Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელის პირადი, პროფესიული ცხოვრება და ქონება - ყველაფერი თავდაცვის მინისტრის კანდიდატი ქალბატონის შესახებ
თინა ხიდაშელის პირადი, პროფესიული ცხოვრება და ქონება - ყველაფერი თავდაცვის მინისტრის კანდიდატი ქალბატონის შესახებ

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე მთავ­რო­ბის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლა. მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში სამი ახა­ლი მი­ნის­ტრი იქ­ნე­ბა [სრუ­ლი ტექ­სტი]. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე ღა­რი­ბაშ­ვილ­მა თინა ხი­და­შე­ლის კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა.

Ambebi.ge წარ­მო­გიდ­გენთ თინა ხი­და­შე­ლის ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ეპი­ზო­დებს მისი საქ­მი­ა­ნი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­დან.

და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი: 08.06.1973

გა­ნათ­ლე­ბა: თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (1995)

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტი (ბუ­და­პეშ­ტი, 1996)

ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის მა­გის­ტრა­ტუ­რა (ბუ­და­პეშ­ტი, 1996)

ვა­შინგტო­ნის სა­მარ­თლის სკო­ლა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტის მა­გის­ტრა­ტუ­რა (1996)

სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა მა­გის­ტრი, პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა მა­გის­ტრი (1996)

სპე­ცი­ა­ლო­ბა: სა­მარ­თალმცოდ­ნე

სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა:

2010 – თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი "ალი­ან­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის", ქო­ნე­ბის მარ­თვი­სა და სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­სი­ი­სა და იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­სი­ის წევ­რი

2009-2010 – დე­და­ქა­ლა­ქის საქ­მე­თა მდი­ვა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია

2005-2009 – სა­ერ­თა­შო­რი­სო მდი­ვა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია

2005-დღემ­დე – სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის კონ­სულ­ტან­ტი სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის, კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სფე­რო­ში (გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­სა­რი­ა­ტი, გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა, ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი, ევ­რო­პის საბ­ჭო, წა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია, წა­მე­ბის პრე­ვენ­ცი­ის ასო­ცი­ა­ცია, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი და სხვ.)

2004-2005 – მმარ­თვე­ლი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, ფონ­დი "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა – სა­ქარ­თვე­ლო"

2000-2004 – დი­რექ­ტო­რი, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის პროგ­რა­მა, ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია

2004 – იე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რი

2002-2004 – წევ­რი, სა­ხელ­მწი­ფო ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი საბ­ჭო

1997-2000 – მას­წავ­ლე­ბე­ლი, ჰა­ვა­ის ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის თბი­ლი­სის ინ­სტი­ტუ­ტი

1997-1999 – დი­რექ­ტო­რი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა უმაღ­ლე­სი კო­მის­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი

1996-1997 – იუ­რისტ-ექ­სპერ­ტი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი

1994-1995 – უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი

პრო­ფე­სი­უ­ლი ასო­ცი­ა­ცია:

2008-დღემ­დე – წა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­დივ­ნოს არ­ჩე­უ­ლი წევ­რი, ევ­რო­პი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი

2001-2008 წა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გამ­გე­ო­ბის არ­ჩე­უ­ლი დე­ლე­გა­ტი, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის და პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი

2008-დღემ­დე – გამ­გე­ო­ბის წევ­რი, რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი

2004-დღემ­დე – გამ­გე­ო­ბის წევ­რი, იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დი

1997-1999 და 2002-2004 – თავ­მჯდო­მა­რე, ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია

1996-დღემ­დე – გამ­გე­ო­ბის წევ­რი, კონ­სტი­ტუ­ცი­ის დაც­ვის ლიგა

სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ე­ბი­სა და წიგ­ნე­ბის – "სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი" (1994), "რას ამ­ბობს სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნო­ნე­ბი მე­სა­მე სექ­ტო­რის შე­სა­ხებ" – ავ­ტო­რი.

მშობ­ლე­ბი: ზი­ზი­ლა ურ­გე­ბა­ძე, ან­ზორ ხი­და­შე­ლი

მე­უღ­ლე – და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი (1968).

შვი­ლე­ბი: ალექ­სან­დრე (2000), გრი­გო­ლი (2006).

ჰობი: თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლი

თინა ხი­და­შე­ლის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა

თი­ნა­თინ ხი­და­შელს დეკ­ლა­რა­ცია 2015 წლის 5 იან­ვარს აქვთ შევ­სე­ბუ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, თინა ხი­და­შე­ლის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე "თი-ბი-სი ბან­კში" 115462.10 ლარი და 14885.00 ევრო ირი­ცხე­ბა, მის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ბანკ "ქარ­თუ­ში" კი 169.00 ლარი იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა უსუ­ფაშ­ვი­ლი-ხი­და­შე­ლის შვი­ლე­ბის, ალექ­სან­დრე­სა და გრი­გოლ უსუ­ფაშ­ვი­ლე­ბის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს, დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ალექ­სან­დრე უსუ­ფაშ­ვილს "თი-ბი-სი ბან­კის" ანა­ბარ­ზე 16800.00 დო­ლა­რი, გრი­გოლ უსუ­ფაშ­ვილს ამა­ვე ბან­კში კი, 11200.00 დო­ლა­რი ჰქონ­დათ.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას, და­ვით უსუ­ფაშ­ვილს ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით 8000.00 ლარი, თი­ნა­თინ ხი­და­შელს - 5000.00 ლარი, ზი­ზი­ლა ურ­გე­ბა­ძეს კი, 9000.00 დო­ლა­რი ჰქონ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხის შე­მო­სავ­ლებს, რო­მე­ლიც უსუ­ფაშ­ვილ­მა და ხი­და­შელ­მა წინა წელს მი­ი­ღო, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი წევ­რი - 55989.35 ლარი.

და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი თავ­მჯდო­მა­რე - 79083.00 ლარი;

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა წინა წელს ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის 9700.00 ლარი გას­ცა.

ოჯახ­მა და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის და­ზღვე­ვის­თვის - 2460.00 ლარი, ხოლო მკურ­ნა­ლო­ბის­თვის 1955.00 ევრო და­ხარ­ჯა.

ამა­ვე წელს, თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დის­თვის 4300.00 ლარი გას­ცა.

თი­ნა­თინ ხი­და­შელს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან შე­მო­სავ­ლის სა­ხით 21540.00 ევ­როს გრან­ტი აქვს მი­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა, დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­სა­ხე­ლე­ბა და თინა ხი­და­შე­ლის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ იძებ­ნე­ბა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი გრან­ტი უსუ­ფაშ­ვი­ლი-ხი­და­შე­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში 2013 წელ­სა­ცაა მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ­ლის ოდე­ნო­ბა 30209.00 ევ­როა, 2012 წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით კი, გრან­ტი 13979.00 ევ­როა, თუმ­ცა, ინ­ფორ­მა­ცია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ არც წინა წლე­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ებ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

თინა ხი­და­შე­ლი­სა და და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის წყვი­ლი უკვე 18 წე­ლია ერ­თად ცხოვ­რობს და მათ 2 შვი­ლი ჰყავთ. წყვილ­მა კი ერ­თმა­ნე­თი 20 წლის წინ გა­იც­ნო და რო­გორც თინა ხი­და­შე­ლი ამ­ბობს, დღემ­დე ძლი­ე­რია სიყ­ვა­რუ­ლი. "20 წლის შემ­დე­გაც ზუს­ტად ისე მიყ­ვარ­ხარ რო­გორც მა­შინ, პირ­ველ დღეს რომ გა­მო­ვუ­ტყდი სა­კუ­თარ თავს", -ამ ტექ­სტით მან და­ვით უსუ­ფაშ­ვილს ცოტა ხნის წინ სა­ჯა­როდ, "ფე­ის­ბუქ­ზე" მი­მარ­თა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მათ ოჯახს სამ­თავ­რო­ბო დაც­ვა ეკუთ­ვნის, მათი შვი­ლე­ბი ამ უპი­რა­ტე­სო­ბით არ სარ­გებ­ლო­ბენ.

"გა­საკ­ვი­რია თუ არა ვინ­მეს­თვის, არ ვიცი, მაგ­რამ ჩემი შვი­ლე­ბი დაც­ვით არ და­დი­ან იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან მა­გა­რი ბი­ჭე­ბი არი­ან და პირ­ველ დღეს, როცა კი­თხვა და­ვუს­ვით, ორი­ვემ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თქვა და პა­ტა­რამ, რო­მე­ლიც 7 წლის არის, სრუ­ლი­ად შეგ­ნე­ბუ­ლად თქვა, მე სხვა­ზე უკე­თე­სი რითი ვარ, რომ დაც­ვა დამ­ყვე­ბო­დე­სო", - წერს ხი­და­შე­ლი ერთ-ერთ "ფე­ის­ბუქ-სტა­ტუს­ში".

AMBEBI.GE

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი: Facebook.com, republicans.ge, gurianews.com

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

თინა ხიდაშელის პირადი, პროფესიული ცხოვრება და ქონება - ყველაფერი თავდაცვის მინისტრის კანდიდატი ქალბატონის შესახებ

თინა ხიდაშელის პირადი, პროფესიული ცხოვრება და ქონება - ყველაფერი თავდაცვის მინისტრის კანდიდატი ქალბატონის შესახებ

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება [სრული ტექსტი].  თავდაცვის მინისტრის პოსტზე ღარიბაშვილმა თინა ხიდაშელის კანდიდატურა წარადგინა.

Ambebi.ge წარმოგიდგენთ თინა ხიდაშელის ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს მისი საქმიანი და პირადი ცხოვრებიდან.

დაბადების თარიღი: 08.06.1973

განათლება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1995)

საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი (ბუდაპეშტი, 1996)

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა (ბუდაპეშტი, 1996)

ვაშინგტონის სამართლის სკოლა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურა (1996)

საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი, პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი (1996)

სპეციალობა: სამართალმცოდნე

სამუშაო გამოცდილება:

2010 – თბილისის საკრებულოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრი

2009-2010 – დედაქალაქის საქმეთა მდივანი, საქართველოს რესპუბლიკური პარტია

2005-2009 – საერთაშორისო მდივანი, საქართველოს რესპუბლიკური პარტია

2005-დღემდე – საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტი სამართლის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში (გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატი, გაეროს განვითარების პროგრამა, ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ევროპის საბჭო, წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია, წამების პრევენციის ასოციაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვ.)

2004-2005 – მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“

2000-2004 – დირექტორი, კანონის უზენაესობის პროგრამა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

2004 – იელის უნივერსიტეტის მკვლევარი

2002-2004 – წევრი, სახელმწიფო ანტიკორუფციული საბჭო

1997-2000 – მასწავლებელი, ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის თბილისის ინსტიტუტი

1997-1999 – დირექტორი, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტი

1996-1997 – იურისტ-ექსპერტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი

1994-1995 – უფროსი სპეციალისტი, საქართველოს პარლამენტი

პროფესიული ასოციაცია:

2008-დღემდე – წამების საწინააღმდეგო საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო სამდივნოს არჩეული წევრი, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკა წარმომადგენელი

2001-2008 წამების საწინააღმდეგო საერთაშორისო ორგანიზაციის გამგეობის არჩეული დელეგატი, აღმოსავლეთ ევროპის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენელი

2008-დღემდე – გამგეობის წევრი, რესპუბლიკური ინსტიტუტი

2004-დღემდე – გამგეობის წევრი, იურიდიული განათლების ფონდი

1997-1999 და 2002-2004 – თავმჯდომარე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

1996-დღემდე – გამგეობის წევრი, კონსტიტუციის დაცვის ლიგა

სამეცნიერო სტატიებისა და წიგნების – „საერთაშორისო ორგანიზაციები“ (1994), „რას ამბობს სისხლის სამართლის კანონები მესამე სექტორის შესახებ“ – ავტორი.

მშობლები: ზიზილა ურგებაძე, ანზორ ხიდაშელი

მეუღლე – დავით უსუფაშვილი (1968).

შვილები: ალექსანდრე (2000), გრიგოლი (2006).

ჰობი: თხილამურებით სრიალი

თინა ხიდაშელის დეკლარირებული ქონება

თინათინ ხიდაშელს დეკლარაცია  2015 წლის 5 იანვარს აქვთ შევსებული, რომლის მიხედვით, თინა ხიდაშელის მიმდინარე ანგარიშზე "თი-ბი-სი ბანკში" 115462.10 ლარი და 14885.00 ევრო ირიცხება, მის  სახელფასო ანგარიშზე ბანკ "ქართუში" კი 169.00 ლარი იყო.

რაც შეეხება უსუფაშვილი-ხიდაშელის შვილების, ალექსანდრესა და გრიგოლ უსუფაშვილების საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის მიხედვით, ალექსანდრე უსუფაშვილს "თი-ბი-სი ბანკის" ანაბარზე 16800.00 დოლარი, გრიგოლ უსუფაშვილს ამავე ბანკში კი, 11200.00 დოლარი ჰქონდათ.

დეკლარაციის შევსებისას, დავით უსუფაშვილს ნაღდი ფულის სახით 8000.00 ლარი, თინათინ ხიდაშელს - 5000.00 ლარი, ზიზილა ურგებაძეს კი, 9000.00 დოლარი ჰქონდა.

რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს, რომელიც უსუფაშვილმა და ხიდაშელმა წინა წელს მიიღო, ასე გამოიყურება:

თინათინ ხიდაშელი, საქართველოს პარლამენტი წევრი - 55989.35 ლარი.

დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე - 79083.00 ლარი;

დეკლარაციის მიხედვით, თინათინ ხიდაშელმა წინა წელს ქველმოქმედებისთვის 9700.00 ლარი გასცა.

ოჯახმა დავით უსუფაშვილის დაზღვევისთვის - 2460.00 ლარი, ხოლო მკურნალობისთვის 1955.00 ევრო დახარჯა.

ამავე წელს, თინათინ ხიდაშელმა სწავლის გადასახადისთვის 4300.00 ლარი გასცა.

თინათინ ხიდაშელს საერთაშორისო ორგანიზაციიდან შემოსავლის სახით 21540.00 ევროს გრანტი აქვს მიღებული, თუმცა, დეკლარაციაში ორგანიზაციის დასახელება და თინა ხიდაშელის შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიღებული გრანტი უსუფაშვილი-ხიდაშელის დეკლარაციაში 2013 წელსაცაა მითითებული, რომლის ოდენობა 30209.00 ევროა, 2012 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი, გრანტი 13979.00 ევროა, თუმცა, ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ არც წინა წლების დეკლარაციებშია აღნიშნული.

პირადი ცხოვრება

თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის წყვილი უკვე 18 წელია ერთად ცხოვრობს და მათ 2 შვილი ჰყავთ. წყვილმა კი ერთმანეთი 20 წლის წინ გაიცნო და როგორც თინა ხიდაშელი ამბობს, დღემდე ძლიერია სიყვარული. "20 წლის შემდეგაც ზუსტად ისე მიყვარხარ როგორც მაშინ, პირველ დღეს რომ გამოვუტყდი საკუთარ თავს", -ამ ტექსტით მან დავით უსუფაშვილს ცოტა ხნის წინ საჯაროდ, "ფეისბუქზე" მიმართა.

როგორც ცნობილია, იმის მიუხედავად, რომ მათ ოჯახს სამთავრობო დაცვა ეკუთვნის, მათი შვილები ამ უპირატესობით არ სარგებლობენ.

"გასაკვირია თუ არა ვინმესთვის, არ ვიცი, მაგრამ ჩემი შვილები დაცვით არ დადიან იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ბიჭები არიან და პირველ დღეს, როცა კითხვა დავუსვით, ორივემ კატეგორიული უარი თქვა და პატარამ, რომელიც 7 წლის არის, სრულიად შეგნებულად თქვა, მე სხვაზე უკეთესი რითი ვარ, რომ დაცვა დამყვებოდესო", - წერს ხიდაშელი ერთ-ერთ "ფეისბუქ-სტატუსში".

AMBEBI.GE

გამოყენებული რესურსები: Facebook.com, republicans.ge, gurianews.com

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."