პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვისურვებდი, რომ გუბერნატორმა სასამართლოში გიჩივლოთ" - ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს დაუპირისპირდა
"ვისურვებდი, რომ გუბერნატორმა სასამართლოში გიჩივლოთ" - ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს დაუპირისპირდა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი შიდა ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ზუ­რაბ რუ­სიშ­ვი­ლის მი­მართ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს ცი­ლის­წა­მე­ბას უწო­დებს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ისურ­ვებ­და, რომ გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ამ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის გამო ჟურ­ნა­ლისტს სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლოს და ბო­დი­ში მო­ახ­დე­ვი­ნოს.

ზუ­რაბ რუ­სიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­მი­ერს შე­კი­თხვა "თრი­ა­ლე­თის" ჟურ­ნა­ლის­ტმა და­უს­ვა. ჟურ­ნა­ლის­ტი და­ინ­ტე­რეს­და თუ ვის ევა­ლე­ბა კონ­ტრო­ლი, რომ რე­გი­ონ­ში გუ­ბერ­ნა­ტორ­მა საქ­მე აკე­თოს და არა ბიზ­ნე­სი, რად­გან ზუ­რაბ რუ­სიშ­ვი­ლი ფე­შე­ნე­ბე­ლურ სახ­ლს იშე­ნებს ატე­ნის ხე­ო­ბა­ში და ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი აქვს სას­ტუმ­რო­ში, რო­მე­ლიც ახლა შენ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბა რუ­სიშ­ვი­ლის მუ­შა­ო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლოა და აცხა­დე­ბენ, რომ გუ­ბერ­ნა­ტო­რი სა­მუ­შაო კა­ბი­ნე­ტი­დან მხო­ლოდ მა­შინ გა­მო­დის, რო­დე­საც რე­გი­ონ­ში მი­ნის­ტრე­ბი ჩა­დი­ან.

"გუ­ბერ­ნა­ტო­რი იმ­დე­ნად უპა­სუ­ხის­მგებ­ლოა, რომ ზის კა­ბი­ნეტ­ში, აშე­ნებს სახ­ლს კა­ბი­ნე­ტი­დან გა­უს­ვლე­ლად, ბიზ­ნე­სე­ბი და სას­ტუმ­რო­ე­ბი აქვს? თქვენ ჟურ­ნა­ლის­ტი ხართ მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა არ გაქვთ. ის, რომ ადა­მი­ანს ცილი დას­წა­მოთ, ის, რომ ბრა­ლი წა­უ­ყე­ნოთ უსა­ფუძ­ვლოდ, არ შე­იძ­ლე­ბა. თუ გაქვთ ფაქ­ტე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეთ. მო­ვუ­წო­დებ გუ­ბერ­ნა­ტორს, რომ გა­ა­კე­თოს გან­მარ­ტე­ბა. ან უარ­ყოს ან და­ა­დას­ტუ­როს ფაქ­ტე­ბი. თქვენ ითხოვთ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბის მხრი­დან პა­ტი­ვის­ცე­მას. ისე გა­მო­დის, ჩვენ პა­ტივს გცემთ, თქვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსა­ფუძ­ვლოდ გვაკ­რი­ტი­კებთ და ბრალს გვდებთ კო­რუფ­ცი­ა­სა და ძა­ლი­ან ცუდ რა­ღა­ცე­ებ­ში. მე ვი­სურ­ვებ­დი, რომ გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გი­ჩივ­ლოთ სა­სა­მარ­თლო­ში და ბო­დი­ში მო­გახ­დე­ვი­ნოთ", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მან­ვე შეს­თა­ვა­ზა ჟურ­ნა­ლისტს, რომ თუ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი­დან არც ერთი და­დას­ტურ­დე­ბა, სა­ჯა­როდ მო­ი­ხა­დოს ბო­დი­ში, ხოლო თუ და­დას­ტურ­დე­ბა, თა­ვად პრე­მი­ე­რი მო­ახ­დენს რე­ა­გი­რე­ბას.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| რო­გორ აქი­ლი­კე­ბენ პრე­მი­ერს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" - რა ხდე­ბა Facebook-ზე, სა­ნამ ტე­ლე­ვი­ზორ­ში ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"ვისურვებდი, რომ გუბერნატორმა სასამართლოში გიჩივლოთ" - ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს დაუპირისპირდა

"ვისურვებდი, რომ გუბერნატორმა სასამართლოში გიჩივლოთ" - ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს დაუპირისპირდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისურვებდა, რომ გუბერნატორმა ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლოს და ბოდიში მოახდევინოს.

ზურაბ რუსიშვილთან დაკავშირებით პრემიერს შეკითხვა "თრიალეთის" ჟურნალისტმა დაუსვა. ჟურნალისტი დაინტერესდა თუ ვის ევალება კონტროლი, რომ რეგიონში გუბერნატორმა საქმე აკეთოს და არა ბიზნესი, რადგან ზურაბ რუსიშვილი ფეშენებელურ სახლს იშენებს ატენის ხეობაში და ბიზნესინტერესები აქვს სასტუმროში, რომელიც ახლა შენდება. მისივე თქმით, მოსახლეობა რუსიშვილის მუშაობით უკმაყოფილოა და აცხადებენ, რომ გუბერნატორი სამუშაო კაბინეტიდან მხოლოდ მაშინ გამოდის, როდესაც რეგიონში მინისტრები ჩადიან.

"გუბერნატორი იმდენად უპასუხისმგებლოა, რომ ზის კაბინეტში, აშენებს სახლს კაბინეტიდან გაუსვლელად, ბიზნესები და სასტუმროები აქვს? თქვენ ჟურნალისტი ხართ მაგრამ ყველაფრის უფლება არ გაქვთ. ის, რომ ადამიანს ცილი დასწამოთ, ის, რომ ბრალი წაუყენოთ უსაფუძვლოდ, არ შეიძლება. თუ გაქვთ ფაქტები წარმოადგინეთ. მოვუწოდებ გუბერნატორს, რომ გააკეთოს განმარტება. ან უარყოს ან დაადასტუროს ფაქტები. თქვენ ითხოვთ სახელმწიფო მოხელეების მხრიდან პატივისცემას. ისე გამოდის, ჩვენ პატივს გცემთ, თქვენ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებთ და ბრალს გვდებთ კორუფციასა და ძალიან ცუდ რაღაცეებში. მე ვისურვებდი, რომ გუბერნატორმა გიჩივლოთ სასამართლოში და ბოდიში მოგახდევინოთ", - განაცხადა პრემიერმა.

მანვე შესთავაზა ჟურნალისტს, რომ თუ დასახელებული ფაქტებიდან არც ერთი დადასტურდება, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, ხოლო თუ დადასტურდება, თავად პრემიერი მოახდენს რეაგირებას.

ასევე დაგაინტერესებთ| როგორ აქილიკებენ პრემიერს "ნაციონალები" - რა ხდება Facebook-ზე, სანამ ტელევიზორში ღარიბაშვილი საუბრობს

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა