მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის ხელფასი მთავარი რომ ყოფილიყო საქართველოში არ ჩამოვიდოდი" - ანა დოლიძე ქართველი ჯარისკაცების შესაებ სკანდალურ განცხადებას განმარტავს
"ჩემთვის ხელფასი მთავარი რომ ყოფილიყო საქართველოში არ ჩამოვიდოდი" - ანა დოლიძე ქართველი ჯარისკაცების შესაებ სკანდალურ განცხადებას განმარტავს

"ჩემ­თვის ხელ­ფა­სი მთა­ვა­რი რომ ყო­ფი­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მო­ვი­დო­დი", - ამ გან­ცხა­დე­ბას "პოსტსკრიპ­ტუმ­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თინა ხი­და­შე­ლის ახ­ლად­და­ნიშ­ნუ­ლი მო­ად­გი­ლე ანა დო­ლი­ძე აკე­თებს.

დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კა­ნა­და­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში მას ჰქონ­და გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სამ­სა­ხუ­რი, თუმ­ცა მან გა­და­წყვი­ტა, რომ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ქვეყ­ნის­თვის გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა.

"მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ტოს წევ­რი ქვეყ­ნი­დან კა­ნა­დი­დან დავ­ბრუნ­დი იმი­სათ­ვის, რომ ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა მო­ვახ­მა­რო ქვე­ყა­ნას. კა­ნა­დის სა­ხელ­მწი­ფო­ში იმ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რო­მე­ლიც მე მქონ­და ანა­ზღა­უ­რე­ბა ბევ­რად უფრო მეტი იყო ვიდ­რე აქ უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს აქვთ. ხელ­ფა­სი ჩემ­თვის, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის და ეს რომ იყოს მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი დღეს მე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვიქ­ნე­ბო­დი", - აცხა­დებს ანა დო­ლი­ძე.

ანა დო­ლი­ძეს პა­ა­ტა ია­კო­ბაშ­ვილ­მა წლე­ბის წინ მომ­ქედ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრთან დე­ბა­ტე­ბი გა­ახ­სე­ნა და და­ინ­ტე­რეს­და, რას ფიქ­რობ­და დღეს ის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ.

"იმ ტე­ლე­დე­ბა­ტებ­ში მე ვთქვი, რომ მე და­ვი­ჯე­რებ გულ­წრფელ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის შვი­ლე­ბი ისე­ვე იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი თავ­დაც­ვის სფე­როს მშე­ნებ­ლო­ბა­ში, რო­გორც სხვა ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი. ჩემი კო­მენ­ტა­რე­ბი მა­შინ ეხე­ბო­და ორ­მაგ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ჰქონ­და ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას. ყვე­ლა სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სფე­როს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონდმებ­ლო­ბით", - აცხა­დებს ანა დო­ლი­ძე.

ანა დო­ლი­ძე დღეს აცხა­დებს, რომ ავ­ღა­ნე­თის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის ად­გილ­ზე ყოფ­ნა პატ­რი­ო­ტიზ­მის ერთ-ერთი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა.

წლე­ბის წინ კი ანა დო­ლი­ძე ამ­ბობ­და, რომ სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მსხვერ­პლთშე­წირ­ვა იყო.

იხი­ლეთ ასე­ვე: ადა­მი­ა­ნი უნდა და­ფიქ­რდეს სა­ნამ რა­ი­მე ტი­პის გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს - დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი ანა დო­ლი­ძეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"ჩემთვის ხელფასი მთავარი რომ ყოფილიყო საქართველოში არ ჩამოვიდოდი" - ანა დოლიძე ქართველი ჯარისკაცების შესაებ სკანდალურ განცხადებას განმარტავს

"ჩემთვის ხელფასი მთავარი რომ ყოფილიყო საქართველოში არ ჩამოვიდოდი" - ანა დოლიძე ქართველი ჯარისკაცების შესაებ სკანდალურ განცხადებას განმარტავს

"ჩემთვის ხელფასი მთავარი რომ ყოფილიყო საქართველოში არ ჩამოვიდოდი", - ამ განცხადებას "პოსტსკრიპტუმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ახლადდანიშნული მოადგილე ანა დოლიძე აკეთებს.

დოლიძის განცხადებით, კანადაში ცხოვრების პერიოდში მას ჰქონდა გაცილებით მაღალანაზღაურებადი სამსახური, თუმცა მან გადაწყვიტა, რომ დაბრუნებულიყო საქართველოში და საკუთარი გამოცდილება ქვეყნისთვის გაეზიარებინა.

"მე საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნიდან კანადიდან დავბრუნდი იმისათვის, რომ ჩემი გამოცდილება მოვახმარო ქვეყანას. კანადის სახელმწიფოში იმ თანამდებობაზე, რომელიც მე მქონდა ანაზღაურება ბევრად უფრო მეტი იყო ვიდრე აქ უმაღლესი თანამდებობის პირებს აქვთ. ხელფასი ჩემთვის, რომ მნიშვნელოვანი არ არის და ეს რომ იყოს მთავარი ფაქტორი დღეს მე საქართველოში არ ვიქნებოდი", - აცხადებს ანა დოლიძე.

ანა დოლიძეს პაატა იაკობაშვილმა წლების წინ მომქედ თავდაცვის მინისტრთან დებატები გაახსენა და დაინტერესდა, რას ფიქრობდა დღეს ის სამშვიდობო მისიებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის შესახებ.

"იმ ტელედებატებში მე ვთქვი, რომ მე დავიჯერებ გულწრფელ დამოკიდებულებას იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკური ელიტის შვილები ისევე იქნებიან ჩართულები თავდაცვის სფეროს მშენებლობაში, როგორც სხვა ყველა დანარჩენი. ჩემი კომენტარები მაშინ ეხებოდა ორმაგ დამოკიდებულებას, რომელიც ჰქონდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ყველა საკითხი, რომელიც ეხება საქართველოს თავდაცვის სფეროს მოწესრიგებულია საქართველოს კანონდმებლობით", - აცხადებს ანა დოლიძე.

ანა დოლიძე დღეს აცხადებს, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე პირების ადგილზე ყოფნა პატრიოტიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

წლების წინ კი ანა დოლიძე ამბობდა, რომ სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობა მსხვერპლთშეწირვა იყო.

იხილეთ ასევე: ადამიანი უნდა დაფიქრდეს სანამ რაიმე ტიპის განცხადებას გააკეთებს - დიმიტრი შაშკინი ანა დოლიძეს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."