საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ: რას გეგმავს ღარიბაშვილი
პრემიერი ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ: რას გეგმავს ღარიბაშვილი

მე, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რათა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში გა­კეთ­დეს ჩა­ნა­წე­რი, რომ ქორ­წი­ნე­ბა და ოჯა­ხი არის ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ერ­თო­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­ზეთ "ასა­ვალ-და­სა­ვალ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს. მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სწო­რედ ჩვენს სარ­წმუ­ნო­ე­ბა­სა და ოჯა­ხის ინ­სტი­ტუტ­ზე დგას.

"რაზე დგას ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო? - ჩვენს სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე, რა­მაც დღემ­დე მოგ­ვიყ­ვა­ნა და ოჯა­ხის ინ­სტი­ტუტ­ზე, რა­საც თა­ნა­მედ­რო­ვე, ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო უნდა და­ე­უ­ფუძნოს. ოჯახს მე­ო­რე ტა­ძარს უწო­დე­ბენ და მწამს, რომ სწო­რედ ოჯა­ხია ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­კე­თის სა­წინ­და­რი. ამ­დე­ნად მე, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რათა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში გა­კეთ­დეს ჩა­ნა­წე­რი, რომ ქორ­წი­ნე­ბა და ოჯა­ხი არის ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ერ­თო­ბა! დღეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ამ სა­კითხს თა­ვი­სე­ბუ­რად წყვეტს, ჩვენ კი ვთვლით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს სა­კი­თხი ასე უნდა მოგ­ვარ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხის ინ­სტი­ტუტს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან, "მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი პი­რა­დი­დან გა­მო­დი­ან და მეტი არა­ფე­რი ენაღ­ვლე­ბათ".

"ქარ­თვე­ლე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ერი ვართ, ჩვე­ნი ენით, დამ­წერ­ლო­ბით, კულ­ტუ­რით, ის­ტო­რი­ით, გა­უ­ტე­ხე­ლი სუ­ლი­თა და ბუ­ნე­ბით, რო­მე­ლიც ვერც ერ­თმა მტერ­მა ვერ და­ჯაბ­ნა. ქარ­თვე­ლო­ბა ჩემ­თვის არის დიდი სიმ­დიდ­რე და დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩვე­ნი დიდი წი­ნაპ­რე­ბის წი­ნა­შე. ქარ­თვე­ლო­ბა სა­ა­მა­ყოა იმი­ტომ, რომ ქარ­თვე­ლი კაცი თავ­გან­წირ­ვას არა­სო­დეს გა­ურ­ბო­და. ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი სა­კუ­თარ "მე"-ზე არა­სო­დეს ფიქ­რობ­დნენ და ყვე­ლა­ზე მაღ­ლა სამ­შობ­ლოს ინ­ტე­რე­სებს აყე­ნებ­დნენ. დღეს კი გა­ხე­დეთ, რა ხდე­ბა – ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხის ინ­სტი­ტუტს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი­ან, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი პი­რა­დი­დან გა­მო­დი­ან და მეტი არა­ფე­რი ანაღ­ვლებთ", - გან­მარ­ტავს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

პრემიერი ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ: რას გეგმავს ღარიბაშვილი

პრემიერი ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ: რას გეგმავს ღარიბაშვილი

მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და როგორც საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ქართული სახელმწიფო სწორედ ჩვენს სარწმუნოებასა და ოჯახის ინსტიტუტზე დგას.

"რაზე დგას ქართული სახელმწიფო? - ჩვენს სარწმუნოებაზე, რამაც დღემდე მოგვიყვანა და ოჯახის ინსტიტუტზე, რასაც თანამედროვე, ძლიერი საქართველო უნდა დაეუფუძნოს. ოჯახს მეორე ტაძარს უწოდებენ და მწამს, რომ სწორედ ოჯახია ყველანაირი სიკეთის საწინდარი. ამდენად მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და როგორც საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა! დღეს მსოფლიოში ყველა სახელმწიფო ამ საკითხს თავისებურად წყვეტს, ჩვენ კი ვთვლით, რომ საქართველოში ეს საკითხი ასე უნდა მოგვარდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე შეფასებით, ის ადამიანები, რომლებიც ოჯახის ინსტიტუტს ეწინააღმდეგებიან, "მხოლოდ საკუთარი პირადიდან გამოდიან და მეტი არაფერი ენაღვლებათ".

"ქართველები მთელ მსოფლიოში გამორჩეული ერი ვართ, ჩვენი ენით, დამწერლობით, კულტურით, ისტორიით, გაუტეხელი სულითა და ბუნებით, რომელიც ვერც ერთმა მტერმა ვერ დაჯაბნა. ქართველობა ჩემთვის არის დიდი სიმდიდრე და დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე. ქართველობა საამაყოა იმიტომ, რომ ქართველი კაცი თავგანწირვას არასოდეს გაურბოდა. ჩვენი წინაპრები საკუთარ "მე"-ზე არასოდეს ფიქრობდნენ და ყველაზე მაღლა სამშობლოს ინტერესებს აყენებდნენ. დღეს კი გახედეთ, რა ხდება – ის ადამიანები, რომლებიც ოჯახის ინსტიტუტს ეწინააღმდეგეებიან, მხოლოდ საკუთარი პირადიდან გამოდიან და მეტი არაფერი ანაღვლებთ", - განმარტავს პრემიერ-მინისტრი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."