პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უსასტიკესი ISIS-ი უკვე კავკასიაშია: რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ, რომ საფრთხეს შეებრძოლოს
უსასტიკესი ISIS-ი უკვე კავკასიაშია: რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ, რომ საფრთხეს შეებრძოლოს

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" საფრ­თხე სა­ქარ­თვე­ლო­ში და კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა. ტე­რო­რის­ტულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ უკვე ღიად გა­ნა­ცხა­და კავ­კა­სი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­კუ­თა­რი პრო­ვინ­ცი­ის და­არ­სე­ბის შე­სა­ხებ. დაჯ­გუ­ფე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, აბუ-მუ­ჰა­მად ალ-ად­ნა­ნის თქმით, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ჯა­რის­კა­ცებ­მა კავ­კა­სი­ა­ში ხა­ლი­ფა­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბის ფიცი და­დეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამე­რი­კულ­მა "ომის შეს­წავ­ლის ინ­სტი­ტუტ­მაც" და­ა­დას­ტუ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ახა­ლი ვი­ლა­ი­ე­თის და­არ­სე­ბა ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის, კერ­ძოდ, რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკვე მოხ­და.

რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რი და საფრ­თხის შემ­ცვე­ლია ის­ლა­მის­ტი რა­დი­კა­ლე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა? და რა უნდა მო­ი­მოქ­მე­დოს სა­ქარ­თვე­ლომ, რომ აღ­ნიშ­ნულ საფრ­თხეს შე­ებ­რძო­ლოს? კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი ლე­ვან გე­რა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მიერ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბის საფრ­თხე დღეს არ არის. თუმ­ცა, სა­მო­მავ­ლოდ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ რა­დი­კა­ლე­ბის მხრი­დან მსგავ­სი ოპე­რა­ცია მზად­დე­ბო­დეს.

"რა­დი­კა­ლიზ­მის საფრ­თხე ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს, გან­სა­კუთ­რე­ბით იქ, სა­დაც სხვა პრობ­ლე­მე­ბია - სო­ცი­ა­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი და ა.შ. ჩვენს რე­გი­ონ­შიც არის ეს პრობ­ლე­მე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად კარ­გად იმუ­შა­ვებს ის ძა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ევა­ლე­ბათ ამ საფრ­თხე­ე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა და რამ­დე­ნად მო­წა­დი­ნე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან ის ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ეც­დე­ბი­ან იმა­რა­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას", - აღ­ნიშ­ნა "ამ­ბე­ბი.გე"-სთან სა­უბ­რი­სას ლე­ვან გე­რა­ძემ.

ე.წ ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს სა­ქარ­თვე­ლოს­თან პირ­და­პი­რი სა­ზღვა­რი არ აქვს, თუმ­ცა, ისი­ნი არც ისე შორს არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს­გან. მით უმე­ტეს, რომ რა­დი­კა­ლი ის­ლა­მის­ტე­ბი უკვე მი­უ­ახ­ლოვ­დნენ თურ­ქე­თის სა­ზღვარს, დღეს დი­ლით ისი­ნი ქა­ლაქ ქო­ბა­ნი­ში შე­იჭ­დნენ, რო­მე­ლიც თურ­ქეთ-სი­რი­ის სა­სა­ზღვრო ქა­ლაქს წარ­მო­ად­გენს. ამ­გვა­რად სა­ქარ­თვე­ლომ­დე მოღ­წე­ვის­თვის ტე­რო­რის­ტულ ძა­ლებს ისე­თი დიდი ქვეყ­ნის გა­მოვ­ლა მო­უ­წევთ, რო­გო­რიც თურ­ქე­თია. ექ­სპერ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბით, თურ­ქე­თი მათ ასე მარ­ტი­ვად ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცემს.

რა­დი­კა­ლიზ­მის და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" გაძ­ლი­ე­რე­ბის საფრ­თხე ჩეჩ­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ცი­ლე­ბით უფრო დი­დია.

"ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში უკვე არ­სე­ბობს "კავ­კა­სი­ის იმა­რა­ტი", რო­მე­ლიც ჩეჩ­ნე­თის დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ებ­რძვის, თან იქ ტე­რო­რის­ტუ­ლი საფრ­თხეც არ­სე­ბობს, ამი­ტო­მაც ბუ­ნებ­რი­ვია, იქ ნაკ­ლე­ბად კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დია ამ მხრივ ვი­თა­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან გე­რა­ძემ.

რა უნდა გა­ა­კე­თოს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იმი­სათ­ვის, რომ ის­ლა­მის­ტე­ბის საფრ­თხეს გა­უმკლავ­დეს? "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ბოლო გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი, ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" გა­ნა­ცხა­და კავ­კა­სი­ის ემი­რა­ტის შე­სა­ხებ. უდა­ვოა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია არის საფრ­თხე არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის. ჩვენ, რო­გორც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი, ასე­ვე გან­ვი­ხი­ლავთ "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" საფრ­თხედ. არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი, მათ შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ­ლე­ბიც ამუ­შა­ვე­ბენ სცე­ნა­რებ­სა და გათ­ვლებს. "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მოქ­მე­დე­ბე­ბი უყუ­რა­დღე­ბოდ არ რჩე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კა­პა­ნა­ძემ.

კონ­ფლიქ­ტო­ლოგ ლე­ვან გე­რა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ სა­თა­ნა­დო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა გა­ა­ტა­როს იმი­სათ­ვის, რომ ის­ლა­მის­ტე­ბის თავ­მოყ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ მოხ­დეს:

"სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რაც პირ­ველ რიგ­ში არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი კულ­ტუ­რის დამ­კვიდ­რე­ბას და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის უკეთ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს, პრე­ვენ­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბებ­მა თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გა­ა­აქ­ტი­უ­რონ".

გა­სულ კვი­რას აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ან­გა­რი­ში, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მის წყა­როდ და ტრან­ზი­ტულ ქვეყ­ნად. დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე სა­უ­ბა­რია სი­რი­ა­სა და ერაყ­ში "ალ-ქა­ი­და­სა" და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მხა­რეს საბ­რძოლ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სულ ახალ­გაზ­რდებ­ზეც. სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ით, აჭა­რი­დან და პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან 50-დან 100-მდე ქარ­თვე­ლია წა­სუ­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად. "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი, თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი, იგი­ვე ომარ ალ-ში­შა­ნიც სწო­რედ პან­კი­სე­ლია.

თამ­თა ჯი­ჯა­ვა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

უსასტიკესი ISIS-ი უკვე კავკასიაშია: რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ, რომ საფრთხეს შეებრძოლოს

უსასტიკესი ISIS-ი უკვე კავკასიაშია: რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ, რომ საფრთხეს შეებრძოლოს

"ისლამური სახელმწიფოს" საფრთხე საქართველოში და კავკასიის რეგიონში დღითიდღე იზრდება. ტერორისტულმა დაჯგუფებამ უკვე ღიად განაცხადა კავკასიის ტერიტორიაზე საკუთარი პროვინციის დაარსების შესახებ. დაჯგუფების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, აბუ-მუჰამად ალ-ადნანის თქმით, "ისლამური სახელმწიფოს" ჯარისკაცებმა კავკასიაში ხალიფასადმი ერთგულების ფიცი დადეს. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკულმა "ომის შესწავლის ინსტიტუტმაც" დაადასტურა და განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ახალი ვილაიეთის დაარსება ჩრდილო კავკასიის, კერძოდ, რუსეთის ტერიტორიაზე უკვე მოხდა.

რამდენად რეალური და საფრთხის შემცველია ისლამისტი რადიკალების აღნიშნული ქმედება? და რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ, რომ აღნიშნულ საფრთხეს შეებრძოლოს? კონფლიქტოლოგი ლევან გერაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს წინააღმდეგ "ისლამური სახელმწიფოს" მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების საფრთხე დღეს არ არის. თუმცა, სამომავლოდ არ არის გამორიცხული, რომ რადიკალების მხრიდან მსგავსი ოპერაცია მზადდებოდეს.

"რადიკალიზმის საფრთხე ყოველთვის არსებობს, განსაკუთრებით იქ, სადაც სხვა პრობლემებია - სოციალური, პოლიტიკური და ა.შ. ჩვენს რეგიონშიც არის ეს პრობლემები. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად იმუშავებს ის ძალები, რომლებსაც ევალებათ ამ საფრთხეების განეიტრალება და რამდენად მოწადინებულები იქნებიან ის ძალები, რომლებიც შეეცდებიან იმარატის ჩამოყალიბებას",  - აღნიშნა "ამბები.გე"-სთან საუბრისას ლევან გერაძემ.

ე.წ ისლამურ სახელმწიფოს საქართველოსთან პირდაპირი საზღვარი არ აქვს, თუმცა, ისინი არც ისე შორს არიან საქართველოსგან. მით უმეტეს, რომ რადიკალი ისლამისტები უკვე მიუახლოვდნენ თურქეთის საზღვარს, დღეს დილით ისინი ქალაქ ქობანიში შეიჭდნენ, რომელიც თურქეთ-სირიის სასაზღვრო ქალაქს წარმოადგენს. ამგვარად საქართველომდე მოღწევისთვის ტერორისტულ ძალებს ისეთი დიდი ქვეყნის გამოვლა მოუწევთ, როგორიც თურქეთია. ექსპერტების მოსაზრებით, თურქეთი მათ ასე მარტივად ამის საშუალებას არ მისცემს.

რადიკალიზმის და "ისლამური სახელმწიფოს" გაძლიერების საფრთხე ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გაცილებით უფრო დიდია.

"ჩრდილოეთ კავკასიაში უკვე არსებობს "კავკასიის იმარატი", რომელიც ჩეჩნეთის დღევანდელ ხელისუფლებას ებრძვის, თან იქ ტერორისტული საფრთხეც არსებობს, ამიტომაც ბუნებრივია, იქ ნაკლებად კონტროლირებადია ამ მხრივ ვითარება", - აღნიშნა ლევან გერაძემ.

რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ ისლამისტების საფრთხეს გაუმკლავდეს? "ისლამური სახელმწიფოს" ბოლო განცხადებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვახტანგ კაპანაძე გამოეხმაურა.

"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც "ისლამურმა სახელმწიფომ" განაცხადა კავკასიის ემირატის შესახებ. უდავოა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია არის საფრთხე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ, როგორც მთელი მსოფლიოს შემადგენელი ნაწილი, ასევე განვიხილავთ "ისლამურ სახელმწიფოს" საფრთხედ. არსებობს შესაბამისი ორგანოები, მათ შორის შეიარაღებული ძალები თავისი წილი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომლებიც ამუშავებენ სცენარებსა და გათვლებს. "ისლამური სახელმწიფოს" მოქმედებები უყურადღებოდ არ რჩება", - განაცხადა კაპანაძემ.

კონფლიქტოლოგ ლევან გერაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ სათანადო ღონისძიებები უნდა გაატაროს იმისათვის, რომ ისლამისტების თავმოყრა საქართველოს ტერიტორიაზე არ მოხდეს:

"საჭირო ღონისძიებების გატარების შემთხვევაში, რაც პირველ რიგში არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრებას და საგანმანათლებლო პროგრამის უკეთ განხორციელებას გულისხმობს, პრევენცია შესაძლებელია. ბუნებრივია, სამართალდამცავმა უწყებებმა თავისი საქმიანობა ამ მიმართულებით უნდა გაააქტიურონ".

გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო ტერორიზმის წყაროდ და ტრანზიტულ ქვეყნად. დოკუმენტში ასევე საუბარია სირიასა და ერაყში "ალ-ქაიდასა" და "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს საბრძოლველად საქართველოდან წასულ ახალგაზრდებზეც. სხვადასხვა ინფორმაციით, აჭარიდან და პანკისის ხეობიდან 50-დან 100-მდე ქართველია წასული ტერორისტების მხარდასაჭერად. "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ-შიშანიც სწორედ პანკისელია.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."