ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტის დარჩენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განმარტება გააკეთა პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ. მისი თქმით, თუ არსებობს ქვეყანაში უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირი, პომპეზურობას და ჭარბ ფართს მას დაუთმობენ.
"კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი არის ქვეყნის მეთაური, ის არის ჯარების მთავარსარდალი, თვამჯდომარეობს ეროვნული უშიშროების საბჭოს, არის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პირდაპირი წესით არჩეული ერთადერთი უმაღლესი თანამდებობის პირი და, შესაბამისად, აქვს უმაღლესი ლეგიტიმაცია, დამისახელეთ, თქვენ ან ვინმე სხვამ უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირი და ამ პომპეზურობას და ჭარბ ფართს მას დავუთმობთ", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.