საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მორიგი დაპირისპირება "ოცნებაში" - ელისო ჩაფიძე: "ჩემ წინააღმდეგ პროვოკაციებია დაგეგმილი"
მორიგი დაპირისპირება "ოცნებაში" - ელისო ჩაფიძე: "ჩემ წინააღმდეგ პროვოკაციებია დაგეგმილი"

"და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძი­სა და ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლის და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შიგ­ნით კი­დევ ერთი და­პი­რის­პი­რე­ბაა. დე­პუ­ტა­ტი ელი­სო ჩა­ფი­ძე "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა ირაკ­ლი ტრი­პოლ­სკის­თან აქვს. ჩა­ფი­ძის თქმით, და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია იმან, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ გარ­კვე­ულ პრო­ვო­კა­ცი­ებს აწყო­ბენ - ტყი­ბუ­ლე­ლებს ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწო­დებს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი ოთარ აბე­სა­ძე, რო­მე­ლიც ტყი­ბუ­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბას დე­პუ­ტატ­მა ტრი­პოლ­სკიმ წა­რუდ­გი­ნა და მუდ­მი­ვად ტყი­ბულ­ში იმ­ყო­ფე­ბა", - წერს გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით კი­დევ ერთი და­პი­რის­პი­რე­ბა "ოც­ნე­ბა­ში" / ელი­სო ჩა­ფი­ძე: "ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბია და­გეგ­მი­ლი".

"არი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვედ­რა ეჩ­ქა­რე­ბათ, მაგ­რამ მე მათ ვურ­ჩევ, რომ 2016 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მო­ემ­ზა­დონ ისე, რომ ამომ­რჩე­ველ­მა მათ­გან მკა­ფიო მე­სი­ჯე­ბი მი­ი­ღონ. არ­ჩევ­ნებს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვა დას­ჭირ­დე­ბა, რაც ამ ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის ფონ­ზე არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი იქ­ნე­ბა. გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი პარ­ტი­ა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­სია. ყვე­ლა პარ­ტი­ა­ში მოხ­დე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი. პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რე­ბის რე­ი­ტინ­გებს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რომ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად და­ი­გეგ­მოს, თუ სად იქ­ნე­ბა მომ­გე­ბი­ა­ნი ესა თუ ის კან­დი­და­ტი და იქ­ნე­ბა თუ არა სა­ერ­თოდ. ჩემს ყვე­ლა კო­ლე­გას დიდ პა­ტივს ვცემ და მი­მაჩ­ნია, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის რე­სურ­სი ბო­ლომ­დე არ არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. მათ კონ­კრე­ტულ სფე­რო­ებ­ში ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა შე­უძ­ლი­ათ. ახა­ლი სა­ხე­ე­ბის შე­მო­მა­ტე­ბა და ახა­ლი სის­ხლია სა­ჭი­რო, ეს ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სია, რა­საც მეც მი­ვე­სალ­მე­ბი", - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას ელი­სო ჩა­ფი­ძე.

"ვინ ოც­ნე­ბობს ტყი­ბუ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბა­ზე ამა­ზე ვერ გი­პა­სუ­ხებთ. ასე­ვე ვერ გაგ­ცემთ პა­სუხს, ვიქ­ნე­ბი თუ არა ტყი­ბუ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი. მე არც 2012 წელს მით­ქვამს, რომ ტყი­ბუ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ახლა ამა­ზე ოც­ნე­ბობს, მა­შინ ტყი­ბულ­ში გავ­ლა-გა­მოვ­ლა­საც კი ვერ გა­ბე­დავ­და. უთან­ხმო­ე­ბა ჩემ­სა და ირაკ­ლი ტრი­პოლ­სკის შო­რის არ ეხე­ბო­და ტყი­ბუ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის სა­კითხს. ეს იყო გარ­კვე­ულ პარ­ტი­ულ ვი­ზიტ­ზე, რო­მე­ლიც ტყი­ბუ­ლის რა­ი­ონ­ში იყო და­გეგ­მი­ლი. იქ გარ­კვე­ულ პრო­ვო­კა­ცი­ას ნამ­დვი­ლად ჰქონ­და ად­გი­ლი. მე დღემ­დე მა­ინ­ტე­რე­სებს, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მრჩე­ველ ოთარ აბე­სა­ძეს სხვა საქ­მე არა­ფე­რი აქვს, რომ ტყი­ბულ­ში იმ­ყო­ფე­ბო­დეს და პრო­ვო­კა­ცი­ებს აწყობ­დეს?! საკ­მა­ოდ ბევ­რს ატყუ­ებს, ტყი­ბუ­ლე­ლებს აწო­დებს ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის მიერ გა­წე­ულ სა­მუ­შა­ო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე ხალ­ხის არ­ჩე­უ­ლი ვარ და უნდა მო­მე­ცეს ჩემი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა", - გა­ნაგ­რძობს რეს­პონ­დენ­ტი და შე­კი­თხვას - "ტრი­პოლ­სკი რა შუ­ა­შია?" - პა­სუ­ხობს:

"ოთარ აბე­სა­ძე ტყი­ბუ­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბას ირაკ­ლი ტრი­პოლ­სკიმ წა­რუდ­გი­ნა, აბე­სა­ძე მას მა­მას ეძა­ხის. 2012 წელს აქ­ცი­ა­ზეც კი არ მი­ნა­ხავს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­სუ­ლი. დღეს რა როლს თა­მა­შო­ბენ და რა ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლე­ბენ, ეს მარ­თლა ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს. მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მათი მხრი­დან პრო­ვო­კა­ცი­ე­ბია და­გეგ­მი­ლი ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ და ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი საკ­რე­ბუ­ლოს წი­ნა­აღ­მდე­გაც აქვთ და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი. ეს ძალა დამ­შვი­დე­ბულ რა­ი­ონ­ში ცდი­ლობს, წყა­ლი აუ­რი­ოს, მღვრიე წყალ­ში თევ­ზებს ვინც იჭერს, ეს ძა­ლი­ან კარ­გად იცით. შე­საძ­ლოა, გა­დავ­დგა ნა­ბი­ჯი და მო­სა­ლოდ­ნელ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წი­ნას­წარ ვი­სა­უბ­რო".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

მორიგი დაპირისპირება "ოცნებაში" - ელისო ჩაფიძე: "ჩემ წინააღმდეგ პროვოკაციებია დაგეგმილი"

მორიგი დაპირისპირება "ოცნებაში" - ელისო ჩაფიძე: "ჩემ წინააღმდეგ პროვოკაციებია დაგეგმილი"

"დავით საგანელიძისა და ზაქარია ქუცნაშვილის დაპირისპირების შემდეგ ფრაქცია "ქართული ოცნების" შიგნით კიდევ ერთი დაპირისპირებაა. დეპუტატი ელისო ჩაფიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ დაპირისპირება ირაკლი ტრიპოლსკისთან აქვს. ჩაფიძის თქმით, დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ მის წინააღმდეგ გარკვეულ პროვოკაციებს აწყობენ - ტყიბულელებს ცრუ ინფორმაციას აწოდებს განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე, რომელიც ტყიბულის საზოგადოებას დეპუტატმა ტრიპოლსკიმ წარუდგინა და მუდმივად ტყიბულში იმყოფება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით კიდევ ერთი დაპირისპირება "ოცნებაში" / ელისო ჩაფიძე: "ჩემ წინააღმდეგ პროვოკაციებია დაგეგმილი".

"არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც პარლამენტში მოხვედრა ეჩქარებათ, მაგრამ მე მათ ვურჩევ, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის მოემზადონ ისე, რომ ამომრჩეველმა მათგან მკაფიო მესიჯები მიიღონ. არჩევნებს სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური ხარჯების გაწევა დასჭირდება, რაც ამ ეკონომიკური კრიზისის ფონზე არარაციონალური იქნება. გადაადგილებები პარტიაში ჩვეულებრივი პროცესია. ყველა პარტიაში მოხდება ცვლილებები. პოლიტიკური ფიგურების რეიტინგებს აქვს მნიშვნელობა, რომ რაციონალურად დაიგეგმოს, თუ სად იქნება მომგებიანი ესა თუ ის კანდიდატი და იქნება თუ არა საერთოდ. ჩემს ყველა კოლეგას დიდ პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების რესურსი ბოლომდე არ არის გამოყენებული. მათ კონკრეტულ სფეროებში ძალიან სერიოზული ნაბიჯის გადადგმა შეუძლიათ. ახალი სახეების შემომატება და ახალი სისხლია საჭირო, ეს ნორმალური პროცესია, რასაც მეც მივესალმები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ელისო ჩაფიძე.

"ვინ ოცნებობს ტყიბულის მაჟორიტარობაზე ამაზე ვერ გიპასუხებთ. ასევე ვერ გაგცემთ პასუხს, ვიქნები თუ არა ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი. მე არც 2012 წელს მითქვამს, რომ ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი ვიქნები-მეთქი. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ახლა ამაზე ოცნებობს, მაშინ ტყიბულში გავლა-გამოვლასაც კი ვერ გაბედავდა. უთანხმოება ჩემსა და ირაკლი ტრიპოლსკის შორის არ ეხებოდა ტყიბულის მაჟორიტარობის საკითხს. ეს იყო გარკვეულ პარტიულ ვიზიტზე, რომელიც ტყიბულის რაიონში იყო დაგეგმილი. იქ გარკვეულ პროვოკაციას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. მე დღემდე მაინტერესებს, განათლების მინისტრის მრჩეველ ოთარ აბესაძეს სხვა საქმე არაფერი აქვს, რომ ტყიბულში იმყოფებოდეს და პროვოკაციებს აწყობდეს?! საკმაოდ ბევრს ატყუებს, ტყიბულელებს აწოდებს ცრუ ინფორმაციას მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოებთან დაკავშირებით. მე ხალხის არჩეული ვარ და უნდა მომეცეს ჩემი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება", - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვას - "ტრიპოლსკი რა შუაშია?" - პასუხობს:

"ოთარ აბესაძე ტყიბულის საზოგადოებას ირაკლი ტრიპოლსკიმ წარუდგინა, აბესაძე მას მამას ეძახის. 2012 წელს აქციაზეც კი არ მინახავს ეს ადამიანები გამოსული. დღეს რა როლს თამაშობენ და რა ფუნქციას ასრულებენ, ეს მართლა ძალიან მაინტერესებს. მაქვს ინფორმაცია, რომ მათი მხრიდან პროვოკაციებია დაგეგმილი ჩემ წინააღმდეგ და ასევე ადგილობრივი საკრებულოს წინააღმდეგაც აქვთ დაგეგმილი პროვოკაციები. ეს ძალა დამშვიდებულ რაიონში ცდილობს, წყალი აურიოს, მღვრიე წყალში თევზებს ვინც იჭერს, ეს ძალიან კარგად იცით. შესაძლოა, გადავდგა ნაბიჯი და მოსალოდნელ პროვოკაციაზე წინასწარ ვისაუბრო".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა