პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი Forbes-ის 2015 წლის მილიარდერთა რეიტინგში - უახლესი მონაცემები
რომელ ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი Forbes-ის 2015 წლის მილიარდერთა რეიტინგში - უახლესი მონაცემები

Forbes-ი პლა­ნე­ტის 500 უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნის ახალ რე­ი­ტინგს აქ­ვეყ­ნებს. მი­უ­ხე­და­ვად გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა - (ნავ­თობ­ზე ფა­სე­ბის მკვეთ­რად და­ცე­მა, ევ­როს და­სუს­ტე­ბა, დაქ­ცე­უ­ლი რუბ­ლი) გა­სუ­ლი წელი მი­ლი­არ­დე­რე­ბის­თვის საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოდ­გა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Forbes-ის ყვე­ლა­ზე მდი­დარ ადა­მი­ან­თა რე­ი­ტინ­გმა წელს მი­ლი­არ­დერ­თა ახა­ლი რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა მო­იც­ვა - 1,826 მი­ლი­არ­დე­რი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. წელს პრეს­ტი­ჟულ რე­ი­ტინგს 290 ახა­ლი სახე შე­ე­მა­ტა, ხოლო მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ქო­ნე­ბის სა­ერ­თო მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 7.05 ტრი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. მათ­გან 500 უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნის ქო­ნე­ბა 4.7 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

სა­ქარ­თვე­ლო ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ე­ბი Forbes-ის რე­ი­ტინ­გში გა­უ­ა­რეს­და. ივა­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნალ Forbes-ის მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ი­ტინ­გში 270-ე ად­გი­ლი­დან 291 ად­გილ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა.

შარ­შან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა 5.2 მი­ლი­არდ აშშ დო­ლა­რად ფა­სობ­და, 5.2 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა წელ­საც, თუმ­ცა მისი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა რე­ი­ტინ­გში ახა­ლი მი­ლი­არ­დე­რე­ბის გა­მო­ჩე­ნამ გა­ნა­პი­რო­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად ზუს­ტად იმა­ვე მო­ცუ­ლო­ბის ქო­ნე­ბით 291-ე ად­გილს იკა­ვებს კი­დევ 9 მი­ლი­არ­დე­რი.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კვლავ ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც Forbes-ის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ი­ტინ­გში შე­დის.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­ი­ტინ­გის პირ­ველ ხუ­თე­ულს, ბილ გე­ით­სი კვლავ პირ­ველ ად­გილ­ზე რჩე­ბა 79.2 მლრდ-იანი ქო­ნე­ბით, ხოლო მას მოს­დევს მექ­სი­კე­ლი მი­ლი­არ­დე­რი კარ­ლოს სლიმ ჰელუ (77.1 მლრდ), რო­მე­ლიც შარ­შან­დელ რე­ი­ტინ­გში ასე­ვე მე­ო­რე პო­ზი­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსოფ­ლი­ოს ამ ორმა უმ­დიდ­რეს­მა ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი ქო­ნე­ბა გა­ზარ­და - 2014 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით ბილ გე­ით­სის ქო­ნე­ბა 76 მლრდ დო­ლარს, ხოლო კარ­ლოს სლიმ ჰე­ლუს ქო­ნე­ბა 72 მლრდ დო­ლარს შე­ად­გენ­და.

რი­ე­ტინ­გში მე­ო­თხე ად­გი­ლი­დან მე­სა­მე პო­ზი­ცი­ა­ზე გად­მო­ი­ნაც­ვლა უო­რენ ბა­ფეტ­მა. Berkshire Hathaway-ს 84 წლის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის ქო­ნე­ბა წელს 72.7 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს (შარ­შან 58.2 მლრდ დო­ლა­რი).

მე­ო­თხე პო­ზი­ცი­ა­ზე გა­და­ვი­და ეს­პა­ნე­ლი ამან­სიო ორ­ტე­გა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად ტან­საც­მლის ხა­ზის, Zara-ს გამო სცნო­ბენ. 78 წლის ორ­ტე­გას ქო­ნე­ბა 64.5 მი­ლი­არდ აშშ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი (შარ­შან 64 მლრდ დო­ლა­რი).

წელს კვლავ მე­ხუ­თე ად­გილ­ზეა ლარი ელი­სო­ნი. Oracle-ს 70 წლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი 54.3 მი­ლი­არდ აშშ დო­ლა­რი­ა­ნი ქო­ნე­ბის პატ­რო­ნია (შარ­შან 48 მლრდ დო­ლა­რი).

უმ­დიდ­რეს ადა­მი­ან­თა ათე­ულ­ში წელს ორი ქა­ლია. რე­ი­ტინ­გის მე-8 ად­გილ­ზეა Wal-Mart-ის თა­ნა­ხელ­მძღვა­ნე­ლი, კრის­ტი ვალ­ტო­ნი, რომ­ლის ქო­ნე­ბა­მაც 41.7 დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა (შარ­შან 36.7 მლრდ დო­ლა­რი).

ათე­ულს აგ­ვირ­გვი­ნებს L'Oreal-ის მფლო­ბე­ლი ლი­ლი­ან ბე­ტან­კუ­რი და მისი ქო­ნე­ბა 40.1 მლრდ დო­ლა­რია (შარ­შან 34,5 მლრდ დო­ლა­რი).

ambebi.ge

რომელ ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი Forbes-ის 2015 წლის მილიარდერთა რეიტინგში - უახლესი მონაცემები

რომელ ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი Forbes-ის 2015 წლის მილიარდერთა რეიტინგში - უახლესი მონაცემები

Forbes-ი პლანეტის 500 უმდიდრესი ადამიანის ახალ რეიტინგს აქვეყნებს. მიუხედავად გლობალური ეკონომიკური პრობლემებისა - (ნავთობზე ფასების მკვეთრად დაცემა, ევროს დასუსტება, დაქცეული რუბლი) გასული წელი მილიარდერებისთვის საკმაოდ კარგი გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის ყველაზე მდიდარ ადამიანთა რეიტინგმა წელს მილიარდერთა ახალი რეკორდული რაოდენობა მოიცვა - 1,826 მილიარდერი მსოფლიოს მასშტაბით. წელს პრესტიჟულ რეიტინგს 290 ახალი სახე შეემატა, ხოლო მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონების საერთო მაჩვენებელმა 7.05 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მათგან 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება 4.7 ტრილიონი დოლარია.

საქართველო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოზიციები Forbes-ის რეიტინგში გაუარესდა. ივანიშვილმა ჟურნალ Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 270-ე ადგილიდან 291 ადგილზე გადაინაცვლა.

შარშან ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.2 მილიარდ აშშ დოლარად ფასობდა, 5.2 მილიარდ დოლარს შეადგენს ბიძინა ივანიშვილის ქონება წელსაც, თუმცა მისი პოზიციების გაუარესება რეიტინგში ახალი მილიარდერების გამოჩენამ განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილთან ერთად ზუსტად იმავე მოცულობის ქონებით 291-ე ადგილს იკავებს კიდევ 9 მილიარდერი.

მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილი კვლავ ერთადერთი ქართველია, რომელიც Forbes-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში შედის.

რაც შეეხება რეიტინგის პირველ ხუთეულს, ბილ გეითსი კვლავ პირველ ადგილზე რჩება 79.2 მლრდ-იანი ქონებით, ხოლო მას მოსდევს მექსიკელი მილიარდერი კარლოს სლიმ ჰელუ (77.1 მლრდ), რომელიც შარშანდელ რეიტინგში ასევე მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ამ ორმა უმდიდრესმა ადამიანმა თავისი ქონება გაზარდა - 2014 წლის მონაცემებით ბილ გეითსის ქონება 76 მლრდ დოლარს, ხოლო კარლოს სლიმ ჰელუს ქონება 72 მლრდ დოლარს შეადგენდა.

რიეტინგში მეოთხე ადგილიდან მესამე პოზიციაზე გადმოინაცვლა უორენ ბაფეტმა. Berkshire Hathaway-ს 84 წლის აღმასრულებელი დირექტორის ქონება წელს 72.7 მილიარდ დოლარს შეადგენს (შარშან 58.2 მლრდ დოლარი).

მეოთხე პოზიციაზე გადავიდა ესპანელი ამანსიო ორტეგა, რომელსაც ყველაზე მეტად ტანსაცმლის ხაზის, Zara-ს გამო სცნობენ. 78 წლის ორტეგას ქონება 64.5 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული (შარშან 64 მლრდ დოლარი).

წელს კვლავ მეხუთე ადგილზეა ლარი ელისონი. Oracle-ს 70 წლის დამფუძნებელი 54.3 მილიარდ აშშ დოლარიანი ქონების პატრონია (შარშან 48 მლრდ დოლარი).

უმდიდრეს ადამიანთა ათეულში წელს ორი ქალია. რეიტინგის მე-8 ადგილზეა Wal-Mart-ის თანახელმძღვანელი, კრისტი ვალტონი, რომლის ქონებამაც 41.7 დოლარი შეადგინა (შარშან 36.7 მლრდ დოლარი).

ათეულს აგვირგვინებს L'Oreal-ის მფლობელი ლილიან ბეტანკური და მისი ქონება 40.1 მლრდ დოლარია (შარშან 34,5 მლრდ დოლარი).

ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა