პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ უმაგრებდა ზურგს ჯოკია ბოდოკიას და რა ისტორიებს ყვებიან მისი წარსულიდან
ვინ უმაგრებდა ზურგს ჯოკია ბოდოკიას და რა ისტორიებს ყვებიან მისი წარსულიდან

"ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელს ვუ­წყობთ მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას." - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის აპა­რა­ტის უფ­რო­სის, ჯო­კია ბო­დო­კი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­გახ­სე­ნებთ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გან­სა­კუ­თე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის აპა­რა­ტის უფ­რო­სი, 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯო­კია ბო­დო­კია და­ა­კა­ვეს. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯო­კია ბო­დო­კი­ამ, ერთ-ერთი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა­ში დახ­მა­რე­ბი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში მფარ­ვე­ლო­ბის გა­წე­ვის სა­ნაც­ვლოდ, ქრთა­მის სა­ხით მოს­თხო­ვა სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 10% - 180 000 აშშ დო­ლა­რი, სა­ი­და­ნაც წი­ნას­წარ ქრთა­მის სა­ხით აიღო მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის ნა­წი­ლი - 50 000 აშშ დო­ლა­რი.

თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში და­ნიშ­ვნამ­დე ბო­დო­კია, თბი­ლი­სის ვა­კის სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" წარ­მო­ად­გენ­და. ასე­ვე გა­ირ­კვა, რომ ბო­დო­კია ჯერ კი­დევ 2001-2003, შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბი­სას ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­ფი­ნან­სო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და.

2003 წელს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, იმ­ჟა­მად დე­და­მი­სი, მა­ნონ ბო­დო­კია თბი­ლის­ში, შრო­შის ქუ­ჩა­ზე 175 000 ლა­რად შე­ფა­სე­ბულ ბი­ნას ფლობ­და, მი­სი­ვე სა­ხელ­ზე იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი 350 000 ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი სახ­ლი წყნეთ­ში; 40 000 ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­სა­დი­ლო; 10 000-ლა­რი­ა­ნი სა­ძი­ნე­ბე­ლი; 11 000-ლა­რი­ა­ნი რო­ი­ა­ლი და 50 000 ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი სხვა ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი არ არის.

ასე­ვე, ირ­კვე­ვა მა­ნო­ნი ბო­დო­კია იმ პე­რი­ოდ­ში მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის სახ­ლში პე­და­გო­გად მუ­შა­ობ­და და მისი წლი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 305 ლარ­სა და 54 თეთ­რს შე­ად­გენ­და. თა­ვად ჯო­კია ბო­დო­კი­ამ თბი­ლი­სის 54-ე სკო­ლა და­ამ­თავ­რა...

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის, ნიკა მე­ლი­ას თქმით, ჯო­კია ბო­დო­კია, 2010 წელს მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი. მისი და­კა­ვე­ბის­თა­ნა­ვე, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია ნარ­მა­ნი­ა­სა და მისი ახლო მე­გობ­რო­ბის თა­ო­ბა­ზე. ით­ქვა ისიც, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის უფ­ლე­ბებს თბი­ლი­სის მე­რის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას ძმა, ად­ვო­კა­ტი ირაკ­ლი ნარ­მა­ნია იცავ­და, თუმ­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი და­ვით ნარ­მა­ნი­ამ კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა ეჭვი, რომ ჯო­კია ბო­დო­კია ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­რე­შე ამ­ხე­ლა თან­ხის აღე­ბას ვერ გა­ბე­დავ­და.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

ვინ უმაგრებდა ზურგს ჯოკია ბოდოკიას და რა ისტორიებს ყვებიან მისი წარსულიდან

ვინ უმაგრებდა ზურგს ჯოკია ბოდოკიას და რა ისტორიებს ყვებიან მისი წარსულიდან

"ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ მიმდინარე გამოძიებას." - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი, 1972 წელს დაბადებული ჯოკია ბოდოკია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ჯოკია ბოდოკიამ, ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10% - 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 50 000 აშშ დოლარი.

თბილისის მერიაში დანიშვნამდე ბოდოკია, თბილისის ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა. ასევე გაირკვა, რომ ბოდოკია ჯერ კიდევ 2001-2003, შევარდნაძის მმართველობისას ფინანსთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

2003 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, იმჟამად დედამისი, მანონ ბოდოკია თბილისში, შროშის ქუჩაზე 175 000 ლარად შეფასებულ ბინას ფლობდა, მისივე სახელზე იყო გაფორმებული 350 000 ლარად შეფასებული სახლი წყნეთში; 40 000 ლარად შეფასებული სასადილო; 10 000-ლარიანი საძინებელი; 11 000-ლარიანი როიალი და 50 000 ლარად შეფასებული სხვა ნივთები, რომლებიც დეკლარაციაში დაკონკრეტებული არ არის.

ასევე, ირკვევა მანონი ბოდოკია იმ პერიოდში მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში პედაგოგად მუშაობდა და მისი წლიური ანაზღაურება 305 ლარსა და 54 თეთრს შეადგენდა. თავად ჯოკია ბოდოკიამ თბილისის 54-ე სკოლა დაამთავრა...

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას თქმით, ჯოკია ბოდოკია, 2010 წელს მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი. მისი დაკავებისთანავე, გავრცელდა ინფორმაცია ნარმანიასა და მისი ახლო მეგობრობის თაობაზე. ითქვა ისიც, რომ ეჭვმიტანილის უფლებებს თბილისის მერის, დავით ნარმანიას ძმა, ადვოკატი ირაკლი ნარმანია იცავდა, თუმცა ეს ინფორმაციები დავით ნარმანიამ კატეგორიულად უარყო.

საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ჯოკია ბოდოკია ხელმძღვანელობის გარეშე ამხელა თანხის აღებას ვერ გაბედავდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა