"ხიდაშელი და აგულაშვილი მინისტრის მოვალეობის შემსრულებლებიც კი არ არიან"

"ხიდაშელი და აგულაშვილი მინისტრის მოვალეობის შემსრულებლებიც კი არ არიან"

კონტიტუციის გათვალისწინებით, თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი არა თუ სრულფასოვანი მინისტრები, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლებიც კი არ არიან და არიან მხოლოდ მინისტრობის კანდიდატები, - აღნიშნულ განმარტებას საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე აკეთებს.

როგორც მენაბდემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პრემიერს, რომელსაც მოცემულ სიტუაციაში ნდობის ლიმიტი აქვს ამოწურული, ახალ მინისტრს ვერ დანიშნავს, ხოლო თუკი ასეთი დანიშვნები არსებობს, მაშინ კონსტიტუციიდან აცდენასთან გვაქვს საქმე.

"თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი არა თუ სრულფასოვანი მინისტრები, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლებიც კი არ არიან და არიან მხოლოდ მინისტრობის კანდიდატები. იმის მიუხედავად, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტი დიდწილად არსებულ მინისტრთა კაბინეტს ემთხვევა, ეს ორი კაბინეტი ცალ-ცალკე უნდა წარმოვიდგინოთ. ერთი არის ტექნიკური მთავრობა, რომელსაც ნდობა აქვს ამოწურული და ნდობის ხელახალ დადასტურებას საჭიროებს, ხოლო მეორე მხრივ, არის პრემიერობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებული მთავრობის შემადგენლობა, რომელიც სავარაუდოდ მომავალ კვირას გავა პარლამენტის სხდომაზე ნდობის მისაღებად. არსებულ მთავრობას უფლებამოსილების განხორციელება შეუძლია და ის კანონიერი მთავრობაა, თუმცა მას ნდობის ლიმიტი აქვს ამოწურული. ნდობის ლიმიტი ამოწურული აქვს პრემიერსაც და ამიტომ ის ახალ მინისტრს ვერ დანიშნავს. მან ახალი მინისტრების დასანიშნად საკანონდმებლო ორგანოში ხელახალი ნდობა უნდა მოითხოვოს. სამი ახალი მინისტრი უფლებამოსილების განხორციელებას მხოლოდ მას შემდეგ შესძლებენ, რაც მას ნდობას პარლამენტი გამოუცხადებს. იქამდე კი მინისტრის მოვალეობას ძველი მინისტრის პირველი მოადგილეები ასრულებენ. ახლა თუ ვინმეს კაბინეტში შესწრება უნდა, ასეთ საკითხებს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ვახუშტი მენაბდემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, "პრემიერის მიერ დანიშნული მინისტრები სრულფასოვანი მინისტრები არიან – სრუფასოვანი მინისტრები საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად".

უსუფაშვილის ცნობით, ის მთავრობის ადმინიტრაციის ხელმძღვანელს პარლამენტისათვის თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის მინისტრებად დანიშვნის აქტების გადმოგზავნის თაობაზე ესაუბრა, რათა პარლამენტმა მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურა დროულად დაიწყოს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."