პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინა კატამ თავი მოიკლა" - რატომ არ მოსწონს სააკაშვილს მისი ახალი კაბინეტი უკრაინაში
"წინა კატამ თავი მოიკლა" - რატომ არ მოსწონს სააკაშვილს მისი ახალი კაბინეტი უკრაინაში

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, უკ­რა­ი­ნა ახლა 2003 წლის სა­ქარ­თვე­ლოს ჰგავს, - ორ ქვე­ყა­ნას შო­რის გან­სხვა­ვე­ბებ­ზე სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვა­ნის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნა ჯერ­ჯე­რო­ბით არა­რე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, მძი­მე კრი­ზის­ში მყო­ფი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ქვე­ყა­ნაა. "მე გა­დაჩ­ვე­უ­ლი ვარ ძველ, საბ­ჭო­თა კა­ბი­ნე­ტებს. ჩვენ სხვა­ნა­ი­რი კა­ბი­ნე­ტე­ბი გვქონ­და შუ­შის, გამჭვირ­ვა­ლე. როცა აქ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში შევ­დი­ვარ, მახ­სენ­დე­ბა 2003 წლის სა­ქარ­თვე­ლო - უკ­რა­ი­ნა დღეს ძა­ლი­ან ჰგავს 2003 წლის სა­ქარ­თვე­ლოს. მე მახ­სენ­დე­ბა შე­ვარ­დნა­ძის კა­ბი­ნე­ტი, სა­დაც ორი დღის წა­სუ­ლი იყო, როცა შე­ვე­დი: დაგ­ვხვდა კატა, იმი­ტომ, რომ იყო თაგ­ვე­ბი და ვირ­თხე­ბიც კი, დაგ­ვხვდა წყლის კას­რი, იმი­ტომ, რომ 10:00 სა­ათ­ზე წყდე­ბო­და წყა­ლი, დამ­ხვდა ძვე­ლი "გე-პე-ი"-ს ატ­მო­რი" - პრე­ზი­დენ­ტსაც არ ჰქონ­და არც წყა­ლი და არც დენი. სხვა­თა შო­რის, "წინა" კა­ტამ თავი მო­იკ­ლა, რად­გან გა­დახ­ტა მე-11 სარ­თუ­ლი­დან, ამი­ტომ ფან­ჯრებ­ზე იყო ბა­დე­ე­ბი, რომ არ გა­დამხტა­რი­ყო. და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა აქ - კატა არ შემ­ხვედ­რია, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ეს არის ჯერ­ჯე­რო­ბით ძვე­ლი, არა­რე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, მძი­მე კრი­ზი­სის­კენ წა­სუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ქვე­ყა­ნა", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"წინა კატამ თავი მოიკლა" - რატომ არ მოსწონს სააკაშვილს მისი ახალი კაბინეტი უკრაინაში

"წინა კატამ თავი მოიკლა" - რატომ არ მოსწონს სააკაშვილს მისი ახალი კაბინეტი უკრაინაში

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, უკრაინა ახლა 2003 წლის საქართველოს ჰგავს, - ორ ქვეყანას შორის განსხვავებებზე სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე თქმით, უკრაინა ჯერჯერობით არარეფორმირებული, მძიმე კრიზისში მყოფი ინსტიტუტების ქვეყანაა. "მე გადაჩვეული ვარ ძველ, საბჭოთა კაბინეტებს. ჩვენ სხვანაირი კაბინეტები გვქონდა შუშის, გამჭვირვალე. როცა აქ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევდივარ, მახსენდება 2003 წლის საქართველო - უკრაინა დღეს ძალიან ჰგავს 2003 წლის საქართველოს. მე მახსენდება შევარდნაძის კაბინეტი, სადაც ორი დღის წასული იყო, როცა შევედი: დაგვხვდა კატა, იმიტომ, რომ იყო თაგვები და ვირთხებიც კი, დაგვხვდა წყლის კასრი, იმიტომ, რომ 10:00 საათზე წყდებოდა წყალი, დამხვდა ძველი "გე-პე-ი"-ს ატმორი" - პრეზიდენტსაც არ ჰქონდა არც წყალი და არც დენი. სხვათა შორის, "წინა" კატამ თავი მოიკლა, რადგან გადახტა მე-11 სართულიდან, ამიტომ ფანჯრებზე იყო ბადეები, რომ არ გადამხტარიყო. დაახლოებით ასეთი სიტუაციაა აქ - კატა არ შემხვედრია, მაგრამ რეალურად ეს არის ჯერჯერობით ძველი, არარეფორმირებული, მძიმე კრიზისისკენ წასული ინსტიტუტების ქვეყანა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა