პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი - ჩემთვის შავი დღე გათენდა
თეა წულუკიანი - ჩემთვის შავი დღე გათენდა

ჩემ­თვის შავი დღე გა­თენ­და, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბას. რო­გორც წუ­ლუ­კი­ან­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და , მის­თვის ეს ფაქ­ტი შო­კის­მომ­გვრე­ლია.

"გა­მი­ჭირ­დე­ბა რა­ღა­ცე­ე­ბის მტკი­ცე­ბა, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი ამ­ბა­ვი ჩემ­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლია, რად­გან ბა­ტო­ნი იური არ იყო ჩემ­თვის უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი. ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­მა, ვინც ოპო­ზი­ცი­ა­ში იყო, ვი­ცით, რომ რი­ტუ­ა­ლი­ვით იყო უსა­მარ­თლო­ბას­თან ბრძო­ლის პრო­ცეს­ში ბა­ტონ იუ­რის­თან ერ­თად ე.წ. ყო­ფილ კორ­ტებ­თან მის­ვლა. ბრძო­ლა ერ­თად გა­ვი­ა­რეთ. ჩემ­თვის შავი დღე გა­თენ­და. რო­დე­საც მი­ნის­ტრად და­ვი­ნიშ­ნე, ერ­თა­დერ­თი, რაც მო­ვას­წა­რი და მის ტკი­ვილს პა­ტი­ვი მი­ვა­გე, იყო ის, რომ მე­მო­რი­ა­ლი და­იდ­გა სა­ა­კაშ­ვი­ლის და მე­რა­ბიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის დროს დახ­ვრე­ტი­ლი ხალ­ხის პა­ტივ­სა­ცე­მად. ეს მე­მო­რი­ა­ლი დგას და სა­ნამ მე ვარ მი­ნის­ტრად, იდ­გე­ბა", - გა­ნა­ცხა­და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი იმე­დი­ა­ნად იყო, რად­გან ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა თით­ქმის ბო­ლომ­დე იყო მიყ­ვა­ნი­ლი.

"იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი ბოლო თვე­ებ­ში და კვი­რებ­ში მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზე იყო გი­ორ­გი ბა­დაშ­ვილ­თან და ირაკ­ლი შო­თა­ძეს­თან. დღეს თქვა კი­დეც ირაკ­ლი შო­თა­ძემ, რომ საქ­მე ბო­ლომ­დეა თით­ქმის მიყ­ვა­ნი­ლი. ჩემ­თვის ბა­ტო­ნო იური არ იყო შო­რე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და რამ­დე­ნა­დაც ვიცი, სა­ერ­თო ნაც­ნო­ბე­ბის­გან, ის ბოლო პე­რი­ოდ­ში იმე­დი­ა­ნად იყო გან­წყო­ბი­ლი, რომ ეს საქ­მე დღე დღე­ზე გა­ირ­კვე­ო­და", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თვით­მკვლე­ლო­ბას გა­მო­რი­ცხავს, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ ეს არა­ფერს ნიშ­ნავს, რად­გან სი­ტყვა გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა თქვას.

ამას­თან, რო­გორც წუ­ლუ­კი­ა­ნი აცხა­დებს, პირ­ვე­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ნამ იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს საპ­რო­კუ­რო­რო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ჰქონ­და, თით­ქოს და­იძ­რა ეს საქ­მე, თუმ­ცა შემ­დგომ, პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­ი­ყო იუს­ტი­ცი­ის­გან და არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი­სა და მისი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლის დროს, დიდი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა.

იხი­ლეთ| ყვე­ლა სი­ახ­ლე იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

თეა წულუკიანი - ჩემთვის შავი დღე გათენდა

თეა წულუკიანი - ჩემთვის შავი დღე გათენდა

ჩემთვის შავი დღე გათენდა, - ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იური ვაზაგაშვილის აფეთქებას. როგორც წულუკიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა , მისთვის ეს ფაქტი შოკისმომგვრელია.

"გამიჭირდება რაღაცეების მტკიცება, მაგრამ დღევანდელი ამბავი ჩემთვის შოკისმომგვრელია, რადგან ბატონი იური არ იყო ჩემთვის უცნობი ადამიანი. ყველა იმ ადამიანმა, ვინც ოპოზიციაში იყო, ვიცით, რომ რიტუალივით იყო უსამართლობასთან ბრძოლის პროცესში ბატონ იურისთან ერთად ე.წ. ყოფილ კორტებთან მისვლა. ბრძოლა ერთად გავიარეთ. ჩემთვის შავი დღე გათენდა. როდესაც მინისტრად დავინიშნე, ერთადერთი, რაც მოვასწარი და მის ტკივილს პატივი მივაგე, იყო ის, რომ მემორიალი დაიდგა სააკაშვილის და მერაბიშვილის რეჟიმის დროს დახვრეტილი ხალხის პატივსაცემად. ეს მემორიალი დგას და სანამ მე ვარ მინისტრად, იდგება", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, იური ვაზაგაშვილი იმედიანად იყო, რადგან ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება თითქმის ბოლომდე იყო მიყვანილი.

"იური ვაზაგაშვილი ბოლო თვეებში და კვირებში მუდმივ კონტაქტზე იყო გიორგი ბადაშვილთან და ირაკლი შოთაძესთან. დღეს თქვა კიდეც ირაკლი შოთაძემ, რომ საქმე ბოლომდეა თითქმის მიყვანილი. ჩემთვის ბატონო იური არ იყო შორეული ადამიანი და რამდენადაც ვიცი, საერთო ნაცნობებისგან, ის ბოლო პერიოდში იმედიანად იყო განწყობილი, რომ ეს საქმე დღე დღეზე გაირკვეოდა", - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი თვითმკვლელობას გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან სიტყვა გამოძიებამ უნდა თქვას.

ამასთან, როგორც წულუკიანი აცხადებს, პირველი თვეების განმავლობაში, სანამ იუსტიციის მინისტრს საპროკურორო უფლებამოსილება ჰქონდა, თითქოს დაიძრა ეს საქმე, თუმცა შემდგომ, პროკურატურა გაიყო იუსტიციისგან და არჩილ კბილაშვილისა და მისი პირველი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის დროს, დიდი არაფერი მომხდარა.

იხილეთ| ყველა სიახლე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შესახებ

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა