პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მზად ვართ, საქმე პროკურატურას გადავცეთ გამოსაძიებლად" - ვახტანგ გომელაური
"მზად ვართ, საქმე პროკურატურას გადავცეთ გამოსაძიებლად" - ვახტანგ გომელაური

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს, მო­ქა­ლა­ქე ლიკა კი­კი­ა­ნის საქ­მე გა­მო­სა­ძი­ებ­ლად პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­და­ე­ცეს.

რო­გორც გო­მე­ლა­ურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს მთავ­რო­ბის დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, იცავს რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ასე­ვე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბას. თუმ­ცა, თუ რო­მე­ლი­მე პო­ლი­ცი­ელ­მა და­არ­ღვია კა­ნო­ნი და გა­და­ა­მე­ტა თა­ვის უფ­ლე­ბებს, ის უმ­კაც­რე­სად და­ის­ჯე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, რა­ტომ არ იყო ამო­ღე­ბუ­ლი კუს ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ერთ-ერთი ვი­დე­ო­კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი, რა­ზეც კი­კი­ანს აქვს პრე­ტენ­ზია, გო­მე­ლა­უ­რი პა­სუ­ხობს, რომ დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ არის.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ მოკ­ვლე­ვა და­ამ­თავ­რა, მე ვთხო­ვე მათ, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ ეს მოკ­ვლე­ვა. დე­ტა­ლებ­ში არ შე­ვალ, თუ რა­ტომ არ ამო­ი­ღეს ესა თუ ის ჩა­ნა­წე­რი. ალ­ბათ სა­ჭი­როდ არ ჩათ­ვა­ლა გე­ნინ­სპექ­ცი­ამ ან არ იყო იქ მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი, შე­იძ­ლე­ბა ვერ ხე­დავ­და კა­მე­რა. ვერ გე­ტყვით ამ დე­ტა­ლებს. თუ რა­ი­მე კი­თხვე­ბი არ­სე­ბობს და ეჭ­ვე­ბი, რომ მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლად იქნა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნინ­სპექ­ცი­ის მიერ საქ­მე, ჩვენ მზად ვართ, საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­დავ­ცეთ გა­მო­სა­ძი­ებ­ლად", - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"მზად ვართ, საქმე პროკურატურას გადავცეთ გამოსაძიებლად" - ვახტანგ გომელაური

"მზად ვართ, საქმე პროკურატურას გადავცეთ გამოსაძიებლად" - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მზადყოფნას გამოთქვამს, მოქალაქე ლიკა კიკიანის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცეს.

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, იცავს როგორც მოქალაქეების, ასევე პოლიციელების უფლებას. თუმცა, თუ რომელიმე პოლიციელმა დაარღვია კანონი და გადაამეტა თავის უფლებებს, ის უმკაცრესად დაისჯება.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ იყო ამოღებული კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან ერთ-ერთი ვიდეოკამერის ჩანაწერები, რაზეც კიკიანს აქვს პრეტენზია, გომელაური პასუხობს, რომ დეტალების შესახებ ინფორმირებული არ არის.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაამთავრა, მე ვთხოვე მათ, რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინათ ეს მოკვლევა. დეტალებში არ შევალ, თუ რატომ არ ამოიღეს ესა თუ ის ჩანაწერი. ალბათ საჭიროდ არ ჩათვალა გენინსპექციამ ან არ იყო იქ მომხდარი ინციდენტი, შეიძლება ვერ ხედავდა კამერა. ვერ გეტყვით ამ დეტალებს. თუ რაიმე კითხვები არსებობს და ეჭვები, რომ მიკერძოებულად იქნა გამოძიებული შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის მიერ საქმე, ჩვენ მზად ვართ, საქმე პროკურატურას გადავცეთ გამოსაძიებლად", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."