"ყველამ მაგინა, რას არ მოვსწრებივარ, მაგრამ ისეთი აგრესია ჯერ არ მახსოვს" - რა მოხდა ზურაბიშვილის ირონიული სტატისის გამო
"ყველამ მაგინა, რას არ მოვსწრებივარ, მაგრამ ისეთი აგრესია ჯერ არ მახსოვს" - რა მოხდა ზურაბიშვილის ირონიული სტატისის გამო

მას შემ­დეგ, რაც თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­მა პრე­ზი­დენ­ტი მარ­გე­ლაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში და­მამ­ცი­რე­ბე­ლი სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნია, სამ­თავ­რო­ბო გუნ­დი­დან პირ­ვე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც მისი გან­ცხა­დე­ბა დაგ­მეს, "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" იყ­ვნენ; მათ შო­რის თინა ხი­და­შე­ლი და და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო მან დიდი აგ­რე­სია მი­ი­ღო.

"ქალ­ბა­ტო­ნე­ბო და ბა­ტო­ნე­ბო, ფრენ­დე­ბო, ფო­ლო­უ­ე­რე­ბო და სრუ­ლი­ად იუ­ზე­რე­ბო ფა­ცე­ბუ­კი­სა.

2009 წლი­დან ვარ ამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბე­ლი. რა არ მი­ნა­ხავს და რას არ მოვსწრე­ბი­ვარ ამ ხნის მან­ძილ­ზე, მაგ­რამ ისე­თი აგ­რე­სია, რაც მი­ვი­ღე ბ-ნ მე­ჭი­ა­უ­რის მი­მართ გა­მოთ­ქმუ­ლი ირო­ნი­უ­ლი სტა­ტუ­სის გამო, ნამ­დვი­ლად არ მახ­სოვს.

პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლამ მა­გი­ნა.

ნაც­მოძ­რა­ო­ბის მომ­ხრე­ებ­მა მა­გი­ნეს, მე­ჭი­ა­უ­რი გულ­წრფე­ლი მა­ინ­ცაა, შენ კი კაი ბი­ჭო­ბას თა­მა­შობ, ხოლო სი­ნამ­დვი­ლე­ში ოლი­გარ­ქს მი­ყი­დუ­ლი უპ­რინ­ცი­პო ქოცი ხარო.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე­ებ­მა უფრო მრა­ვალ­ფე­როვ­ნად მა­გი­ნეს.

კერ­ძოდ იყ­ვნენ ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბობ­დნენ, მე­ჭი­ა­უ­რი კა­ცია და სი­მარ­თლე თქვა, შენ კი­დევ ამე­რი­კის მონა, სო­რო­სე­ლი და ფა­რუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლი ხარო. აგ­რეთ­ვე ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბობ­დნენ, რა გა­ა­ჭი­რეთ ამ გა­მოხ­ტო­მე­ბით საქ­მე, ან გა­დით კო­ა­ლი­ცი­ი­დან ან და­ყენ­დი­თო. და ბო­ლოს იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ­ბობ­დნენ, მე­ჭი­ა­უ­რი შე­იძ­ლე­ბა ვერ ლა­პა­რა­კობს მთლად ცი­ცე­რო­ნი­ვით, მაგ­რამ შენ უა­რე­სი ხარ, რა­ხან აკ­რი­ტი­კებ მტრის (ანუ ნა­ცე­ბის) გუ­ლის გა­სა­ხა­რა­დო.

ერ­თა­დერ­თი, რაც სა­მი­ვე ჯგუფს აერ­თი­ა­ნებ­და, იყო თე­ზი­სი, რომ ერთი ბი­ძი­ნა არ ყო­ფი­ლი­ყო, გნა­ხავ­დით ამ სამპრო­ცენ­ტი­ან რეს­პუბ­ლი­კე­ლებს ვინ გა­ღირ­სებ­დათ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­სო. პრინ­ციპ­ში ამ მო­საზ­რე­ბას ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბიც იზი­ა­რებ­დნენ, ოღონდ იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ სა­ხელს "ბი­ძი­ნა" მათ­თვის ცალ­სა­ხად უარ­ყო­ფი­თი დატ­ვირ­თვა აქვს. :)

ასე­ვე მა­გი­ნეს ვი­ღაც გა­ურ­კვე­ვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­ტი­ის მქო­ნე ტი­პებ­მა, ძი­რი­თა­დად ლა­თი­ნუ­რი შრიფ­ტით რომ წე­რენ და თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რის­გან ვერ გა­ურ­ჩე­ვი­ათ. ეჭვი მაქვს ლე­ი­ბო­რის­ტე­ბის ამომ­რჩევ­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ. :)

ე. წ. შუ­ა­შის­ტებს არ ვუ­გი­ნე­ბი­ვარ (ამის­თვის ისი­ნი საკ­მა­ოდ კულ­ტუ­რუ­ლე­ბი არი­ან), თუმ­ცა პა­ტა­რა წკი­პურ­ტე­ბი მათ­გა­ნაც წა­მო­ვი­და: შენ აქ ღლი­ცი­ნებ და პარ­ლა­მენ­ტში კი შე­ნი­ა­ნე­ბი მე­ჭი­ა­ურ­თან ერ­თად ძლე­ვენ პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტო­სო.

მარ­თა­ლი გი­თხრათ, ცოტა გა­მიკ­ვირ­და კი­დეც მა­გი­ნე­ბელ­თა ასე­თი სიმ­რავ­ლე, რად­გან პრინ­ციპ­ში არ ვარ მე აგ­რე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და არც პი­როვ­ნუ­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფა მჩვე­ვია ვინ­მე­სი მისი პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­ტი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მაგ­რამ ფაქ­ტია, მა­გი­ნეს. თან ბევ­რმა.

და მა­ინც, ქალ­ბა­ტო­ნე­ბი და ბა­ტო­ნე­ბო, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ და­რე­გის­ტრი­რე­ბი­დან დღემ­დე იშ­ვი­ა­თად მი­მი­ღია იმ­დე­ნი "ლა­ი­ქი", რამ­დე­ნიც მი­ვი­ღე ამ სტა­ტუ­სის გამო.

და ესეც ფაქ­ტია.

დას­კვნა: ვინც ხმა­მაღ­ლა ყვი­რის, ის ხში­რად სუ­ლაც არაა უმ­რავ­ლე­სობს", - და­წე­რა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუქ­ზე".

და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უპა­სუ­ხოდ არც თა­მაზ მე­ჭი­ა­ურს და­უ­ტო­ვე­ბია. მე­ჭი­ა­ურ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რი­სას ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "შავ ლა­ქად" მო­იხ­სე­ნია.

ნა­ხეთ| მე­ჭი­ა­უ­რი კვლავ "ფორ­მა­შია" - დე­პუ­ტატ­მა ამ­ჯე­რად და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი შე­უ­რა­ცხყო და შავი ლაქა უწო­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

"ყველამ მაგინა, რას არ მოვსწრებივარ, მაგრამ ისეთი აგრესია ჯერ არ მახსოვს" - რა მოხდა ზურაბიშვილის ირონიული სტატისის გამო

"ყველამ მაგინა, რას არ მოვსწრებივარ, მაგრამ ისეთი აგრესია ჯერ არ მახსოვს" - რა მოხდა ზურაბიშვილის ირონიული სტატისის გამო

მას შემდეგ, რაც თამაზ მეჭიაურმა პრეზიდენტი მარგელაშვილი პარლამენტში დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენია, სამთავრობო გუნდიდან პირველები, რომლებმაც მისი განცხადება დაგმეს, "რესპუბლიკელები" იყვნენ; მათ შორის თინა ხიდაშელი და დავით ზურაბიშვილი. დავით ზურაბიშვილის თქმით, მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო მან დიდი აგრესია მიიღო.

"ქალბატონებო და ბატონებო, ფრენდებო, ფოლოუერებო და სრულიად იუზერებო ფაცებუკისა.

2009 წლიდან ვარ ამ სოციალური ქსელის მომხმარებელი. რა არ მინახავს და რას არ მოვსწრებივარ ამ ხნის მანძილზე, მაგრამ ისეთი აგრესია, რაც მივიღე ბ-ნ მეჭიაურის მიმართ გამოთქმული ირონიული სტატუსის გამო, ნამდვილად არ მახსოვს.

პრაქტიკულად ყველამ მაგინა.

ნაცმოძრაობის მომხრეებმა მაგინეს, მეჭიაური გულწრფელი მაინცაა, შენ კი კაი ბიჭობას თამაშობ, ხოლო სინამდვილეში ოლიგარქს მიყიდული უპრინციპო ქოცი ხარო.

ხელისუფლების მომხრეებმა უფრო მრავალფეროვნად მაგინეს.

კერძოდ იყვნენ ისეთები, რომლებიც ამბობდნენ, მეჭიაური კაცია და სიმართლე თქვა, შენ კიდევ ამერიკის მონა, სოროსელი და ფარული ნაციონალი ხარო. აგრეთვე ისეთები, რომლებიც ამბობდნენ, რა გააჭირეთ ამ გამოხტომებით საქმე, ან გადით კოალიციიდან ან დაყენდითო. და ბოლოს იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ, მეჭიაური შეიძლება ვერ ლაპარაკობს მთლად ციცერონივით, მაგრამ შენ უარესი ხარ, რახან აკრიტიკებ მტრის (ანუ ნაცების) გულის გასახარადო.

ერთადერთი, რაც სამივე ჯგუფს აერთიანებდა, იყო თეზისი, რომ ერთი ბიძინა არ ყოფილიყო, გნახავდით ამ სამპროცენტიან რესპუბლიკელებს ვინ გაღირსებდათ თანამდებობებსო. პრინციპში ამ მოსაზრებას ნაციონალებიც იზიარებდნენ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სახელს "ბიძინა" მათთვის ცალსახად უარყოფითი დატვირთვა აქვს. :)

ასევე მაგინეს ვიღაც გაურკვეველი პოლიტიკური სიმპატიის მქონე ტიპებმა, ძირითადად ლათინური შრიფტით რომ წერენ და თამაზ მეჭიაური ნუგზარ წიკლაურისგან ვერ გაურჩევიათ. ეჭვი მაქვს ლეიბორისტების ამომრჩევლები უნდა იყვნენ. :)

ე. წ. შუაშისტებს არ ვუგინებივარ (ამისთვის ისინი საკმაოდ კულტურულები არიან), თუმცა პატარა წკიპურტები მათგანაც წამოვიდა: შენ აქ ღლიცინებ და პარლამენტში კი შენიანები მეჭიაურთან ერთად ძლევენ პრეზიდენტის ვეტოსო.

მართალი გითხრათ, ცოტა გამიკვირდა კიდეც მაგინებელთა ასეთი სიმრავლე, რადგან პრინციპში არ ვარ მე აგრესიული ადამიანი და არც პიროვნული შეურაცხყოფა მჩვევია ვინმესი მისი პოლიტიკური სიმპატიების მიუხედავად, მაგრამ ფაქტია, მაგინეს. თან ბევრმა.

და მაინც, ქალბატონები და ბატონებო, მიუხედავად ამისა, მაინც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დარეგისტრირებიდან დღემდე იშვიათად მიმიღია იმდენი "ლაიქი", რამდენიც მივიღე ამ სტატუსის გამო.

და ესეც ფაქტია.

დასკვნა: ვინც ხმამაღლა ყვირის, ის ხშირად სულაც არაა უმრავლესობს", - დაწერა ზურაბიშვილმა "ფეისბუქზე".

დავით ზურაბიშვილი უპასუხოდ არც თამაზ მეჭიაურს დაუტოვებია. მეჭიაურმა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ზურაბიშვილი "შავ ლაქად" მოიხსენია.

ნახეთ| მეჭიაური კვლავ "ფორმაშია" - დეპუტატმა ამჯერად დავით ზურაბიშვილი შეურაცხყო და შავი ლაქა უწოდა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."