საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს ნოდარ ჯავახიშვილი - მინისტრი, რომელსაც არც სახლი აქვს და არც მანქანა ჰყავს
რა ქონებას ფლობს ნოდარ ჯავახიშვილი - მინისტრი, რომელსაც არც სახლი აქვს და არც მანქანა ჰყავს

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრად ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა. ამ პოსტზე მან და­ვით შავ­ლი­აშ­ვი­ლი შეც­ვა­ლა. და­ვით შავ­ლი­აშ­ვილ­მა გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა თვი­თონ და­წე­რა და მისი მო­თხოვ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

და­ვით შავ­ლი­აშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ ხმე­ბი არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და. რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამ­ბობ­დნენ, რომ ის სამ­სა­ხურ­ში ავად­მყო­ფო­ბის გამო ვერ და­დი­ო­და და მკურ­ნა­ლო­ბას გა­დი­ო­და. ინ­ფორ­მა­ცია ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ დღეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტურ­და.

Ambebi.ge ახა­ლი მი­ნის­ტრის, ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ით და­ინ­ტე­რეს­და.

ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი წარ­სულ­ში "ქარ­თუ ბან­კის" პრე­ზი­დენ­ტი იყო, შემ­დეგ კი და­ვით შავ­ლი­აშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა.

ჯა­ვა­ხიშ­ვილს ბოლო დეკ­ლა­რა­ცია 2015 წლის 26 იან­ვარს აქვს შევ­სე­ბუ­ლი. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია საკ­მა­ოდ მწი­რია. თუ მისი დეკ­ლა­რა­ცი­ით ვიმ­სჯე­ლებთ, მას არც სახ­ლი აქვს და არც მან­ქა­ნა ჰყავს.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| ივა­ნიშ­ვი­ლის ბან­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რო­ბი­დან მი­ნის­ტრო­ბამ­დე: მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბი­დან

ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ფლობს 1000 კვად­რა­ტულ მეტრ მი­წის ნაკ­ვეთს მცხე­თა­ში.

სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის გრა­ფა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს, რომ 3 360 ლარი (+კრე­დი­ტი) რა­ო­დე­ნო­ბის სა­პენ­სიო ან­გა­რი­ში აქვს "ლი­ბერ­თი ბან­კში".

სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რი­ში აქვს "თი ბი სი" და "ქარ­თუ" ბან­კში. "თი ბი სი " ბან­კის ან­გა­რიშ­ზე მას 3 465 ლარი (კრე­დი­ტი +), ხოლო "ქარ­თუ" ბან­კში 7 617 ლარი (კრე­დი­ტი +) აქვს.

მას კი­დევ ერთი ან­გა­რი­ში აქვს "ქარ­თუ ბან­კში". მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე ჯა­ვა­ხიშ­ვილს 56.56 ლარი (კრე­დი­ტი +) ერი­ცხე­ბა.

გრა­ფა­ში, თქვე­ნი და თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი თან­ხა, რომ­ლის რა­ო­დე­ნო­ბაც 4000 ლარს აღე­მა­ტე­ბა, ჯა­ვა­ხიშ­ვილს მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს, რომ ის ფლობს 30 000 ლარს და 10 000 დო­ლარს.

2014 წელს "ქარ­თუ ბან­კის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პოსტზე მუ­შა­ო­ბის სა­ნაც­ვლოდ მი­ღე­ბუ­ლი აქვს 129 435 ლარი, ხოლო "ქარ­თუ ჯგუფ­ში" იგი­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის სა­ნაც­ვლოდ მი­ღე­ბუ­ლი აქვს 21358.70 ლარი.

რაც შე­ე­ხე­ბა მის მიერ გა­წე­ულ ხარ­ჯებს, მას დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს, რომ 3 200 ლარი გა­დახ­დი­ლი აქვს სწავ­ლა­ში, 3 811 ლარი - მგზავ­რო­ბა­ში და 50 000 ლა­რის შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი აქვს გა­ღე­ბუ­ლი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რა ქონებას ფლობს ნოდარ ჯავახიშვილი - მინისტრი, რომელსაც არც სახლი აქვს და არც მანქანა ჰყავს

რა ქონებას ფლობს ნოდარ ჯავახიშვილი - მინისტრი, რომელსაც არც სახლი აქვს და არც მანქანა ჰყავს

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრად ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნა. ამ პოსტზე მან დავით შავლიაშვილი შეცვალა. დავით შავლიაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება თვითონ დაწერა და მისი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა.

დავით შავლიაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ხმები არაერთხელ გავრცელდა. რამდენიმე თვის წინ ამბობდნენ, რომ ის სამსახურში ავადმყოფობის გამო ვერ დადიოდა და მკურნალობას გადიოდა. ინფორმაცია ავადმყოფობის შესახებ დღეს ოფიციალურად დადასტურდა.

Ambebi.ge ახალი მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის ქონებრივი დეკლარაციით დაინტერესდა.

ჯავახიშვილი წარსულში "ქართუ ბანკის" პრეზიდენტი იყო, შემდეგ კი დავით შავლიაშვილის მოადგილედ დაინიშნა.

ჯავახიშვილს ბოლო დეკლარაცია 2015 წლის 26 იანვარს აქვს შევსებული. უცნაურია, მაგრამ ნოდარ ჯავახიშვილის ქონებრივი დეკლარაცია საკმაოდ მწირია. თუ მისი დეკლარაციით ვიმსჯელებთ, მას არც სახლი აქვს და არც მანქანა ჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ| ივანიშვილის ბანკის გენერალური დირექტორობიდან მინისტრობამდე: მნიშვნელოვანი ამბები ნოდარ ჯავახიშვილის ცხოვრებიდან

ნოდარ ჯავახიშვილი ფლობს 1000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს მცხეთაში.

საბანკო ანგარიშების გრაფაში მითითებული აქვს, რომ  3 360 ლარი (+კრედიტი) რაოდენობის საპენსიო ანგარიში აქვს "ლიბერთი ბანკში".

სახელფასო ანგარიში აქვს "თი ბი სი" და "ქართუ" ბანკში. "თი ბი სი " ბანკის ანგარიშზე მას 3 465 ლარი (კრედიტი +), ხოლო "ქართუ" ბანკში 7 617 ლარი (კრედიტი +) აქვს.

მას კიდევ ერთი ანგარიში აქვს "ქართუ ბანკში". მიმდინარე ანგარიშზე ჯავახიშვილს 56.56 ლარი (კრედიტი +) ერიცხება.

გრაფაში, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული თანხა, რომლის რაოდენობაც 4000 ლარს აღემატება, ჯავახიშვილს მითითებული აქვს, რომ ის ფლობს 30 000 ლარს და 10 000 დოლარს.

2014 წელს "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორის პოსტზე მუშაობის სანაცვლოდ მიღებული აქვს 129 435 ლარი, ხოლო "ქართუ ჯგუფში" იგივე თანამდებობაზე მუშაობის სანაცვლოდ მიღებული აქვს 21358.70 ლარი.

რაც შეეხება მის მიერ გაწეულ ხარჯებს, მას დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 3 200 ლარი გადახდილი აქვს სწავლაში, 3 811 ლარი - მგზავრობაში და 50 000 ლარის შემოწირულობები აქვს გაღებული.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."