"ლარი ჯანმრთელია, სამართლიანობა აღდგება, რას ერჩიან ამ მთავრობას?" - ივანიშვილის შენიშვნები და პოლიტიკური ანალიზი

"ლარი ჯანმრთელია, სამართლიანობა აღდგება, რას ერჩიან ამ მთავრობას?" - ივანიშვილის შენიშვნები და პოლიტიკური ანალიზი

ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში, ივანიშვილი მის მიერ ქვეყნის არაფორმალურ მართვასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებების ავტორებს რჩევა და მართვა ერთმანეთში ერევათ.

"მე ერთხელ უკვე ვუპასუხე მათ და ვუპასუხებ მეორედაც თუ არ ეყოთ, რამეთუ მართვის ბერკეტი არ გამაჩნია... რა აბნევთ მათ? აბნევთ ის, რომ ვერ გაუგიათ რას ნიშნავს რჩევა და ვერ გაუგიათ ის ნდობა, რაც მე მაქვს საზოგადოებისგან. სხვათაშორის, ის, რომ მე საზოგადოების ჭარბი თუ ზედმეტი ნდობა მაქვს, ჩემით მაქვს მოპოვებული და ის არც ალასანიას და არც მარგველაშვილს არ უჩუქებიათ.

ყოფილს არც მოქმედი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი დაუტოვებია კრიტიკის გარეშე.

"პრემიერზე ვიტყვი განსაკუთრებით, რომელსაც მე დავუტოვე ჩემი თანამდებობა. მისთვის რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი – შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვა და საზოგადოება არ გააღიზიანო არც ერთით და არც მეორითთქო. დაცვა ძალიან აქტურობს და პრინციპში, დღესაც პრობლემა მაქვს, ბიჭებს ყოველ დღე ვახსენებ, რომ უფრო დინჯად მოიქცნენ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ერთ-ერთი გამოწვევა იყო ნათესავებიც,".

მარგველაშვილის მისამართით ივანიშვილის შენიშვნები არავის უკვირს, მაგრამ დღეს პრეზიდენტმა კიდევ ერთი, ახალი შენიშვნა მიიღო.

"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხზე არ მაქვს და არც უნდა მქონდეს მოსაზრება. პრინციპულად არ ვერევი ამ პროცესში. ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, მან უნდა დაასახელოს. ზედმეტად წევს თამასას პრეზიდენტი ისევ. შემიძლია ახალი შენიშვნა მივცე, რომ მიეჩვია და დააფუძნა ტერმინი "ქვეყნის პირველი პირი". საზოგადოებაც, მთელი მედია ამას იმეორებს. ეს შინაარსში უნდა გადაიტანოს. ფორმალურად მართლა ასე იწოდება – სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ კონსტიტუციით, მას რეალურად აღარ აქვს საპრეზიდენტო რესპუბლიკის მქონე პრეზიდენტის უფლებები, თუმცა ცდილობს შინაარსში გადაიყვანოს ეს და ძალიან მაღლა წევს თემებს", - განაცხადა ივანიშვილმა.

ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სამართლიანობის აღდგენის საკითხსაც გამოეხმაურა.

" სამართლიანობის აღდგენა ძალიან გაჭიანურდა, თუმცა თებერვლიდან ქონებრივი კუთხით ეს პროცესი დაიწყება. ამას სჭირდება შესატყვისი თანხები. როგორც ვიცი, მინიმუმ მილიარდზეა საუბარი, რაც ჩვენთვის არც თუ ისე ცოტა თანხაა."

საინტერესო არმოჩნდა ივანიშვილის მოსაზრება ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა კარგისა.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საბანკო ვალდებულებები დოლარში აქვთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მოსახლეობა უნდა გაერკვეს თუ რომელ ვალუტაში დააბანდოს ფული.

"ეკონომიკა და ბიზნესი რთული მექანიზმია და მას ალღო და ცოდნა უნდა. მარტივი არაა სად დააბანდო შენი კაპიტალი, დოლარში, ლარსა თუ ევროში. ეს არის ბიზნესპროცესი და მოსახლეობაც ამ პროცესში უნდა გაერკვეს. მან უნდა დაიქირავოს ბანკი ან სპეციალისტი, ვინც ამაში ერკვევა და რჩევა უნდა მიიღოს. ბიზნესმენებიც ბევრი ვერ ახერხებს სწორად გამოცნობას თუ სად გადაიტანოს თავისი ქონება, რომელ ვალუტაში", - აღნიშნა ექს პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ლარი იქცევა ძალიან ჯანსაღად და ძალიან ჯანმრთელად.

მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ვერ ხედვას საფრთხეს, რომ "ირაკლი ღარიბაშვილს რამე ემუქრებოდეს".

"ნახეთ როგორი ღირსეული და დროული იყო ჭიკაიძის გადადგომა. უკვე დაფუძნდა სხვა ღირებულებები, სხვანაირი მთავრობა მოვიდა. გაიხსენეთ ხვედელიძის გადადგომა, კირვალიძის გადადგომა გაიხსენეთ. მთავრობამ გაიგო, რომ საზოგადოებას უნდა უსმინოს. სხვა სტანდარტების მთავრობაა დღეს. მე ვერ ვხედავ ვერავითარი აჟიოტაჟის საფუძველს, რაც მედიაში ისმის - ხან ღარიბაშვილს ესხმიან თავს, ხან მთავრობის სხვა წევრებს, როგორ ახერხებენ მიკვირს, მსგავსი არავითარი წარმოდგენა არ გამაჩნია. მთავრობის შეცვლის აუცილებელობას ან მით უმეტეს, ღარიბაშვილს რამე ემუქრებოდეს, ვერ ვხედავ", - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის თქმით, მისთვის გაუგებარია, რას ერჩიან მთავრობას. "რას ერჩიან მთავრობას და რა უნდათ?! რა ფუჭდება, ამის მიხედვით უნდა გავაკრიტიკოთ მთავრობა. ავიღოთ გინდათ ენერგეტიკის სამინისტო, გინდათ ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროები, გინდათ ცალკე აღებული პრემიერი. რას უნდა აკეთებდეს და ვერ აკეთებს?! რეალობიდან უნდა გავაკეთოთ ანალიზი", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

რაც შეეხება პარლამენტს, ივანიშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ ელის, თუმცა, მისი თქმით, გამორიცხულიც არაფერია.

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიან მმართველობაზე ფილმს იღებს. ფილმი მრავალსერიანი იქნება, დაახლობით 200 სერია, სახელწოდებით: "9+1". ივანიშვილის განცხადებით ის "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის შესახებ ანალიზსაც აკეთებს რომელსაც ფეისბუქის საშუალებით გაავრცელებს.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა