პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - რეზიდენცია არის ჩემი და ბიძინას პიროვნული დაპირისპირების თემა
 გიორგი მარგველაშვილი - რეზიდენცია არის ჩემი და ბიძინას პიროვნული დაპირისპირების თემა

მე, რო­გორც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე ვი­ცავ ჩემს ღირ­სე­ბას, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი კი ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ვას­რუ­ლებ და ვი­ცავ საპ­რე­ზი­დენ­ტო ინ­სტი­ტუ­ტის ღირ­სე­ბას, - ასე უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში დარ­ჩე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის შე­ფა­სე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ ის თა­ვად წყვეტს სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას, თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს არ სჭირ­დე­ბა ისე­თი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც სხვი­სი მი­თი­თე­ბით და­ტო­ვებს შე­ნო­ბას.

"ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია, რომ ეს თემა არ უკავ­შირ­დე­ბა არც კვად­რა­ტულ მეტ­რებს და არც სა­ბი­ნაო-კო­მუ­ნა­ლურ სა­კი­თხებს, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მაა. თემა, რომ­ლის ში­ნა­არ­სიც შემ­დე­გია - სამ­წუ­ხა­როდ, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ის, რომ მე თვი­თონ ვწყვეტ ჩემს პო­ზი­ცი­ას და ჩემს და­მო­უ­კი­დე­ბელ საქ­მი­ა­ნო­ბას. ბუ­ნებ­რი­ვია, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, არც სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა ისე­თი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა და მი­თი­თე­ბი­სა­მებრ და­ტო­ვებს ერთ შე­ნო­ბას და გა­და­ვა მე­ო­რე შე­ნო­ბა­ში. ასე­ვე, ვფიქ­რობ, ეს სა­კი­თხი უკავ­შირ­დე­ბა ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს. არ მგო­ნია, რომ მე, რო­გორც მო­ქა­ლა­ქემ უნდა დავ­თმო ჩემი ღირ­სე­ბა და ვი­მოქ­მე­დო ასე მი­თი­თე­ბით, მაგ­რამ რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლი ვარ ეს არ გა­ვა­კე­თო და და­ვიც­ვა რო­გორც ინ­სტი­ტუ­ტის ღირ­სე­ბა, ასე­ვე, პრინ­ციპ­ში, ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი. ასე რომ, ეს არის ჩემი და ბი­ძი­ნას პი­როვ­ნუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის თემა და ამ პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხში ინ­ტე­რე­სი ფაქ­ტობ­რი­ვად არა­ვის გა­აჩ­ნია. ბუ­ნებ­რი­ვია, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში მე, რო­გორც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე ვი­ცავ ჩემს ღირ­სე­ბას, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი კი ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ვას­რუ­ლებ და ვი­ცავ საპ­რე­ზი­დენ­ტო ინ­სტი­ტუ­ტის ღირ­სე­ბას, რი­თაც, ჩემი აზ­რით, ვი­ცავ ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის და მათ შო­რის ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩე­ვანს", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

გიორგი მარგველაშვილი - რეზიდენცია არის ჩემი და ბიძინას პიროვნული დაპირისპირების თემა

 გიორგი მარგველაშვილი - რეზიდენცია არის ჩემი და ბიძინას პიროვნული დაპირისპირების თემა

მე, როგორც გიორგი მარგველაშვილი და რიგითი მოქალაქე ვიცავ ჩემს ღირსებას, როგორც პრეზიდენტი კი ვალდებულებას ვასრულებ და ვიცავ საპრეზიდენტო ინსტიტუტის ღირსებას, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია, რომ ის თავად წყვეტს საკუთარ პოზიციას, თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოს არ სჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც სხვისი მითითებით დატოვებს შენობას.

"ყველასთვის ნათელია, რომ ეს თემა არ უკავშირდება არც კვადრატულ მეტრებს და არც საბინაო-კომუნალურ საკითხებს, ეს პოლიტიკური თემაა. თემა, რომლის შინაარსიც შემდეგია - სამწუხაროდ, ბატონი ბიძინასთვის მიუღებელია ის, რომ მე თვითონ ვწყვეტ ჩემს პოზიციას და ჩემს დამოუკიდებელ საქმიანობას. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში, არც საქართველოს სჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც დაემორჩილება და მითითებისამებრ დატოვებს ერთ შენობას და გადავა მეორე შენობაში. ასევე, ვფიქრობ, ეს საკითხი უკავშირდება ნებისმიერ მოქალაქეს. არ მგონია, რომ მე, როგორც მოქალაქემ უნდა დავთმო ჩემი ღირსება და ვიმოქმედო ასე მითითებით, მაგრამ როგორც პრეზიდენტი ვალდებული ვარ ეს არ გავაკეთო და დავიცვა როგორც ინსტიტუტის ღირსება, ასევე, პრინციპში, ნებისმიერი მოქალაქის თავისუფალი არჩევანი. ასე რომ, ეს არის ჩემი და ბიძინას პიროვნული დაპირისპირების თემა და ამ პოლიტიკურ საკითხში ინტერესი ფაქტობრივად არავის გააჩნია. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში მე, როგორც გიორგი მარგველაშვილი და რიგითი მოქალაქე ვიცავ ჩემს ღირსებას, როგორც პრეზიდენტი კი ვალდებულებას ვასრულებ და ვიცავ საპრეზიდენტო ინსტიტუტის ღირსებას, რითაც, ჩემი აზრით, ვიცავ ნებისმიერი პოლიტიკური ძალის და მათ შორის ნებისმიერი მოქალაქის თავისუფალ არჩევანს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."