საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინდია ჯანელიძე - ფრანგულ მხარესთან კონსულტაციები წარმატებით გრძელდება
მინდია ჯანელიძე - ფრანგულ მხარესთან კონსულტაციები წარმატებით გრძელდება

ფრან­გულ მხა­რეს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბა და ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძემ ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას სა­პა­სუ­ხოდ "მა­ესტროს ცხრი­ან­ში" გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ორი­ვე მხა­რეს სურს. მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ფრან­გულ მხა­რეს­თან არა­ნა­ი­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ გა­ფორ­მე­ბუ­ლა. ჯა­ნე­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, გა­ფორმ­და მე­მო­რან­დუ­მი და მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი.

"ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის მხრი­დან მუდ­მი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა ამ სა­კი­თხის გარ­შე­მო აჟი­ო­ტა­ჟის შექ­მნა და ჩვენ სა­ჭი­როდ ჩავ­თვა­ლეთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გან­მარ­ტე­ბა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ის რომ არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებთ და ამას ვსა­უბ­რობ­დით წარ­სულ­შიც, მაგ­რამ ვამ­ბობ­დით, რომ ხელ­მო­წე­რა გან­ხორ­ცი­ელ­და ე.წ. გან­ზრა­ხუ­ლო­ბა­თა წე­რილ­ზე, იგი­ვე მე­მო­რან­დუმ­ზე, რო­მე­ლიც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სრუ­ლი­ად სხვა სა­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი დო­კუ­მენ­ტია შე­დე­გე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მოს­დევს კონ­კრე­ტუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც უნდა შე­ას­რუ­ლონ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მხა­რე­ებ­მა, მე­მო­რან­დუ­მი კი არის დეკ­ლა­რა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს მხა­რე­ე­ბის კე­თილ ნე­ბას კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის თა­ო­ბა­ზე. ამ დო­კუ­მენტს, კი ბა­ტო­ნო, მო­ე­წე­რა ხელი. კონ­სულ­ტა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია მე­მო­რან­დუ­მის გა­რე­შეც და მე­მო­რან­დუ­მის არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­შიც. მე­მო­რან­დუ­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბა რა­ი­მე სა­ხის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ჯა­ნე­ლი­ძემ.

მის­ვე თქმით, საფ­რან­გე­თის ელჩმაც და­ა­დას­ტუ­რა, რა­საც თავ­დაც­ვის უწყე­ბა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ლა­პა­რა­კობს. "ის, რომ არა­ნა­ი­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს, არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, არა­ნა­ი­რი სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი შე­თან­ხმე­ბა არ არ­სე­ბობს, ამის შე­სა­ხებ ბა­ტონ­მა ელჩმა ნა­თე­ლი გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა", - აღ­ნიშ­ნა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს თემა პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის სა­გა­ნი გახ­და. "ეს თემა ეხე­ბა ქვეყ­ნის თავ­დაც­ვას, ეს თემა ეხე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბას, ამი­ტომ, არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ამა­ზე უპა­სუ­ხის­მგებ­ლო სა­უ­ბა­რი. პარტნი­ო­რე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ შეშ­ფო­თე­ბას, რომ არის უამ­რა­ვი მით­ქმა-მოთ­ქმა, უამ­რა­ვი ჭორი და მარ­თა­ლი ამ სა­კი­თხის გარ­შე­მო, რა­მაც და­ა­ზი­ა­ნა ჩვე­ნი ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის ინ­ტე­რე­სე­ბი. ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ვინც კვლავ აგ­რძე­ლებს ამ სა­კი­თხზე სპე­კუ­ლა­ცი­ას", - გა­ნა­ცხა­და ჯა­ნე­ლი­ძემ.

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, იმე­დოვ­ნებ­და, რომ მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე თავ­დაც­ვის უწყე­ბის გა­და­ბა­რე­ბის შემ­დეგ ბო­ლომ­დე მი­იყ­ვან­და ამ საქ­მეს, რად­გან ჯა­ნე­ლი­ძე სა­ჰა­ე­რო უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხზე სო­ლი­და­რუ­ლი იყო. "ეს იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მაა, რომ მე­გო­ნა ჩემი ჩა­მო­ცი­ლე­ბის შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მთავ­რო­ბა მას­ზე უარს არ იტყო­და. არ დავ­ფა­რავ, რომ მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე, რო­მე­ლიც ამ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ და მხო­ლოდ კო­მუ­ნი­კა­ტო­რის როლს ას­რუ­ლებ­და, უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს ფარ­გლებ­ში გან­ხილ­ვე­ბის დროს სო­ლი­და­რუ­ლად იყო ამ თე­მი­სად­მი გან­წყო­ბი­ლი და მას მხარს უჭერ­და", - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

"თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დე­რის მტკი­ცე­ბით, ამ დრო­ის­თვის საფ­რან­გეთ­თან მის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი მე­მო­რან­დუ­მის მოქ­მე­დე­ბის და მისი გაგ­რძე­ლე­ბის ვადა ამო­წუ­რუ­ლია, რის გა­მოც "შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ საფ­რან­გეთ­თან მე­მო­რან­დუ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბა არ შედ­გა".

რაც შე­ე­ხე­ბა შე­კი­თხვას, რამ­დე­ნად შე­საძ­ლოა ეს სა­ჰა­ე­რო უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის სა­კი­თხზე რუ­სე­თის კრი­ტი­კულ პო­ზი­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბო­დეს, ალა­სა­ნის თქმით, "ძა­ლი­ან ლო­გი­კუ­რია, რომ აქ მი­ზან­შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რი და­ვი­ნა­ხოთ", მაგ­რამ მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ შე­კი­თხვას პა­სუ­ხი იმ დრო­ე­ბით­მა კო­მი­სი­ამ უნდა გას­ცეს, რომ­ლის შექ­მნა­საც პარ­ლა­მენ­ტში მო­ი­თხო­ვენ.

ალა­სა­ნი­ამ ასე­ვე უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა შე­კი­თხვა, რა­ტომ თქვა სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მედ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უარი მე­მო­რან­დუ­მის გაგ­რძე­ლე­ბა­სა და ქვეყ­ნის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე. "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დე­რის გან­მარ­ტე­ბით, ეს არის შე­კი­თხვა, რო­მელ­ზეც სურს, რომ პა­სუ­ხი პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით­მა კო­მი­სი­ამ გას­ცეს.

sponsored by ContentRoom

მინდია ჯანელიძე - ფრანგულ მხარესთან კონსულტაციები წარმატებით გრძელდება

მინდია ჯანელიძე - ფრანგულ მხარესთან კონსულტაციები წარმატებით გრძელდება

ფრანგულ მხარესთან კონსულტაციები გრძელდება და ეს მოლაპარაკებები ძალიან წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას საპასუხოდ "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა.

მისი თქმით, ამ მოლაპარაკებების შედეგად მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარეს სურს. მინისტრის განცხადებით, ფრანგულ მხარესთან არანაირი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ჯანელიძის განმარტებით, გაფორმდა მემორანდუმი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

"ჩვენი ოპონენტების მხრიდან მუდმივად ხორციელდება ამ საკითხის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა და ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ საზოგადოებისთვის განმარტება გაგვეკეთებინა. ის რომ არ არსებობს არანაირი ხელშეკრულება, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ და ამას ვსაუბრობდით წარსულშიც, მაგრამ ვამბობდით, რომ ხელმოწერა განხორციელდა ე.წ. განზრახულობათა წერილზე, იგივე მემორანდუმზე, რომელიც ხელშეკრულებისგან განსხვავებით, სრულიად სხვა სახის საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტია შედეგების თვალსაზრისით. ხელშეკრულებას მოსდევს კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც უნდა შეასრულონ ხელშეკრულების მხარეებმა, მემორანდუმი კი არის დეკლარაციული ხასიათის დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს მხარეების კეთილ ნებას კონსულტაციების თაობაზე. ამ დოკუმენტს, კი ბატონო, მოეწერა ხელი. კონსულტაცია შესაძლებელია მემორანდუმის გარეშეც და მემორანდუმის არსებობის პირობებშიც. მემორანდუმი არ არის აუცილებელი წინაპირობა რაიმე სახის კონსულტაციებისთვის", - განაცხადა ჯანელიძემ.

მისვე თქმით, საფრანგეთის ელჩმაც დაადასტურა, რასაც თავდაცვის უწყება დიდი ხნის განმავლობაში ლაპარაკობს. "ის, რომ არანაირი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს, არანაირი ვალდებულება, არანაირი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება არ არსებობს, ამის შესახებ ბატონმა ელჩმა ნათელი განმარტება გააკეთა", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა. "ეს თემა ეხება ქვეყნის თავდაცვას, ეს თემა ეხება უსაფრთხოებას, ამიტომ, არ არის მიზანშეწონილი ამაზე უპასუხისმგებლო საუბარი. პარტნიორები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ არის უამრავი მითქმა-მოთქმა, უამრავი ჭორი და მართალი ამ საკითხის გარშემო, რამაც დააზიანა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ინტერესები. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ვინც კვლავ აგრძელებს ამ საკითხზე სპეკულაციას", - განაცხადა ჯანელიძემ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, იმედოვნებდა, რომ მინდია ჯანელიძე თავდაცვის უწყების გადაბარების შემდეგ ბოლომდე მიიყვანდა ამ საქმეს, რადგან ჯანელიძე საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხზე სოლიდარული იყო. "ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ მეგონა ჩემი ჩამოცილების შემდეგ ხელისუფლება და მთავრობა მასზე უარს არ იტყოდა. არ დავფარავ, რომ მინდია ჯანელიძე, რომელიც ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკატორის როლს ასრულებდა, უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში განხილვების დროს სოლიდარულად იყო ამ თემისადმი განწყობილი და მას მხარს უჭერდა", - განაცხადა ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის მტკიცებით, ამ დროისთვის საფრანგეთთან მის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის მოქმედების და მისი გაგრძელების ვადა ამოწურულია, რის გამოც "შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფრანგეთთან მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმება არ შედგა".

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შესაძლოა ეს საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მემორანდუმის საკითხზე რუსეთის კრიტიკულ პოზიციას უკავშირდებოდეს, ალასანის თქმით, "ძალიან ლოგიკურია, რომ აქ მიზანშედეგობრივი კავშირი დავინახოთ", მაგრამ მისივე განმარტებით, აღნიშნულ შეკითხვას პასუხი იმ დროებითმა კომისიამ უნდა გასცეს, რომლის შექმნასაც პარლამენტში მოითხოვენ.

ალასანიამ ასევე უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, რატომ თქვა საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ უარი მემორანდუმის გაგრძელებასა და ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვის უზრუნველყოფაზე. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის განმარტებით, ეს არის შეკითხვა, რომელზეც სურს, რომ პასუხი პარლამენტის დროებითმა კომისიამ გასცეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."