მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
IDFI: ყველაზე მაღალი შემოსავალი 2014 წელს თეა წულუკიანს აქვს მიღებული - მინისტრებისა და მათი მოადგილეების შემოსავლები
IDFI: ყველაზე მაღალი შემოსავალი 2014 წელს თეა წულუკიანს აქვს მიღებული - მინისტრებისა და მათი მოადგილეების შემოსავლები

IDFI-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი 2014 წელს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ანს აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ორ­გა­ნი­ზა­ცია მი­ნის­ტრე­ბი­სა და მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბის 2014 წლის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით, მი­ნის­ტრებს ყო­ველ­თვი­უ­რი სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი 4 435 ლა­რი­დან 2710 ლა­რამ­დე შე­უმ­ცირ­დათ. შე­სა­ბა­მი­სად, 2014 წლის იან­ვრის თვის შემ­დგომ მი­ნის­ტრის ყო­ველ­თვი­უ­რი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს (3540 ლარი) და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის (2 710 ლარი) სა­ხით ჯამ­ში 6 250 ლა­რის ოდე­ნო­ბით (ხელ­ზე 5 000 ლარი) გა­ნი­სა­ზღვრა.

სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­როს ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­ჯა­რო თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დებ­ზე პრო­აქ­ტი­უ­ლად გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, IDFI შე­ე­ცა­და გა­მო­ერ­კვია, თუ რამ­დე­ნად შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია მი­ნის­ტრე­ბის 2014 წლის სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბით გან­სა­ზღვრულ შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბას­თან, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მი­ნის­ტრის წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი გან­სა­ზღვრუ­ლია 75 000 (ხელ­ზე 60 000) ლა­რის ოდე­ნო­ბით.

IDFI ხაზს უს­ვამს, რომ ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი აი­სა­ხე­ბა წინა წლის მდგო­მა­რე­ო­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, 2014 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­ნის­ტრის შე­მო­სავ­ლე­ბი სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­როს ვებ-გვერ­დზე ხელ­მი­საწ­ვდო­მია მხო­ლოდ იმ მი­ნის­ტრე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რომ­ლებ­საც 2015 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან დღემ­დე წარ­დგე­ნი­ლი აქვთ ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია.

რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით ირ­კვე­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ანს 2014 წელს სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი აქვს 87 500 ლარი (ხელ­ზე 70 000 ლარი), აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხი­დან, რო­გორც 75 000 ლარი მის თა­ნამ­დე­ბობ­რივ სარ­გოს წარ­მო­ად­გენს და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით გან­სა­ზღვრულ სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მატს წარ­მო­ად­გენს, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი 12 500 ლარი იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს მი­ღე­ბუ­ლი აქვს პრე­მი­ის ან სხვა და­ნა­მა­ტის სა­ხით.

სულ 81 569 ლარი შე­ად­გი­ნა 2014 წელს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბამ. რო­გორც ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის, ისე გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრ თა­მარ სა­ნი­კი­ძის ანა­ზღა­უ­რე­ბამ 81 250 ლარი შე­ად­გი­ნა. კვი­რი­კაშ­ვი­ლი­სა და სა­ნი­კი­ძის შემ­თხვე­ვა­ში თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის გარ­და, თი­თო­ე­ულს 2014 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი აქვს 6 250 ლა­რის ოდე­ნო­ბის პრე­მია ან სხვა და­ნა­მა­ტი.

და­ვით სერ­გე­ენ­კოს, კახი კა­ლა­ძი­სა და სო­ზარ სუ­ბა­რის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბამ გა­სულ წელს 75 000 ლარი შე­ად­გი­ნა. ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნისტრს და­ვით სერ­გე­ენ­კოს, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მი­ნისტრს კახა კა­ლა­ძე­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა მი­ნისტრს სო­ზარ სუ­ბარს 2014 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­მია არ მი­უ­ღი­ათ.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვი­ლის მიერ 2014 წელს სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი (72 856) კი, ძი­რი­თა­დად, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ოდ­თან.

IDFI-ის შე­ფა­სე­ბით, ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი­დან გა­მოჩ­ნდა, რომ მი­ნის­ტრე­ბის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი­სა და სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. 2014 წელს სხვა­დას­ხვა სა­მი­ნის­ტრო­ში პრე­მი­ე­ბი­სა და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბის გა­ცე­მის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, და­ვით ხუ­ციშ­ვი­ლის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ 2014 წელს მისი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი შე­ად­გენს 139 393 ლარს, სა­ი­და­ნაც თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო შე­ად­გენს მხო­ლოდ 32 640 ლარს. ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მი­ნის­ტრის თი­თო­ე­ულ მო­ად­გი­ლეს სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი აქვს და­ახ­ლო­ე­ბით 102 000 ლარი, ხოლო იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ებს თი­თო­ე­ულს - 92 000 ლარი.

IDFI-ის შე­ფა­სე­ბით, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე მოწ­მობს ის ფაქ­ტიც, რომ 2014 წელს მთელ რიგ სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში მი­ნის­ტრზე მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი აქვთ მი­ღე­ბუ­ლი მათ მო­ად­გი­ლე­ებს ან სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბამ 2014 წელს შე­ად­გი­ნა 81 559 ლარი, მა­შინ, რო­დე­საც მისი მო­ად­გი­ლის და­ვით ხუ­ციშ­ვი­ლის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბამ შე­ად­გი­ნა - 139 393 ლარი, ხოლო სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის, და­ვით ცი­ნა­რი­ძის შე­მო­სა­ვა­ლი კი 2014 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 105 920 ლარს გა­უ­ტოლ­და. მი­ნის­ტრის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე გა­ცი­ლე­ბით დიდი თან­ხა 2013 წელს მი­ღე­ბუ­ლი აქვს, აგ­რეთ­ვე, შსს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს ლე­ვან იზო­რი­ას - 145 368 ლარი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მსგავ­სად 2014 წელს მი­ნის­ტრზე მა­ღა­ლი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ებ­მა მი­ი­ღეს აგ­რეთ­ვე ენერ­გე­ტი­კი­სა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში.

IDFI აცხა­დებს, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­რე­გუ­ლირ­დეს არა მხო­ლოდ პრე­მი­რე­ბის, არა­მედ სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის გა­ცე­მის სის­ტე­მა და რომ თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო­ე­ბი­სა და პრე­მი­ე­ბის სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბა არ იყოს ერთჯე­რა­დი ქმე­დე­ბა, არა­მედ გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის რე­ფორ­მის კონ­ტექ­სტში. რე­ფორ­მამ, გარ­და ანა­ზღა­უ­რე­ბის სის­ტე­მი­სა, ასე­ვე, კომ­პლექ­სუ­რად უნდა მო­ა­წეს­რი­გოს სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი, კერ­ძოდ, გან­სა­ზღვროს სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა კლა­სი­ფი­კა­ცია, უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის გა­რან­ტი­ე­ბი, სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა გა­ნათ­ლე­ბის, მომ­ზა­დე­ბი­სა და გა­დამ­ზა­დე­ბის სის­ტე­მა და ა.შ. ვთვლით, რომ სწო­რედ ასე­თი სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა შე­უ­წყობს ხელს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დე­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

IDFI: ყველაზე მაღალი შემოსავალი 2014 წელს თეა წულუკიანს აქვს მიღებული - მინისტრებისა და მათი მოადგილეების შემოსავლები

IDFI: ყველაზე მაღალი შემოსავალი 2014 წელს თეა წულუკიანს აქვს მიღებული - მინისტრებისა და მათი მოადგილეების შემოსავლები

IDFI-ის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი შემოსავალი 2014 წელს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს აქვს მიღებული. ორგანიზაცია მინისტრებისა და მათი მოადგილეების 2014 წლის დეკლარირებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, მინისტრებს ყოველთვიური სახელფასო დანამატი 4 435 ლარიდან 2710 ლარამდე შეუმცირდათ. შესაბამისად, 2014 წლის იანვრის თვის შემდგომ მინისტრის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება თანამდებობრივი სარგოს (3540 ლარი) და სახელფასო დანამატის (2 710 ლარი) სახით ჯამში 6 250 ლარის ოდენობით (ხელზე 5 000 ლარი) განისაზღვრა.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საჯარო თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებისა და სხვადასხვა სამინისტროს ვებ-გვერდებზე პროაქტიულად განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე, IDFI შეეცადა გამოერკვია, თუ რამდენად შესაბამისობაშია მინისტრების 2014 წლის სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურებასთან, რომლის მიხედვითაც მინისტრის წლიური შემოსავალი განსაზღვრულია 75 000 (ხელზე 60 000) ლარის ოდენობით.

IDFI ხაზს უსვამს, რომ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები აისახება წინა წლის მდგომარეობით. შესაბამისად, 2014 წლის განმავლობაში, მინისტრის შემოსავლები საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მინისტრების შემთხვევაში, რომლებსაც 2015 წლის პირველი იანვრიდან დღემდე წარდგენილი აქვთ ქონებრივი დეკლარაცია.

როგორც აღნიშნული მონაცემებით ირკვევა, საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს 2014 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებული აქვს 87 500 ლარი (ხელზე 70 000 ლარი), აღნიშნული თანხიდან, როგორც 75 000 ლარი მის თანამდებობრივ სარგოს წარმოადგენს და პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სახელფასო დანამატს წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი 12 500 ლარი იუსტიციის მინისტრს მიღებული აქვს პრემიის ან სხვა დანამატის სახით.

სულ 81 569 ლარი შეადგინა 2014 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის შრომის ანაზღაურებამ. როგორც ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, ისე განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის ანაზღაურებამ 81 250 ლარი შეადგინა. კვირიკაშვილისა და სანიკიძის შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოსა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სახელფასო დანამატის გარდა, თითოეულს 2014 წლის განმავლობაში მიღებული აქვს 6 250 ლარის ოდენობის პრემია ან სხვა დანამატი.

დავით სერგეენკოს, კახი კალაძისა და სოზარ სუბარის შრომის ანაზღაურებამ გასულ წელს 75 000 ლარი შეადგინა. ამასთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძესა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარს 2014 წლის განმავლობაში პრემია არ მიუღიათ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის მიერ 2014 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები (72 856) კი, ძირითადად, დაკავშირებულია მინისტრის მოადგილედ მოღვაწეობის პერიოდთან.

IDFI-ის შეფასებით, ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან გამოჩნდა, რომ მინისტრების შრომის ანაზღაურება გარკვეულწილად დარეგულირებულია, თუმცა განსხვავებული მდგომარეობაა მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროების სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში. 2014 წელს სხვადასხვა სამინისტროში პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის განსხვავებული პრაქტიკა შეინიშნება. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ხუციშვილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2014 წელს მისი სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 139 393 ლარს, საიდანაც თანამდებობრივი სარგო შეადგენს მხოლოდ 32 640 ლარს. ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მინისტრის თითოეულ მოადგილეს სამუშაოს შესრულებით მიღებული აქვს დაახლოებით 102 000 ლარი, ხოლო იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს თითოეულს - 92 000 ლარი.

IDFI-ის შეფასებით, საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ 2014 წელს მთელ რიგ სამინისტროებში მინისტრზე მაღალი შემოსავლები აქვთ მიღებული მათ მოადგილეებს ან სხვა თანამდებობის პირებს. მაგალითად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შრომის ანაზღაურებამ 2014 წელს შეადგინა 81 559 ლარი, მაშინ, როდესაც მისი მოადგილის დავით ხუციშვილის შრომის ანაზღაურებამ შეადგინა - 139 393 ლარი, ხოლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, დავით ცინარიძის შემოსავალი კი 2014 წლის განმავლობაში 105 920 ლარს გაუტოლდა. მინისტრის შრომის ანაზღაურებაზე გაცილებით დიდი თანხა 2013 წელს მიღებული აქვს, აგრეთვე, შსს მინისტრის მოადგილეს ლევან იზორიას - 145 368 ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსად 2014 წელს მინისტრზე მაღალი შრომის ანაზღაურება მინისტრის მოადგილეებმა მიიღეს აგრეთვე ენერგეტიკისა და იუსტიციის სამინისტროში.

IDFI აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურში დარეგულირდეს არა მხოლოდ პრემირების, არამედ სახელფასო დანამატის გაცემის სისტემა და რომ თანამდებობრივი სარგოებისა და პრემიების სისტემის ცვლილება არ იყოს ერთჯერადი ქმედება, არამედ განხორციელდეს საჯარო სამსახურის რეფორმის კონტექსტში. რეფორმამ, გარდა ანაზღაურების სისტემისა, ასევე, კომპლექსურად უნდა მოაწესრიგოს საჯარო სამსახურთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ, განსაზღვროს საჯარო მოსამსახურეთა კლასიფიკაცია, უზრუნველყოს საჯარო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიები, საჯარო მოსამსახურეთა განათლების, მომზადებისა და გადამზადების სისტემა და ა.შ. ვთვლით, რომ სწორედ ასეთი სისტემური მიდგომა შეუწყობს ხელს საქართველოში საჯარო სამსახურის თანამედროვე მოდელის ჩამოყალიბებას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა