პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
26 მილიონიანი ათონელის რეზიდენციის შიდა კადრები და პრემიერისა და პრეზიდენტის შიდაბრძოლის ახალი ტალღა
 26 მილიონიანი ათონელის რეზიდენციის შიდა კადრები და პრემიერისა და პრეზიდენტის შიდაბრძოლის ახალი ტალღა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ ათო­ნე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გო­ნივ­რულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

რო­გორც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, თა­ვად მთავ­რო­ბა რა­ი­მე მკვეთ­რი რე­ა­გი­რე­ბის და სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­იჩ­ნევს, ვი­ნა­ი­დან, პრე­მი­ე­რის შე­ფა­სე­ბით, ეს ქვეყ­ნის იმიჯს და­ა­ზი­ა­ნებს.

"ეს შე­ნო­ბა მთავ­რო­ბამ გა­ა­რე­მონ­ტა და აა­შე­ნა პრე­ზი­დენ­ტის­თვის, რის­თვი­საც 26 მი­ლი­ო­ნი და­ი­ხარ­ჯა. თუ პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­ი­ყე­ნებ­და მას სა­კუ­თა­რი რე­ზი­დენ­ცი­ის­თვის, ეს იქ­ნე­ბო­და მარ­თლაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლი ჩემ­თვის და ყვე­ლას­თვის, თუმ­ცა ეს არის პრე­ზი­დენ­ტის გა­და­სა­წყვე­ტი და ჩვენ, მთავ­რო­ბა რა­ი­მე მკვეთრ მოქ­მე­დე­ბას ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვერ გა­ვა­კე­თებთ. რა თქმა უნდა, მთავ­რო­ბას, სა­ხელ­მწი­ფოს არ აქვს ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ ასე­თი ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი შე­ნო­ბა დარ­ჩეს უფუნ­ქცი­ოდ, მით უმე­ტეს, რომ შე­ნო­ბის სტა­ტუ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რე­ზი­დენ­ცი­ას ჩვენ ვერ გავ­ყი­დით. ასე რომ, იმე­დი უნდა გა­მოვ­თქვათ, პრე­ზი­დენ­ტი მი­ი­ღებს გო­ნივ­რულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით", - გან­მარ­ტა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა| რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ათო­ნე­ლის რე­ზი­დენ­ცია, რო­მე­ლიც 26 მი­ლი­ო­ნი დაჯ­და

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ბე­სე­ლი­ას­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ ამ­ბობს უარს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ათო­ნე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­დას­ვლა­ზე.

რო­გორც ბე­სე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­დას­ვლით საკ­მა­ოდ დიდი რე­სურ­სის და­ზოგ­ვა მოხ­დე­ბა.

"26 მი­ლი­ო­ნი და­ი­ხარ­ჯა ათო­ნელ­ზე მდე­ბა­რე რე­ზი­დენ­ცი­ის­თვის და თუკი პრე­ზი­დენ­ტი გა­და­ვა ამ ახალ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, და­ი­ზო­გე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ მეტი რე­სურ­სი და­ი­ზო­გოს სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის­თვის და ესეც იქ­ნე­ბა ამ პო­ლი­ტი­კის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი. ჩემ­თვის პი­რა­დად აღ­ქმა იმ რე­ზი­დენ­ცი­ი­სა, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი კომ­ფორ­ტის­თვის მო­ი­წყო, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით, და­დე­ბი­თი არ იქ­ნე­ბა. არა მგო­ნია, ჩემი ქვეყ­ნის სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი იძ­ლე­ო­დეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ასე­თი ტი­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე პრე­ზი­დენ­ტმა არ იფიქ­როს. ფაქ­ტია, ამით საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­სურ­სი და და­ნა­ზო­გი გა­მო­ი­ძებ­ნე­ბა ბევ­რი სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ.

პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა ის პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც აქამ­დე და­ვა­ფიქ­სი­რეთ, უც­ვლე­ლია, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა გი­ორ­გი აბა­შიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია რე­ზი­დენ­ცი­ის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას აღარ აპი­რებს.

"ჩვე­ნი მხრი­დან, ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე ათე­ულ­ჯერ გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. ნე­ბის­მი­ე­რი წინა კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც ამ თე­მის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, შე­საძ­ლე­ბე­ლია დღე­საც წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რად­გან ამ თე­მა­ში ახა­ლი არა­ფე­რია და ჩვე­ნი პო­ზი­ცია ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით უც­ვლე­ლია. აღარ ვა­პი­რებთ ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას, რად­გან არ მიგ­ვაჩ­ნია სა­ჭი­როდ, ეს თემა კი­დევ ერთხელ გან­ვი­ხი­ლოთ. ყვე­ლა ის წინა პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც გვქონ­და პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არის უც­ვლე­ლი და შე­სა­ბა­მი­სად არის ძა­ლა­ში", - გა­ნა­ცხა­და აბა­შიშ­ვილ­მა.

26 მილიონიანი ათონელის რეზიდენციის შიდა კადრები და პრემიერისა და პრეზიდენტის შიდაბრძოლის ახალი ტალღა

 26 მილიონიანი ათონელის რეზიდენციის შიდა კადრები და პრემიერისა და პრეზიდენტის შიდაბრძოლის ახალი ტალღა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ათონელის რეზიდენციის გამოყენებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თავად მთავრობა რაიმე მკვეთრი რეაგირების და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან, პრემიერის შეფასებით, ეს ქვეყნის იმიჯს დააზიანებს.

"ეს შენობა მთავრობამ გაარემონტა და ააშენა პრეზიდენტისთვის, რისთვისაც 26 მილიონი დაიხარჯა. თუ პრეზიდენტი გამოიყენებდა მას საკუთარი რეზიდენციისთვის, ეს იქნებოდა მართლაც მისასალმებელი ჩემთვის და ყველასთვის, თუმცა ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი და ჩვენ, მთავრობა რაიმე მკვეთრ მოქმედებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, მთავრობას, სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება, რომ ასეთი ფეშენებელური, ძვირადღირებული შენობა დარჩეს უფუნქციოდ, მით უმეტეს, რომ შენობის სტატუსიდან გამომდინარე, რეზიდენციას ჩვენ ვერ გავყიდით. ასე რომ, იმედი უნდა გამოვთქვათ, პრეზიდენტი მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით”, - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

იხილეთ ფოტოგალერეა| როგორ გამოიყურება ათონელის რეზიდენცია, რომელიც 26 მილიონი დაჯდა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთვის გაუგებარია, რატომ ამბობს უარს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ რეზიდენციაში გადასვლით საკმაოდ დიდი რესურსის დაზოგვა მოხდება.

"26 მილიონი დაიხარჯა ათონელზე მდებარე რეზიდენციისთვის და თუკი პრეზიდენტი გადავა ამ ახალ რეზიდენციაში, ბუნებრივია, დაიზოგება რამდენიმე მილიონი. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ მეტი რესურსი დაიზოგოს სოციალური მხარდაჭერისთვის და ესეც იქნება ამ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ჩემთვის პირადად აღქმა იმ რეზიდენციისა, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა საკუთარი კომფორტისთვის მოიწყო, საკუთარი სურვილის მიხედვით, დადებითი არ იქნება. არა მგონია, ჩემი ქვეყნის სოციალური ფონი იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტმა არ იფიქროს. ფაქტია, ამით საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსი და დანაზოგი გამოიძებნება ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საქმისთვის", - განაცხადა ბესელიამ.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით ყველა ის პოზიცია, რომელიც აქამდე დავაფიქსირეთ, უცვლელია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია რეზიდენციის საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს.

"ჩვენი მხრიდან, ალბათ, რამდენიმე ათეულჯერ გაკეთდა განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერი წინა კომენტარი, რომელიც ამ თემის კომენტირებისას იყო გამოყენებული, შესაძლებელია დღესაც წარმატებით გამოვიყენოთ, რადგან ამ თემაში ახალი არაფერია და ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია. აღარ ვაპირებთ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას, რადგან არ მიგვაჩნია საჭიროდ, ეს თემა კიდევ ერთხელ განვიხილოთ. ყველა ის წინა პოზიცია, რომელიც გვქონდა პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით, არის უცვლელი და შესაბამისად არის ძალაში", - განაცხადა აბაშიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."