"ქართული ოცნება" 36%, "ნაციონალური მოძრაობა" 14% - პარტიათა რეიტინგი IRI-ის კვლევის მიხედვით

"ქართული ოცნება" 36%, "ნაციონალური მოძრაობა" 14% - პარტიათა რეიტინგი IRI-ის კვლევის მიხედვით

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) რამდენიმე პარტიის წარმომადგენელს პოლიტიკური რეიტინგების შედეგები გააცნო. "ინტერპრესნიუსისთვის" რამდენიმე კვლევის შედეგები გახდა ცნობილი. ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევის შედეგად, კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას, "ქართული ოცნება" 36%-ით ლიდერობს.

IRI-ის კვლევების მიხედვით პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" 36%, "ნაციონალური მოძრაობა" 14%, "თავისუფალი დემოკრატები" 10%, "ლეიბორისტული პარტია" 6%, "დემოკრატიული მოძრაობა" 5%, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 5%.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა