მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შიდა შოკები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები" - ინტერვიუ ხადურთან, რომელიც ეთერში ჯერ არ გასულა, ინტერნეტჰიტი გახდა
"შიდა შოკები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები" - ინტერვიუ ხადურთან, რომელიც ეთერში ჯერ არ გასულა, ინტერნეტჰიტი გახდა

შიდა შო­კე­ბი არ გვაქვს, მაგ­რამ გვაქვს პა­ტა­რა შო­კუ­ნი­ე­ბი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა, ნო­დარ ხა­დურ­მა "პა­ლიტ­რა TV"-ის გა­და­ცე­მა "ბიზ­ნეს-PRESS"-სთან , ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ეკო­ნო­მი­კურ პრო­ცე­სებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, "შო­კუ­ნი­ებს" წარ­მო­ად­გენს ოპო­ნენ­ტე­ბის სურ­ვი­ლი, "სა­ქარ­თვე­ლო ცე­ცხლში გახ­ვე­უ­ლი ნა­ხოს".

ამას­თან, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა გარე ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად შიდა ფაქ­ტო­რე­ბი­თაც არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც უპირ­ვე­ლე­სია ეკო­ნო­მი­კურ ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი.

"თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, არის პრობ­ლე­მე­ბის ჯაჭ­ვი და ერ­თგვა­რი დო­მი­ნოს ეფექ­ტი. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ შიდა ფაქ­ტო­რებს, და­ვი­წყოთ იმით, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის მო­ლო­დი­ნე­ბი იყო გა­ცი­ლე­ბით უფრო სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა, რაც ვერ მი­ვი­ღეთ. გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­თვის აქვთ, უნდა ჰქონ­დეთ და ეს ძა­ლი­ან კარ­გია. მსოფ­ლი­ოს ეკო­ნო­მი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­ში არის მთე­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც მო­ლო­დი­ნებ­ზეა აგე­ბუ­ლი და ხალ­ხმა ამ მო­ლო­დი­ნე­ბის შეს­წავ­ლა­ში ნო­ბე­ლის პრე­მი­აც აიღო - ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გო­რი­ცაა მო­ლო­დი­ნი, მო­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დი არის ისე­თი­ვე, თუ რა­ი­მე შო­კე­ბი არ ხდე­ბა. შოკი შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც გარე, ისე შიდა. გარე შო­კებ­ზე ბევ­რს არ მოვ­ყვე­ბი, რაც შე­ე­ხე­ბა შიდა შო­კებს, შიდა შო­კე­ბი, მად­ლო­ბა ღმერ­თს არ გვაქვს, მაგ­რამ გვაქვს პა­ტა­რა შო­კუ­ნი­ე­ბი და ეს პა­ტა­რა შო­კუ­ნი­ე­ბი არის სურ­ვი­ლი ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის, რომ ნა­ხონ ცე­ცხლში გახ­ვე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ ამას, ეს არის ყვე­ლაფ­რის გა­ბა­ი­ბუ­რე­ბის მცდე­ლო­ბა, ეს არის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ნი­ჰი­ლიზ­მის და­თეს­ვის მცდე­ლო­ბა, ეს არის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ხვა­ლინ­დე­ლი დღის იმე­დის და­კარ­გვის მცდე­ლო­ბა, რა­საც ცდი­ლო­ბენ ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი – არც ჰქვი­ათ მათ ოპო­ნენ­ტე­ბი – ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­მო­ბღა­უ­ჭე­ბუ­ლე­ბი არი­ან თა­ვი­ანთ წარ­სულს. ეს არის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის. რო­გორ ფიქ­რობთ ახლა, ვი­ღა­ცა რომ და­ი­წყებს სა­უ­ბარს იდი­ო­ტურ იდე­ა­ზე, რო­მელ­საც "იმ­პიჩ­მენ­ტი" ჰქვია, ეს ბიზ­ნეს­მე­ნებს გა­ა­ხა­რებს, გა­მო­იქ­ცე­ვი­ან და აქ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ჩა­დე­ბენ? ან რა­ღაც სცე­ნა­რე­ბის გა­მე­ო­რე­ბას რომ ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცას და­პირ­დე­ბა, ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კარ­გი იქ­ნე­ბა? ამი­ტომ ვამ­ბობ, ჩვენ კომ­პლექ­სუ­რად უნდა შევ­ხე­დოთ სი­ტუ­ა­ცი­ას", - აცხა­დებს ხა­დუ­რი.

"პა­ლიტ­რა TV"-ის გა­და­ცე­მა "ბიზ­ნეს-PRESS"-თან ნო­დარ ხა­დუ­რის ინ­ტერ­ვი­უს მა­ყუ­რე­ბე­ლი სრუ­ლად 30 მარტს, 22.30 იხი­ლავს. ინ­ტერ­ვიუ "გა­ზეთ კვი­რის" პა­ლიტ­რის 30 მარ­ტის ნო­მერ­შიც გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"შიდა შოკები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები" - ინტერვიუ ხადურთან, რომელიც ეთერში ჯერ არ გასულა, ინტერნეტჰიტი გახდა

"შიდა შოკები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები" - ინტერვიუ ხადურთან, რომელიც ეთერში ჯერ არ გასულა, ინტერნეტჰიტი გახდა

შიდა შოკები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა "პალიტრა TV"-ის გადაცემა "ბიზნეს-PRESS"-სთან , ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, "შოკუნიებს" წარმოადგენს ოპონენტების სურვილი, "საქართველო ცეცხლში გახვეული ნახოს".

ამასთან, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, შექმნილი ვითარება გარე ფაქტორებთან ერთად შიდა ფაქტორებითაც არის განპირობებული, რომელთა შორისაც უპირველესია ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მოსახლეობის გადაჭარბებული მოლოდინები.

"თავისთავად ცხადია, არის პრობლემების ჯაჭვი და ერთგვარი დომინოს ეფექტი. რაც შეეხება უშუალოდ შიდა ფაქტორებს, დავიწყოთ იმით, რომ მოსახლეობის მოლოდინები იყო გაცილებით უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც ვერ მივიღეთ. გადაჭარბებული მოლოდინები ადამიანებს ყოველთვის აქვთ, უნდა ჰქონდეთ და ეს ძალიან კარგია. მსოფლიოს ეკონომიკურ მეცნიერებაში არის მთელი მიმდინარეობა, რომელიც მოლოდინებზეა აგებული და ხალხმა ამ მოლოდინების შესწავლაში ნობელის პრემიაც აიღო - ხშირ შემთხვევაში, როგორიცაა მოლოდინი, მომავალი პერიოდი არის ისეთივე, თუ რაიმე შოკები არ ხდება. შოკი შეიძლება იყოს როგორც გარე, ისე შიდა. გარე შოკებზე ბევრს არ მოვყვები, რაც შეეხება შიდა შოკებს, შიდა შოკები, მადლობა ღმერთს არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები და ეს პატარა შოკუნიები არის სურვილი ჩვენი ოპონენტების, რომ ნახონ ცეცხლში გახვეული საქართველო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, ეს არის ყველაფრის გაბაიბურების მცდელობა, ეს არის მოსახლეობაში ნიჰილიზმის დათესვის მცდელობა, ეს არის ადამიანებისთვის ხვალინდელი დღის იმედის დაკარგვის მცდელობა, რასაც ცდილობენ ჩვენი ოპონენტები – არც ჰქვიათ მათ ოპონენტები – ადამიანები, რომლებიც ჩამობღაუჭებულები არიან თავიანთ წარსულს. ეს არის მთავარი პრობლემა საქართველოს ეკონომიკის. როგორ ფიქრობთ ახლა, ვიღაცა რომ დაიწყებს საუბარს იდიოტურ იდეაზე, რომელსაც "იმპიჩმენტი" ჰქვია, ეს ბიზნესმენებს გაახარებს, გამოიქცევიან და აქ ინვესტიციებს ჩადებენ? ან რაღაც სცენარების გამეორებას რომ ვიღაცა ვიღაცას დაპირდება, ეს საქართველოსთვის კარგი იქნება? ამიტომ ვამბობ, ჩვენ კომპლექსურად უნდა შევხედოთ სიტუაციას", - აცხადებს ხადური.

"პალიტრა TV"-ის გადაცემა "ბიზნეს-PRESS"-თან ნოდარ ხადურის ინტერვიუს მაყურებელი სრულად 30 მარტს, 22.30 იხილავს. ინტერვიუ "გაზეთ კვირის" პალიტრის 30 მარტის ნომერშიც გამოქვეყნდება.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა