საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი პროკურატურა დამარცხდა" - ირაკლი ალასანია ე.წ. "კაბელების საქმის" განაჩენზე
"დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი პროკურატურა დამარცხდა" - ირაკლი ალასანია ე.წ. "კაბელების საქმის" განაჩენზე

"თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დე­რი ირაკ­ლი ალა­სა­ნია "ფე­ის­ბუქ­ზე" სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც ე.წ. "კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე" სა­სა­მარ­თლოს გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენს ეხე­ბა:

"სა­სა­მარ­ლომ ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მის ხუ­თი­ვე უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ითხოვ­და გი­რა­ოს 10 000 ლარს, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა. დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი პრო­კუ­რა­ტუ­რა და­მარ­ცხდა. სი­მარ­თლის­თვის ბო­ლომ­დე ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი. თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თი­ა­ნია, სი­მარ­თლე იმარ­ჯვებს", - წერს ალა­სა­ნია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი გი­რა­ოს გა­რე­შე, დე­პუ­ტა­ტე­ბის, ნინო გო­გუ­ა­ძის, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნის, ზუ­რაბ აბა­ში­ძის, ვიქ­ტორ დო­ლი­ძის, შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძის პი­რა­დი თავ­დე­ბო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა კი, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის - პა­ტიმ­რო­ბის გი­რა­ო­თი შეც­ვლას ითხოვ­და.

ბრალ­დე­ბის მხა­რემ შე­სა­ბა­მი­სი შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბა იმით ახ­სნა, რომ 2015 წლის 28 ივ­ლისს საქ­მე­ზე იწუ­რე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბის 9-თვი­ა­ნი ვადა, მა­შინ რო­დე­საც საქ­მე­ზე ჯერ კი­დევ დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ არის წი­ნა­სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი; ასე­ვე, დას­რუ­ლე­ბუ­ლია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვის ეტა­პი, შე­სა­ბა­მი­სად, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან მოწ­მე­ებ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის რის­კე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლია.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი - ნუგ­ზარ კა­ი­შა­უ­რი, გიზო ღლონ­ტი, და­ვით წი­ფუ­რია, გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე და არ­ჩილ ალა­ვი­ძე გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ა­კა­ვეს.

მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დარ­ბაზ­ში ტა­შით შეხ­ვდნენ.

იხი­ლეთ ასე­ვე|სა­ნამ პირ­ში სული მიდ­გას, თუ დას­ჭირ­და, გულ-ღვიძლს ამო­ვი­ღებ და გა­და­ვუ­ნერ­გავ - ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე

sponsored by ContentRoom

"დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი პროკურატურა დამარცხდა" - ირაკლი ალასანია ე.წ. "კაბელების საქმის" განაჩენზე

"დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი პროკურატურა დამარცხდა" - ირაკლი ალასანია ე.წ. "კაბელების საქმის" განაჩენზე

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს, რომელიც ე.წ. "კაბელების საქმეზე" სასამართლოს გამოტანილ განაჩენს ეხება:

"სასამარლომ ე.წ. კაბელების საქმის ხუთივე უკანონო პატიმარი გაათავისუფლა.

პროკურატურა ითხოვდა გირაოს 10 000 ლარს, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა. დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი პროკურატურა დამარცხდა. სიმართლისთვის ბოლომდე ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თუ საზოგადოება ერთიანია, სიმართლე იმარჯვებს", - წერს ალასანია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები გირაოს გარეშე, დეპუტატების, ნინო გოგუაძის, ირაკლი ჩიქოვანის, ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის, შალვა შავგულიძის პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურა კი, აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა.

ბრალდების მხარემ შესაბამისი შუამდგომლობის დაყენება იმით ახსნა, რომ 2015 წლის 28 ივლისს საქმეზე იწურება ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადა, მაშინ როდესაც საქმეზე ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის წინასასამართლო განხილვები; ასევე, დასრულებულია მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვის ეტაპი, შესაბამისად, ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე გავლენის მოხდენის და მტკიცებულებების განადგურების რისკები შემცირებულია.

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირები - ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე გასული წლის ოქტომბერში დააკავეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ტაშით შეხვდნენ.

იხილეთ ასევე|სანამ პირში სული მიდგას, თუ დასჭირდა, გულ-ღვიძლს ამოვიღებ და გადავუნერგავ - ნათია ფანჯიკიძე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."