საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე სულ 36 პირი წარადგინეს, თუმცა აქედან რვამ კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა.
Ambebi.ge გთავაზობთ მნიშვნელოვან ეპიზოდებს ნინო გვენეტაძის პროფესიული ცხოვრებიდან.
დაბადების თარიღი - 27.01.1964.
სამართალმცოდნე. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი
თსუ ასოცირებული პროფესორი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი.
ოჯახური მდგომარეობა - შვილიანი.
დაიბადა ქალაქ ხაშურში.
1985-1990 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.
1990 - წარჩინებით სახელმწიფო გამოცდების ჩაბარება და დიპლომის დაცვა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
1990-1993 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი სისხლის სამართლის მიმართულებით.
1995 - საკანდიდატო დისერტაციის დაცვა და სამეცნიერო ხარისხის მინიჭება თემაზე "დანაშაულის ორგანიზატორი".
1994-1999 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
1994-2001 - სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის სისხლის სამართლის კოდექსის პროექტის შემმუშავებელი კომისიის წევრი.
1998-1999 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა თავმჯდომარე.
1999 - 2006 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
ინფორმაციის წყარო - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, უზენასი სასამართლოს თავმჯდომარე პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 10 წლის ვადით ირჩევენ.
პარლამენტი ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესი ვადებით შეზღუდული არ არის. იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი უზენაესი სასამართლოს კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, მაშინ პრეზიდენტმა პარლამენტს ახალი კანდიდატურა უნდა შესთავაზოს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პარლამენტისთვის წარდგენამდე კანდიდატურის წარდგენა და მოსმენა კომიტეტებში ხდება.
"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში მითითებული არ არის, რომ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრა ღიაა.