საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილი: დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა ნიშნავს ექვს კვადრატულ მეტრს "მატროსოვის" ციხეში
სააკაშვილი: დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა ნიშნავს ექვს კვადრატულ მეტრს "მატროსოვის" ციხეში

მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არა­ვის­თვის ყო­ფი­ლა და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი და რაღა ჩემ­თვის გახ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "იმედ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში, მის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის და­კარ­გვის ფაქ­ტის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, თუ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვას გა­და­წყვეტს, ეს გა­დამ­წვე­ტი ფაქ­ტო­რი არ იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან ხალ­ხი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ისე­ვე, რო­გორც მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებს, გა­ა­უქ­მე­ბი­ნებს.

"უკ­რა­ი­ნის კა­ნო­ნით ორი წელი არის გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც შე­გიძ­ლია სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქედ დარ­ჩე და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა გქონ­დეს. მე მაქვს ორი წელი უკ­რა­ი­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ანუ უკ­რა­ი­ნას ეს პრობ­ლე­მა დღეს არ აქვს და მე ვფიქ­რობ, ორი წელი საკ­მა­რის­ზე მეტი ვა­დაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა – ეს არის პრე­ზი­დენ­ტის აქტი.

ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო| "ბევ­რი სხვა სა­ფიქ­რა­ლი მაქვს და არ მი­მაჩ­ნია, რომ ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია" -სა­ა­კაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი "ოთხე­ულ­ზე", რომ­ლებ­მაც პარ­ტია და­ტო­ვეს

თუ სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი გა­და­წყვეტს, რომ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩა­მო­მარ­თვას, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ესეც არ იქ­ნე­ბა გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რი, იმი­ტომ რომ, იმ მო­მენ­ტის­თვის, როცა მე დავ­ბრუნ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში (და ეს იქ­ნე­ბა ბევ­რად უფრო ჩქა­რა, ვიდ­რე ბევ­რს წარ­მო­უდ­გე­ნია), ხალ­ხი მათ გა­ა­უქ­მე­ბი­ნებს რო­გორც ჩემ­ზე აღ­ძრულ სიხ­ლის სა­მარ­თლის საქ­მეს, ისე მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვას. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე არ ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, როცა ჩა­მო­ვი­და და გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რი; ივა­ნიშ­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, როცა დარ­ბო­და, ატა­რებ­და სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას და გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რი. ასე რომ, ეს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არა­ვის­თვის ყო­ფი­ლა და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი და რაღა ჩემ­თვის გახ­დე­ბა?! მაგ­რამ მე­ო­რეა, რას ნიშ­ნავს დღეს ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა?! დღეს ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ფორ­მა­ლუ­რად ნიშ­ნავს მატ­რო­სო­ვის 6 კვ.მ სა­კან­ში ჯდო­მას, სხვა ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს არის წმინ­და ფორ­მა­ლო­ბა, თუმ­ცა მინ­დო­და, რომ ეს თა­ვი­დან ამე­ცი­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ დად­გა გა­რე­მო­ე­ბე­ბი – ფაქ­ტია, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს არ აჩე­რე­ბენ, ჭკუ­ა­ზე ვერ მო­ვიდ­ნენ, ისევ აპი­რე­ბენ თა­ვის მოკ­ლე ჭკუ­ით ჩემს და­ჭე­რას, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ ჩავ­დი­ვარ, მო­ქა­ლა­ქე ვარ თუ არა, ეს ამას არ ცვლის. ამი­ტომ, რო­გორც ამ საქ­მე­ებს გა­ა­უქ­მე­ბი­ნებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, ასე­ვე მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­კითხს. მე ამ ფორ­მა­ლო­ბე­ბის­გან ყო­ველ­თვის დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბი ახ­ლოს, როცა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მო­ი­სურ­ვებს, თუ რა­მე­ში დავ­ჭირ­დე­ბი", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

ფოტო: openukraine.org

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

სააკაშვილი: დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა ნიშნავს ექვს კვადრატულ მეტრს "მატროსოვის" ციხეში

სააკაშვილი: დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა ნიშნავს ექვს კვადრატულ მეტრს "მატროსოვის" ციხეში

მოქალაქეობა არავისთვის ყოფილა დამაბრკოლებელი და რაღა ჩემთვის გახდება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "იმედთან" ინტერვიუში, მის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას გადაწყვეტს, ეს გადამწვეტი ფაქტორი არ იქნება, ვინაიდან ხალხი ამ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს, გააუქმებინებს.

"უკრაინის კანონით ორი წელი არის გარდამავალი პერიოდი, როდესაც შეგიძლია სხვა ქვეყნის მოქალაქედ დარჩე და უკრაინის მოქალაქეობა გქონდეს. მე მაქვს ორი წელი უკრაინის კანონმდებლობით, ანუ უკრაინას ეს პრობლემა დღეს არ აქვს და მე ვფიქრობ, ორი წელი საკმარისზე მეტი ვადაა. საქართველოში მოქალაქეობის ჩამორთმევა – ეს არის პრეზიდენტის აქტი.

ასევე საინტერესო| "ბევრი სხვა საფიქრალი მაქვს და არ მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია" -სააკაშვილის პირველი კომენტარი "ოთხეულზე", რომლებმაც პარტია დატოვეს

თუ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ მოქალაქეობა ჩამომართვას, დარწმუნებული ვარ, ესეც არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, იმიტომ რომ, იმ მომენტისთვის, როცა მე დავბრუნდები საქართველოში (და ეს იქნება ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია), ხალხი მათ გააუქმებინებს როგორც ჩემზე აღძრულ სიხლის სამართლის საქმეს, ისე მოქალაქეობის ჩამორთმევას. ედუარდ შევარდნაძე არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე, როცა ჩამოვიდა და გახდა საქართველოს ლიდერი; ივანიშვილი არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე, როცა დარბოდა, ატარებდა საარჩევნო კამპანიას და გახდა საქართველოს ლიდერი. ასე რომ, ეს მოქალაქეობა არავისთვის ყოფილა დამაბრკოლებელი და რაღა ჩემთვის გახდება?! მაგრამ მეორეა, რას ნიშნავს დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა?! დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა ფორმალურად ნიშნავს მატროსოვის 6 კვ.მ საკანში ჯდომას, სხვა ჩემს მეგობრებთან ერთად. აქედან გამომდინარე, ეს არის წმინდა ფორმალობა, თუმცა მინდოდა, რომ ეს თავიდან ამეცილებინა, მაგრამ დადგა გარემოებები – ფაქტია, რომ სისხლის სამართლის საქმეს არ აჩერებენ, ჭკუაზე ვერ მოვიდნენ, ისევ აპირებენ თავის მოკლე ჭკუით ჩემს დაჭერას, საქართველოში ვერ ჩავდივარ, მოქალაქე ვარ თუ არა, ეს ამას არ ცვლის. ამიტომ, როგორც ამ საქმეებს გააუქმებინებს ქართველი ხალხი, ასევე მოქალაქეობის საკითხს. მე ამ ფორმალობებისგან ყოველთვის დისტანცირებული ვიქნები, მაგრამ ყოველთვის ვიქნები ახლოს, როცა ქართველი ხალხი მოისურვებს, თუ რამეში დავჭირდები", - განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ფოტო: openukraine.org

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."