პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს
ბიძინა ივანიშვილი - გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი "ოპო­ზი­ცი­ა­შია გუნდთან და ამას ვერ ამ­ხელს". ამის შე­სა­ხებ ივა­ნიშ­ვილ­მა "კვი­რის 2030"-ში გა­ნა­ცხა­და.

"იმით, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ფერ­ზე აგებს პა­სუხს [პრე­ზი­დენ­ტი], ყვე­ლა­ზე დიდი ლე­გი­ტი­მა­ცია ეძ­ლე­ვა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ კაცს ვე­რა­ფერს მოს­თხოვ, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა კი­თხვის­გან და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია და შე­უძ­ლია, გა­მა­ერ­თი­ა­ნებ­ლის რო­ლიც ითა­მა­შოს, არ­ბიტ­რის რო­ლიც. მის სი­ტყვას უნდა ჰქონ­დეს მთა­ვა­რი ძალა და დატ­ვირ­თვა. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი და საპ­რე­ზი­დენ­ტო ინ­სტი­ტუ­ტი ვერ და­იკ­ვეხ­ნის. მე რამ­დენ­ჯერ­მე მქონ­და გა­მოს­ვლა და მი­ვა­ნიშ­ნე მის პო­ლი­ტი­კურ არა­კო­რექ­ტუ­ლო­ბა­ზე, რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბი­დან მე­ო­რე დღეს­ვე და­უ­პი­რის­პირ­და სა­კუ­თარ გუნდს, რო­მელ­მაც მო­იყ­ვა­ნა პრე­ზი­დენ­ტად. მსგავ­სი შე­იძ­ლე­ბა მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის ის­ტო­რი­ა­ში ვერ გა­იხ­სე­ნოთ. დღე­საც შე­მიძ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნო - პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში შეს­ვლა, მისი ვე­ტო­ზე მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი მოდა, ნიუ იორკში წას­ვლა­ზე ჭირ­ვე­უ­ლო­ბა და აშ­კა­რა გა­უ­გებ­რო­ბა­ში შეს­ვლა. ნიუ იორკში წას­ვლას მას რა­ტომ­ღაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" "ელჩი" დღე­საც ია­კო­ბაშ­ვი­ლი ულა­გებ­და. ასო­ცი­რე­ბის ხელ­მო­წე­რა­ზე გა­ვიხ­სე­ნოთ რო­გორ გა­დას­ცა დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად პრე­მი­ერს ის, რაც თა­ვად არ ეკუთ­ვნო­და, პრო­კუ­რა­ტუ­რას გრიფს არ უხ­სნი­და პრე­ზი­დენ­ტის საქ­მე­ზე, სამ­ჯერ შეხ­ვდნენ პრო­კუ­რო­რე­ბი და სა­მი­ვე­ჯერ უარი უთხრა, სა­ნამ მე­დი­ით არ გა­სა­ჯა­როვ­და. მოკ­ლედ, ოპო­ზი­ცი­ა­შია გუნდთან და ამას ვერ ამ­ხელს, თუმ­ცა მთელ მის ქმე­დე­ბებ­ში ეს მჟღავ­ნდე­ბა და ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­მომ­ჟღავ­ნდა, როცა "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" უმ­რავ­ლე­სო­ბას გა­მო­ეყვნენ. მა­ნამ­დე მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ვერ ახერ­ხებ­და და ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვაც ვერ მო­ა­ხერ­ხა პეტ­რი­აშ­ვილ­თან. რო­გორც კი ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ვიდ­ნენ, სას­წრა­ფოდ მო­ა­ხერ­ხა მათ­თან და­მე­გობ­რე­ბა და რიგ­გა­რე­შე სხდო­მაც და­უ­ნიშ­ნა", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი იმე­ო­რებს ოპო­ზი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბებს რო­გორც საყ­დრის­თან, ისე ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. "დღე­საც ვიწ­ვევ მას პი­რა­დად და მის დამ­ცვე­ლებს, რას ნიშ­ნავს ეს ყო­ვე­ლი­ვე, რაც ჩა­მოვ­თვა­ლე?", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, არც ერთი ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი კა­ნონ­დარ­ღვე­ვას არ წარ­მო­ად­გენს, გარ­და იმი­სა, რომ არ­სე­ბოსბ კი­თხვა - რამ­დე­ნად აქვს მარ­გვე­ლაშ­ვილს უფ­ლე­ბა 16 000 კვ/მ ფარ­თო­ბის სა­სახ­ლე­ში იყოს, რო­დე­საც მას მხო­ლოდ 6 000 კვ/მ სჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბამ გა­უ­რე­მონ­ტა და ახლა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა ობი­ექ­ტის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ.

"რას ჰქვია ეს? 10 000 კვ/მ არის ჭარ­ბი მის­თვის, მე უკვე გა­ვა­კე­თე მი­ნიშ­ნე­ბა და არა­ვის აინ­ტე­რე­სებს - ოპო­ზი­ცია, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მე­თა­უ­რო­ბით, ცდი­ლობს ხი­დე­ბი აა­გონ და კრი­ტი­კა­ში არ ჩა­ერ­თონ, მთავ­რო­ბა ვერ ბე­დავს, უმ­რავ­ლე­სო­ბა კეკ­ლუ­ცობს. აბა ნა­ხეთ, 10 000 კვ/მ ისეთ ად­გილ­ზე, სა­დაც ის სა­სახ­ლე დგას, თვე­ში მი­ნი­მუმ 15-20 დო­ლა­რი ღირს კვად­რა­ტის გა­ქი­რა­ვე­ბა, გა­და­ამ­რავ­ლეთ და ეს 5 მი­ლი­ო­ნი ლა­რია, ამას ემა­ტე­ბა კო­მუ­ნა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბი 900 000. 5-6 მი­ლი­ო­ნი ლა­რია, რო­მელ­საც ეს კაცი თა­ვი­სი ფუ­ფუ­ნე­ბის­თვის არ თმობს და აქვს ამის უფ­ლე­ბა?", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ბიძინა ივანიშვილი - გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს

ბიძინა ივანიშვილი - გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის აზრით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს". ამის შესახებ ივანიშვილმა "კვირის 2030"-ში განაცხადა.

"იმით, რომ პრაქტიკულად არაფერზე აგებს პასუხს [პრეზიდენტი], ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია ეძლევა იმ მიმართულებით, რომ კაცს ვერაფერს მოსთხოვ, შესაბამისად, ყველა კითხვისგან და პასუხისმგებლობისგან თავისუფალია და შეუძლია, გამაერთიანებლის როლიც ითამაშოს, არბიტრის როლიც. მის სიტყვას უნდა ჰქონდეს მთავარი ძალა და დატვირთვა. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენი პრეზიდენტი და საპრეზიდენტო ინსტიტუტი ვერ დაიკვეხნის. მე რამდენჯერმე მქონდა გამოსვლა და მივანიშნე მის პოლიტიკურ არაკორექტულობაზე, როდესაც არჩევნებიდან მეორე დღესვე დაუპირისპირდა საკუთარ გუნდს, რომელმაც მოიყვანა პრეზიდენტად. მსგავსი შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ვერ გაიხსენოთ. დღესაც შემიძლია საზოგადოებას შევახსენო - პრეზიდენტის სასახლეში შესვლა, მისი ვეტოზე მომარჯვებული მოდა, ნიუ იორკში წასვლაზე ჭირვეულობა და აშკარა გაუგებრობაში შესვლა. ნიუ იორკში წასვლას მას რატომღაც "ნაციონალური მოძრაობის" "ელჩი" დღესაც იაკობაშვილი ულაგებდა. ასოცირების ხელმოწერაზე გავიხსენოთ როგორ გადასცა დემონსტრაციულად პრემიერს ის, რაც თავად არ ეკუთვნოდა, პროკურატურას გრიფს არ უხსნიდა პრეზიდენტის საქმეზე, სამჯერ შეხვდნენ პროკურორები და სამივეჯერ უარი უთხრა, სანამ მედიით არ გასაჯაროვდა. მოკლედ, ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს, თუმცა მთელ მის ქმედებებში ეს მჟღავნდება და ყველაზე კარგად გამომჟღავნდა, როცა "თავისუფალი დემოკრატები" უმრავლესობას გამოეყვნენ. მანამდე მათთან კომუნიკაციას ვერ ახერხებდა და ხელის ჩამორთმევაც ვერ მოახერხა პეტრიაშვილთან. როგორც კი ოპოზიციაში გადავიდნენ, სასწრაფოდ მოახერხა მათთან დამეგობრება და რიგგარეშე სხდომაც დაუნიშნა", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მარგველაშვილი იმეორებს ოპოზიციის განცხადებებს როგორც საყდრისთან, ისე ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით. "დღესაც ვიწვევ მას პირადად და მის დამცველებს, რას ნიშნავს ეს ყოველივე, რაც ჩამოვთვალე?", - განაცხადა ივანიშვილმა.

თუმცა, მისივე თქმით, არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი კანონდარღვევას არ წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ არსებოსბ კითხვა - რამდენად აქვს მარგველაშვილს უფლება 16 000 კვ/მ ფართობის სასახლეში იყოს, როდესაც მას მხოლოდ 6 000 კვ/მ სჭირდება, რომელიც მთავრობამ გაურემონტა და ახლა გააკეთა განცხადება ობიექტის პრივატიზაციის შესახებ.

"რას ჰქვია ეს? 10 000 კვ/მ არის ჭარბი მისთვის, მე უკვე გავაკეთე მინიშნება და არავის აინტერესებს - ოპოზიცია, "ნაციონალური მოძრაობის" მეთაურობით, ცდილობს ხიდები ააგონ და კრიტიკაში არ ჩაერთონ, მთავრობა ვერ ბედავს, უმრავლესობა კეკლუცობს. აბა ნახეთ, 10 000 კვ/მ ისეთ ადგილზე, სადაც ის სასახლე დგას, თვეში მინიმუმ 15-20 დოლარი ღირს კვადრატის გაქირავება, გადაამრავლეთ და ეს 5 მილიონი ლარია, ამას ემატება კომუნალური ხარჯები 900 000. 5-6 მილიონი ლარია, რომელსაც ეს კაცი თავისი ფუფუნებისთვის არ თმობს და აქვს ამის უფლება?", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."