ­რე­ბა 2 750 ლარი, ხოლო ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის შე­ძე­ნი­ლი იქნა 2000 ცალი ბუშ­ტი რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 200 ლარი შე­ად­გი­ნა.

რო­გორც არე­ში­ძე აცხა­დებს, სცე­ნის გან­თე­ბა­სა და ლა­ზერ შო­უ­ში 7500 ლარი გა­და­ი­ხა­დეს, სცე­ნის­თვის შად­რე­ვა­ნი ფო­ი­ერ­ვერ­კი 750 ლარი, კონ­ფე­ტი 360 ლარი, ფო­ი­ერ­ვერ­კი 4 000 ლარი დაჯ­და.

მუ­სი­კა­ლურ ჯგუ "გუფი ლენ­დს" სა­ათ­ნა­ხევ­რი­ა­ნი კონ­ცერ­ტის­თვის 5 ათა­სი ლარი გა­და­უ­ხა­დეს, ხოლო მუ­სი­კა­ლურ ჯგუ "ბანს" სა­ათ­ნა­ხევ­რი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვი 4 125 ლარი მის­ცეს. 3 წამ­ყვან­მა, რო­მელ­ბიც და­ხურ­ვი­სა და გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბას უძღვე­ბოდ­ნენ 7500 ლარი აი­ღეს, ცე­რე­მო­ნი­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფის ანა­ზღა­უ­რე­ბამ კი 5900 ლარი შე­ად­გი­ნა.

გი­ორ­გი არე­ში­ძემ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მას შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რაც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მე­დი­ა­ტო­რის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გიგი კუბ­ლაშ­ვილ­მა იგი თან­ხე­ბის უკა­ნო­ნო ხარ­ჯვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და ბა­ნა­კის მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის მისი მე­გობ­რის აი­პის­თვის თან­ხის უკა­ნო­ნო გა­და­რი­ცხვა­ში დას­დო ბრა­ლი. კუბ­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ გი­ორ­გი არე­ში­ძის სამ­სა­ხურს შე­ეძ­ლო ბა­ნა­კის სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის მე­რი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი აიპი სამ­სა­ხუ­რის მომ­სა­ხუ­რე­ბით ესარ­გებ­ლა. ამას­თან, არე­ში­ძემ გან­მარ­ტა, რომ მის მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი უსა­ფუძ­ვლოა და მისი ოჯა­ხის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ისა­ხავს მიზ­ნად.

თეა ბი­თა­ძე

ambebi.ge

რაში დაიხარჯა ბიუჯეტის 95 ათასი ლარი - კალაძის ცოლის ძმამ შაორის ახალგაზრდული ბანაკის დეტალური ხარჯთაღრიცხვა წარადგინა

რაში დაიხარჯა ბიუჯეტის 95 ათასი ლარი - კალაძის ცოლის ძმამ შაორის ახალგაზრდული ბანაკის დეტალური ხარჯთაღრიცხვა წარადგინა

განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი არეშიძემ შაორის ახალგაზრდული ბანაკის დანახარჯების დეტალური ანგარში წარადგინა:

ბანაკი, რომელიც 20 აგვისტოდან 10 სეტექმბარმდე ფუნქციონირებდა ბიუჯეტს 95 ათასი ლარი დაუჯდა. ადგილზე შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები 52 623 ლარი დაჯდა.

მოეწყო 20 კოტეჯი, სასადილო, ბუნგალო და ფანჩატური, ასევე სველი წერტილები, სპორტული მოედნები და ბანაკის გარე პერიმეტრი. შაორის ბანაკისთვის ინვენტარის შესაძენად 62 715 ლარი დაიხარჯა.

არეშიძე განმარტავს, რომ მოხდა 130 ორ-სართულიანი ხის საწოლის შეძენა (ერთეულის ფასი 220 ლარი) , 260 მატრასის (ერთეულის ფასი 60 ლარი), 260 ბალიშის (ერთეულის ფასი 5 ლარი), 260 საბნის (ერთეულის ფასი 22 ლარი) 20 ხის მაგიდის (ერთეულის ფასი 62,5 ლარი), 40 ხის სკამის (ერთეულის ფასი 20 ლარი), 50 პუფის (ერთეულის ფასი 30 ლარი), სპორტული ინვენტარისთვის სულ 7845 ლარი დაიხარჯა, ასევე დამზადდა ერთი ბანაკის დროშა, რომელიც 100 ლარი დაჯდა.

არეშიძის ინფორმაციით, ბანაკის მომსახურების ხარჯმა 108 152 ლარი შეადგინა. დამზადდა 1500 ბრენდირებული მაისური, 1000 ბრენდირებული კეპი, ასევე ამ ხარჯებში შედის, ინტერნეტ მომსახურება, ტრანსპორტირება დასუფთავება, დაცვის მომსახურება მედიკამენტები, 1 ადმინისტრატორი, 2 კოორდინატორი, 9 ლიდერი, 4 ტრენერი, 5 ტექნიკური პერსონალი, 2 ფოტოგრაფი და 2 ექიმის მომსახურება.

როგორც გიორგი არეშიძე განმარტავს, შაორის ბანაკში კვებისთვის 70 000 ლარი დაიხარჯა. მისი თქმით, ერთი ბენეფიციარის დღიური რაციონის ღირებულება 14 ლარს შეადგენდა.

ბანაკმა პირველ ნაკადში 198 ბენეფიციარს, მეორე ნაკადში 202 ბენეფიციარს, მესამე ნაკადში 200, ხოლო მეოთხე ნაკადში 204 ბენეფიციარს უმასპინძლა.

ბანაკის გახსნა დახურვის ღონისძიებებისთვის ხარჯები შემდეგნაირად გადანაწილდა 20 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გახმოვანების აპარატურა, ტექნოკოსი, 2 მიკროფონი, ხმის მიქშერი, სცენა, განათების ფერმა და გადახურვა 30 087,5 ლარი დაჯდა. ფოტო/ვიდეო გადაღება 5 წუთიანი სარეკლამო რგოლი, პრომო ვიდეო (2 წუთი) ფოტოების დამუშავება - 11 875 ლარი; მუსიკალური გაფორმებები და დიჯეის მომსახურება 2 750 ლარი, ხოლო ღონისძიებისთვის შეძენილი იქნა 2000 ცალი ბუშტი რომელთა ღირებულებამ 200 ლარი შეადგინა.

როგორც არეშიძე აცხადებს, სცენის განთებასა და ლაზერ შოუში 7500 ლარი გადაიხადეს, სცენისთვის შადრევანი ფოიერვერკი 750 ლარი, კონფეტი 360 ლარი, ფოიერვერკი 4 000 ლარი დაჯდა.

მუსიკალურ ჯგუ "გუფი ლენდს" საათნახევრიანი კონცერტისთვის 5 ათასი ლარი გადაუხადეს, ხოლო მუსიკალურ ჯგუ "ბანს" საათნახევრიანი მომსახურებისთვი 4 125 ლარი მისცეს. 3 წამყვანმა, რომელბიც დახურვისა და გახსნის ღონისძიებას უძღვებოდნენ 7500 ლარი აიღეს, ცერემონიის საორგანიზაციო ჯგუფის ანაზღაურებამ კი 5900 ლარი შეადგინა.

გიორგი არეშიძემ აღნიშნული მონაცემები მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" დამფუძნებელმა გიგი კუბლაშვილმა იგი თანხების უკანონო ხარჯვაში დაადანაშაულა და ბანაკის მომსახურებისთვის მისი მეგობრის აიპისთვის თანხის უკანონო გადარიცხვაში დასდო ბრალი. კუბლაშვილი აცხადებს, რომ გიორგი არეშიძის სამსახურს შეეძლო ბანაკის სამუშაოებისთვის მერიაში არსებული აიპი სამსახურის მომსახურებით ესარგებლა. ამასთან, არეშიძემ განმარტა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

თეა ბითაძე

ambebi.ge

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."