პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს თეა წულუკიანი - სახლები საქართველოსა და საფრანგეთში და მინისტრის საყვარელი ავტომობილი
რა ქონებას ფლობს თეა წულუკიანი - სახლები საქართველოსა და საფრანგეთში და მინისტრის საყვარელი ავტომობილი

თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის სა­იტ­ზე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ახა­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მე­ლიც 2015 წლის 4 იან­ვარს არის შევ­სე­ბუ­ლი. მი­ნის­ტრის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბია, რო­გორც ჩანს, ის მარ­ტო გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, რად­გან ბო­ლოს შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი მი­თი­თე­ბუ­ლი აღარ ჰყავს.

ახა­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ით ირ­კვე­ვა, რომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ფლობს სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს სა­ქარ­თვე­ლო­ში და საფ­რან­გეთ­ში. მის სა­კუთ­რე­ბა­შია სო­ფელ დი­ღომ­ში, მა­რი­ამ უგ­რე­ლი­ძის პირ­ველ ჩიხ­ში არ­სე­ბუ­ლი სახ­ლი, რომ­ლის ფარ­თიც 400 კვად­რა­ტულ მეტრს შე­ად­გენს. იქვე აქვს 30 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ავ­ტო­ფა­რე­ხი და 1900 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი მი­წის ფარ­თო­ბი. ასე­ვე 120 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ბინა სტრას­ბურ­გში, დრა­გო­ნის ქუ­ჩა­ზე, რო­მელ­შიც სტუ­დენ­ტო­ბის და საფ­რან­გეთ­ში მუ­შა­ო­ბის დროს ცხოვ­რობ­და. ამ­ბო­ბენ, რომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი თა­ვი­სუ­ფალ დროს ყო­ველ­თვის ახერ­ხებს სტრას­ბურ­გში გამ­გზავ­რე­ბას და დას­ვე­ნე­ბას.

მი­ნისტრს ჰყავს სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი, 2003 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი mini Cooper, ნომ­რით RER 099. რო­გორც მისი დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, "კრე­დი ლი­ო­ნე"-ში აქვს 2 200 ევრო+კრე­დი­ტი. სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ბა­რათ­ზე კი 66 ლარი აქვს ნაშ­თის სა­ხით.

მი­ნის­ტრმა დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­უ­თი­თა, რომ სტრას­ბურ­გში ბინა 248 500 ევ­როდ აქვს შე­ძე­ნი­ლი, რო­მე­ლიც ბან­კში აღე­ბუ­ლი კრე­დი­ტით იყი­და. ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, კრე­დი­ტის ნაშ­თი 85 318 ევ­როს შე­ად­გენს. იპო­თე­კუ­რი სეს­ხით აქვს შე­ძე­ნი­ლი სო­ფელ დი­ღომ­ში მდე­ბა­რე სახ­ლიც, რომ­ლის რა­ო­დე­ნო­ბაც 39 840 დო­ლარს შე­ად­გენს.

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში მი­ნისტრს 12 000 ლა­რის სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხიც აქვს აღე­ბუ­ლი. 2014-2015 წლებ­ში თეა წუ­ლუ­კი­ანს სტრას­ბურ­გის ბინა გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და, აქე­დან მი­ღე­ბულ­მა შე­მო­სა­ვალ­მა 14 400 ევრო შე­ად­გი­ნა. წუ­ლუ­კი­ა­ნის ბო­ლოს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ მან 2014 წელს სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში 12 000 ლარი და­ხარ­ჯა. თეა წუ­ლუ­კი­ანს 2014 წელს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პოსტზე მუ­შა­ო­ბის სა­ნაც­ვლოდ, ხელ­ფა­სის სა­ხით აღე­ბუ­ლი აქვს 87 500 ლარი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რა ქონებას ფლობს თეა წულუკიანი - სახლები საქართველოსა და საფრანგეთში და მინისტრის საყვარელი ავტომობილი

რა ქონებას ფლობს თეა წულუკიანი - სახლები საქართველოსა და საფრანგეთში და მინისტრის საყვარელი ავტომობილი

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების საიტზე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ახალი ქონებრივი დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელიც 2015 წლის 4 იანვარს არის შევსებული. მინისტრის დეკლარაციაში ცვლილებებია, როგორც ჩანს, ის მარტო გადავიდა საცხოვრებლად, რადგან ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში ოჯახის წევრები მითითებული აღარ ჰყავს.

ახალი დეკლარაციით ირკვევა, რომ თეა წულუკიანი ფლობს საკუთარ საცხოვრებელ სახლს საქართველოში და საფრანგეთში. მის საკუთრებაშია სოფელ დიღომში, მარიამ უგრელიძის პირველ ჩიხში არსებული სახლი, რომლის ფართიც 400 კვადრატულ მეტრს შეადგენს. იქვე აქვს 30 კვადრატული მეტრი ავტოფარეხი და 1900 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი. ასევე 120 კვადრატული მეტრი ბინა სტრასბურგში, დრაგონის ქუჩაზე, რომელშიც სტუდენტობის და საფრანგეთში მუშაობის დროს ცხოვრობდა. ამბობენ, რომ თეა წულუკიანი თავისუფალ დროს ყოველთვის ახერხებს სტრასბურგში გამგზავრებას და დასვენებას.

მინისტრს ჰყავს საკუთარი ავტომობილი, 2003 წელს გამოშვებული mini Cooper, ნომრით RER 099. როგორც მისი დეკლარაციიდან ირკვევა, "კრედი ლიონე"-ში აქვს 2 200 ევრო+კრედიტი. საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათზე კი 66 ლარი აქვს ნაშთის სახით.

მინისტრმა დეკლარაციაში მიუთითა, რომ სტრასბურგში ბინა 248 500 ევროდ აქვს შეძენილი, რომელიც ბანკში აღებული კრედიტით იყიდა. ამჟამინდელი მონაცემებით, კრედიტის ნაშთი 85 318 ევროს შეადგენს. იპოთეკური სესხით აქვს შეძენილი სოფელ დიღომში მდებარე სახლიც, რომლის რაოდენობაც 39 840 დოლარს შეადგენს.

საქართველოს ბანკში მინისტრს 12 000 ლარის სამომხმარებლო სესხიც აქვს აღებული. 2014-2015 წლებში თეა წულუკიანს სტრასბურგის ბინა გაქირავებული ჰქონდა, აქედან მიღებულმა შემოსავალმა 14 400 ევრო შეადგინა. წულუკიანის ბოლოს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მან 2014 წელს სამშენებლო სამუშაოებში 12 000 ლარი დახარჯა. თეა წულუკიანს 2014 წელს იუსტიციის მინისტრის პოსტზე მუშაობის სანაცვლოდ, ხელფასის სახით აღებული აქვს 87 500 ლარი.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

კახა კალაძე ე.წ. ზეემკას დასახლებაში ნახევრად დაგებულ გზაზე - ადამიანების ჯგუფმა დახაზვითი სამუშაოები ჩაატარა, რომ გამოეყვანათ, როგორი უნიათოა მერია

"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ" - ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ ხაზარაძეს, ჩხარტიშვილსა და ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა

"ბავშვები არ შიმშილობენ... თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი ოპოზიციამ აშიმშილა" - "ოცნების" დეპუტატი