"მორჩა კინო, ახლა საინტერესოა, ვინ იქნება პრემიერი" - საზოგადოების პირველი რეაქცია მთავრობის დაშლის შემდეგ

"მორჩა კინო, ახლა საინტერესოა, ვინ იქნება პრემიერი" - საზოგადოების პირველი რეაქცია მთავრობის დაშლის შემდეგ

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თანამდებობა დატოვა. ყიფიანის გადადგომა მთავრობის დაშლასა და პარლამენტის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადებას იწვევს.

მეტი ინფორმაციისთვის| საქართველოს მთავრობა დაიშალა: როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები კონსტიტუციის მიხედვით

მინისტრის გადადგომას "ფეისბუქზე" შემდეგნაირად გამოეხმაურნენ:

გოგა ხაჩიძე - "ლევან ყიფიანმა იმდენი ხანი მოანდომა მინისტრობიდან გადადგომას, რომ ბაგა-ბაღში აღმზრდელებმა ორი ჯგუფი გამოკვებეს, გადააყენეს და დასაძინებლად დააწვინეს."

"ხალხო, ახლა რაც ხდება, მთავრობის დაშლა-აწყობას ვგულისხმობ, ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია.

ის, ერთი ჩვეულებრივი მოქალაქეა, უბრალოდ - "ჭარბი ნდობით" აღჭურვილი.

ვინმემ არ იფიქროთ, რომ ამ მინისტრებს თავისი პრემიერით, ივანიშვილი დაარბენინებს ზევით-ქვევით, ზოგს ჯანმრთელობის პრობლემით, ზოგს ოჯახის მონატრებით და ზოგსაც ისე უბრალოდ...

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ: ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია.

ჰოდა ისმის კითხვა: აი ახლა, ვინ ცოცარი ალაგებს მთავრობას?!"

"(**მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს)

ბრძენისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს".

გიორგი ჯანელიძე - "ერთხელ გავედი აქციაზე და მეორე დღეს მთავრობა გადადგა"

თამარა ჩერგოლეიშვილი - ჯამია შესაცვლელი, ჯამი - და შეიცვლება, უფრო მალე, ვიდრე გვიან.

შესაკრებთა გადანაცვლება პრელუდიაა.

ირმა ნადირაშვილი - "ყიფიანმა ლაივი იჩალიჩა, კრეატიული კაცია".

ნიკა რურუა - "ხომ იცით, რესტორანში უფულოდ შესული ტიპი სულ ახალ-ახალ რაღაცეებს რომ უკვეთავს იმის შიშით, ანგარიში არ მომიტანონო?!

ეგაა.

(რასაც მთავრობა და ბიძინა "ჩალიჩობენ.")"

ჯიმშერ რეხვიაშვილი - "1001 ღამეა, თუ რა არის? ასეთი გზით თანამდებობაზე ყოფნა არავის გაუხანგრძლივებია. მინისტრად გვყოლია შეჰერიზადა!"

მერაბ მეტრეველი - "ახლა ყიფიანმა რომ თქვას: კაცო, ეს რამდენი კარგი რამე გამიკეთებია და სადღა უნდა წავიდეო".

"ხაბელოვი, ხაბარელი და კურტანიძე მინიტრს რომ გადაგიყენებენ, იმ ქვეყანას რა ვუთხარი!"

ნანუკა ჟორჟოლიანი - "არ დაუწყია ამ კაცს სხვებივით ჩვენი დაბოლება. არც ოჯახთან ერთად ყოფნის მიზეზი მოჩმახა და არც თანდაყოლილი დაავადება მოიგონა.

თქვა კაცურად, შიდა დაპირისპირებაში არ ჩავერევიო და წავიდა. მეტი გასაგებად რა ეთქვა

პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობას არ ვიღებო

მორჩა კინო.

ახლა საინტერესოა ვინ იქნება პრემიერი"

Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო პოსტები

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში – მთავრობის სხვა წევრებს. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება.

ამასთან, თუკი მთავრობას პარლამენტში ნდობის გამოცხადების მხრივ პრობლემა შეექმნება და ამ მხრივ კონსტიტუციით გაწერილი ყველა პროცედურა და ვადა დაირღვევა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.

ყველა დეტალი თეგზე #სამთავრობო ცვლილებები

”აი ახლა, ვინ ცოცარი ალაგებს მთავრობას?!”

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თანამდებობა დატოვა. ყიფიანის გადადგომა მთავრობის დაშლასა და პარლამენტის მიერ მთავრობის განახლებული შემადენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადებას იწვევს.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას პარლამენტისგან ხელახალი ნდობის მიღება მისი თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით შეცვლის შემთვევაში სჭირდება. მინისტრთა კაბინეტი პრემიერ-მინისტრის ჩათვლით 20 წევრით არის წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერს ჰქონდა შესაძლებლობა მთავრობაში ექვსი მინისტრი საკუთარი გადაწყვეტილებთ შეეცვალა, მეშვიდე მინისტრის ცვლილებების შემთხვევაში კი, კაბინეტი იშლება და მისი ნდობის საკითხი პარლამენტში დგება.

გოგა ხაჩიძე - ” ლევან ყიფიანმა იმდენი ხანი მოანდომა მინისტრობიდან გადადგომას, რომ ბაგა-ბაღში აღმზრდელებმა ორი ჯგუფი გამოკვებეს, გადააყენეს და დასაძინებლად დააწვინეს.”

”ხალხო, ახლა რაც ხდება, მთავრობის დაშლა-აწყობას ვგულისხმობ, ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია.

ის, ერთი ჩვეულებრივი მოქალაქეა, უბრალოდ - ”ჭარბი ნდობით” აღჭურვილი.

ვინმემ არ იფიქროთ, რომ ამ მინისტრებს თავისი პრემიერით, ივანიშვილი დაარბენინებს ზევით-ქვევით, ზოგს ჯანმრთელობის პრობლემით, ზოგს ოჯახის მონატრებით და ზოგსაც ისე უბრალოდ...

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ: ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია.

ჰოდა ისმის კითხვა: აი ახლა, ვინ ცოცარი ალაგებს მთავრობას?!”

გიორგი ჯანელიძე - ერთხელ გავედი აქციაზე და მეორე დღეს მთავრობა გადადგა

ირმა ნადირაშვილი - ყიფიანმა ლაივი იჩალიჩა:))) კრეატიული კაცია.

ნიკა რურუა - ხომ იცით, რესტორანში უფულოდ შესული ტიპი სულ ახალ-ახალ რაღაცეებს რომ უკვეთავს იმის შიშით, ანგარიში არ მომიტანონო?!

ეგაა.

(რასაც მთავრობა და ბიძინა "ჩალიჩობენ.")

ჯიმშრ რეხვიაშვილი - 1001 ღამეა, თუ რა არის? ასეთი გზით თანამდებობაზე ყოფნა არავის გაუხანგრძლივებია. მინისტრად გვყოლია შეჰერიზადა!

მერაბ მეტრეველი - ახლა ყიფიანმა რომ თქვას: კაცო, ეს რამდენი კარგი რამე გამიკეთებია და სადღა უნდა წავიდეო.

ხაბელოვი, ხაბარელი და კურტანიძე მინიტრს რომ გადაგიყენებენ, იმ ქვეყანას რა ვუთხარი!

ნანუკა ჟორჟოლიანი - არ დაუწყია ამ კაცს სხვებივით ჩვენი დაბოლება. არც ოჯახთან ერთად ყოფნის მიზეზი მოჩმახა და არც თანდაყოლილი დაავადება მოიგონა.

თქვა კაცურად, შიდა დაპირისპირებაში არ ჩავერევიო და წავიდა. მეტი გასაგებად რა ეთქვა

პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობას არ ვიღებო

მორჩა კინო.

ახლა საინტერესოა ვინ იქნება პრემიერი

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში – მთავრობის სხვა წევრებს. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება.

ამასთან, თუკი მთავრობას პარლამენტში ნდობის გამოცხადების მხრივ პრობლემა შეექმნება და ამ მხრივ კონსტიტუციით გაწერილი ყველა პროცედურა და ვადა დაირღვევა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.

Normal 0 false false false EN-GB X-NONE X-NONE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."