პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ დაამარცხებს ბიძინას
ვინ დაამარცხებს ბიძინას

2011 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე იშ­ვი­ა­თად თუ იფიქ­რებ­და ვინ­მე, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და მისი გუნ­დის დამ­მარ­ცხე­ბე­ლი არ­სე­ბობ­და დუ­ნი­ა­ზე, თუმ­ცა სწო­რედ ამ დროს ას­პა­რეზ­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­მო­ვი­და, რო­მელ­მაც თუ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის ტერ­მინს გა­მო­ვი­ყე­ნებთ "ტაიმ-ბოლი" ამო­აგ­დო და დას­კვნით ეტაპ­ზე სრუ­ლად და­ა­მარ­ცხა ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი გუნ­დი. ახლა უკვე ძნე­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, ვინც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბას შეძ­ლებს, თუმ­ცა რო­გორც ქარ­თუ­ლი სიბ­რძნე ღა­ღა­დებს მჯო­ბი­ნის-მჯობ­ნი არ და­ი­ლე­ვაო და მი­მო­ვი­ხი­ლოთ, თუ ვის რა შან­სი აქვს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი - შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ შან­სი ნუ­ლია. ერთი იმი­ტომ, რომ წინა ბრძო­ლა ბი­ძი­ნამ ისე მო­ი­გო, კონ­კუ­რენტს შან­სი არ და­უ­ტო­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა მის მხა­რე­საა, თა­ნაც ივა­ნიშ­ვი­ლი სცე­ნი­დან იმ დროს გა­ვი­და, როცა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ჯერ კი­დევ არ ყავ­და ამ­დე­ნი მომ­დუ­რა­ვი და იმას, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, ბევ­რი მას არ აბ­რა­ლებს. ანუ, თუ ბრძო­ლა გახ­და სა­ჭი­რო, ივა­ნიშ­ვილს ისევ შე­უძ­ლია ქველ­მოქ­მე­დი ივა­ნიშ­ვი­ლი ჩარ­თოს ბრძო­ლა­ში, ხალ­ხს სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის და­მარ­ცხე­ბა შე­ახ­სე­ნოს და ეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ღებს შე­დეგს. სა­ნაც­ვლოდ, სა­ა­კაშ­ვი­ლი ბევ­რი რა­მის და­პი­რე­ბას და­ი­წყებს, თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ნაკ­ლებ ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა.

გიგი უგუ­ლა­ვა - უგუ­ლა­ვა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის, სა­ა­კაშ­ვილ­თან შე­და­რე­ბით, ნაკ­ლე­ბად სა­ხი­ფა­თოა, თა­ნაც ის ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­შია და ღმერ­თმა უწყის, რო­დის და­ტო­ვებს ცი­ხეს. თუმ­ცა რომც და­ტო­ვოს, უგუ­ლა­ვა არაა მან­დე­ლას ტი­პა­ჟის პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც პა­ტიმ­რო­ბას სა­კუ­თა­რი რე­ი­ტინ­გის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს (ანა­ლო­გი­უ­რი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­ზეც). გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ მი­უ­ხე­და­ვად ცნო­ბა­დო­ბი­სა, უგუ­ლა­ვას სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში ბევ­რი მხარ­დამ­ჭე­რი არ ყავს, გან­სხვა­ვე­ბით ივა­ნიშ­ვი­ლის­გან, რო­მე­ლიც დღემ­დე ძა­ლი­ან ბევ­რს უყ­ვარს.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი - მოქ­მე­დი პრე­მი­ე­რი ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბას არც ეც­დე­ბა, ისევ სა­ფეხ­ბურ­თო ტერ­მინს თუ გა­მო­ვი­ყე­ნებთ, შე­იძ­ლე­ბა, საბ­რძოლ­ვე­ლად არც გა­მო­ცხად­დეს, ხოლო და­მარ­ცხე­ბის მერე აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­უხ­დის მად­ლო­ბას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, ბოლო დროს რე­ი­ტინ­გი აშა­კა­რად მო­ე­მა­ტა. ქარ­თვე­ლე­ბის ერთ-ერთი სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხია ჩაგ­რულ­თა მხა­რეს ყოფ­ნა, ხოლო მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი ბევ­რის თვალ­ში სწო­რედ და­ჩაგ­რუ­ლია, რო­მელ­საც არაფ­რის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ. ხოლო რო­დე­საც ის სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ჩნდე­ბა, ყო­ველ­თვის ისეთ მე­სი­ჯებს გზავ­ნის, რო­მე­ლიც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის­თვის მი­სა­ღე­ბია. სხვა თე­მაა რამ­დე­ნად ეც­დე­ბა ის ივა­ნიშ­ვილ­თან ბრძო­ლა­საც კი, რად­გან პო­ლი­ტი­კო­სი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სწო­რედ ივა­ნიშ­ვი­ლის ექ­სკლუ­ზი­ვია. თუმ­ცა თუ მან მა­ინც გა­და­წყვი­ტა შერ­კი­ნე­ბა, შან­სე­ბი 30/70-ზეა, ივა­ნიშ­ვი­ლის სა­სარ­გებ­ლოდ, ცხა­დია.

ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე - სა­ქარ­თვე­ლოს ორგზის პრე­ზი­დენტს არა­თუ ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბის, არა­მედ არ­ცერ­თი მოქ­მე­დი პო­ლი­ტი­კო­სის და­მარ­ცხე­ბის შან­სი არ აქვს. მან არა­ერ­თხელ გან­მარ­ტა, თუ რა­ტომ არ დაგ­მო 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცია, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას ამ ფაქტს ყო­ველ­თვის გა­უხ­სე­ნე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ის ივა­ნიშ­ვილს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა, ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი ამ თე­მას აუ­ცი­ლებ­ლად წინ წა­მო­წევს. წინა ფლანგზე იქ­ნე­ბა ბურ­ჯა­ნა­ძის პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რის სცე­ნაც. არა­ვინ და­ვობს, რომ პო­ლი­ტი­კოს­მა ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოს­თან შეხ­ვედ­რის შან­სი უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში პუ­ტი­ნი გან­ყე­ნე­ბუ­ლი თე­მაა და მას­თან ნე­ბის­მი­ე­რი ასო­ცი­ა­ცია ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს.

შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი - ლე­ი­ბო­რის­ტთა ლი­დერს სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი იმ პო­ლი­ტი­კო­სად ვერ აღიქ­ვამს, ვი­საც სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა ანდო საქ­მე. ნა­თე­ლაშ­ვი­ლი ხალ­ხში მხო­ლოდ იუ­მო­რის ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევს, თა­ნაც ნა­თე­ლაშ­ვი­ლი უკვე ცდი­ლობს ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბას, მაგ­რამ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა იმას გავს, რო­დე­საც გზად მი­მა­ვალ ქარ­თულ ნა­გაზს ფი­ნია უწყებს ყე­ფას, ხოლო ნა­გა­ზი ისე ჩა­უვ­ლის გვერ­დით, რომ ზე­დაც არ უყუ­რებს ხოლ­მე.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" - 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის მერე ძნე­ლად თუ ვინ­მე ივა­რა­უ­დებ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რე­ა­ნი­მა­ცი­ას, მაგ­რამ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" უნი­ა­თო­ბით დღეს ასე­თი სუ­რა­თი გვაქვს. თუმ­ცა რო­გორ ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, ბი­ძი­ნა თა­მა­ში­დან იმ დროს გა­ვი­და, როცა მოვ­ლე­ნე­ბი ჯერ არ იყო ასე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ თუ ის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუნ­და, ხალ­ხს შე­უძ­ლია და­პირ­დეს, რომ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" სა­ბო­ლო­ოდ და­ა­მარ­ცხებს. ეს აუ­ცი­ლებ­ლად ითა­მა­შებს თა­ვის როლს, რად­გან ხალ­ხში ჯერ ისევ დი­დია "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­სად­მი" ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბა. სა­ნაც­ვლოდ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც" მო­იყ­ვანს სა­კუ­თარ არ­გუ­მენ­ტებს, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა აგე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ივა­ნიშ­ვი­ლის "რუ­სე­თის კა­ცო­ბა­ზე". სხვა­თა შო­რის, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" რაც არ მოს­წონთ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს რუ­სეთ­თან აკავ­ში­რე­ბენ და ამ ქმე­დე­ბით, მათ "ბუა რუ­სე­თის" რე­სურ­სი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გაფ­ლან­გეს.

მოკ­ლედ, ესაა მცი­რე მი­მო­ხილ­ვა იმი­სა, თუ ვის რა შან­სი აქვს ივა­ნიშ­ვილ­თან ბრძო­ლი­სას. რე­ა­ლუ­რად კი, დღეს არ­სე­ბუ­ლი სუ­რა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერ­თა­დერ­თი, ვინც ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბას მო­ა­ხერ­ხებს, ისევ ივა­ნიშ­ვი­ლია.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

ვინ დაამარცხებს ბიძინას

ვინ დაამარცხებს ბიძინას

2011 წლის ოქტომბრამდე იშვიათად თუ იფიქრებდა ვინმე, რომ მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის დამმარცხებელი არსებობდა დუნიაზე, თუმცა სწორედ ამ დროს ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა, რომელმაც თუ ტოტალიზატორის ტერმინს გამოვიყენებთ "ტაიმ-ბოლი" ამოაგდო და დასკვნით ეტაპზე სრულად დაამარცხა ზემოთ ხსენებული გუნდი. ახლა უკვე ძნელად მოიძებნება ადამიანი, ვინც ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას შეძლებს, თუმცა როგორც ქართული სიბრძნე ღაღადებს მჯობინის-მჯობნი არ დაილევაო და მიმოვიხილოთ, თუ ვის რა შანსი აქვს.

მიხეილ სააკაშვილი - შეიძლება ითქვას, რომ შანსი ნულია. ერთი იმიტომ, რომ წინა ბრძოლა ბიძინამ ისე მოიგო, კონკურენტს შანსი არ დაუტოვა, შესაბამისად, ფსიქოლოგიური უპირატესობა მის მხარესაა, თანაც ივანიშვილი სცენიდან იმ დროს გავიდა, როცა "ქართულ ოცნებას" ჯერ კიდევ არ ყავდა ამდენი მომდურავი და იმას, რაც ქვეყანაში ხდება, ბევრი მას არ აბრალებს. ანუ, თუ ბრძოლა გახდა საჭირო, ივანიშვილს ისევ შეუძლია ქველმოქმედი ივანიშვილი ჩართოს ბრძოლაში, ხალხს სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება შეახსენოს და ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. სანაცვლოდ, სააკაშვილი ბევრი რამის დაპირებას დაიწყებს, თუმცა სავარაუდოდ, ეს ნაკლებ ეფექტური იქნება.

გიგი უგულავა - უგულავა ივანიშვილისთვის, სააკაშვილთან შედარებით, ნაკლებად სახიფათოა, თანაც ის ამჟამად პატიმრობაშია და ღმერთმა უწყის, როდის დატოვებს ციხეს. თუმცა რომც დატოვოს, უგულავა არაა მანდელას ტიპაჟის პოლიტიკოსი, რომელიც პატიმრობას საკუთარი რეიტინგისთვის გამოიყენებს (ანალოგიური შეიძლება ითქვას ვანო მერაბიშვილზეც). გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიუხედავად ცნობადობისა, უგულავას საქართველოს რეგიონებში ბევრი მხარდამჭერი არ ყავს, განსხვავებით ივანიშვილისგან, რომელიც დღემდე ძალიან ბევრს უყვარს.

ირაკლი ღარიბაშვილი - მოქმედი პრემიერი ივანიშვილის დამარცხებას არც ეცდება, ისევ საფეხბურთო ტერმინს თუ გამოვიყენებთ, შეიძლება, საბრძოლველად არც გამოცხადდეს, ხოლო დამარცხების მერე აუცილებლად გადაუხდის მადლობას ბიძინა ივანიშვილს.

გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს პრეზიდენტს, ბოლო დროს რეიტინგი აშაკარად მოემატა. ქართველების ერთ-ერთი სახასიათო შტრიხია ჩაგრულთა მხარეს ყოფნა, ხოლო მოქმედი პრეზიდენტი ბევრის თვალში სწორედ დაჩაგრულია, რომელსაც არაფრის უფლებას არ აძლევენ. ხოლო როდესაც ის საჯარო სივრცეში ჩნდება, ყოველთვის ისეთ მესიჯებს გზავნის, რომელიც რიგითი მოქალაქისთვის მისაღებია. სხვა თემაა რამდენად ეცდება ის ივანიშვილთან ბრძოლასაც კი, რადგან პოლიტიკოსი გიორგი მარგველაშვილი სწორედ ივანიშვილის ექსკლუზივია. თუმცა თუ მან მაინც გადაწყვიტა შერკინება, შანსები 30/70-ზეა, ივანიშვილის სასარგებლოდ, ცხადია.

ნინო ბურჯანაძე - საქართველოს ორგზის პრეზიდენტს არათუ ივანიშვილის დამარცხების, არამედ არცერთი მოქმედი პოლიტიკოსის დამარცხების შანსი არ აქვს. მან არაერთხელ განმარტა, თუ რატომ არ დაგმო 7 ნოემბრის აქცია, მიუხედავად ამისა, მას ამ ფაქტს ყოველთვის გაუხსენებენ. შესაბამისად, თუ ის ივანიშვილს დაუპირისპირდება, ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ამ თემას აუცილებლად წინ წამოწევს. წინა ფლანგზე იქნება ბურჯანაძის პუტინთან შეხვედრის სცენაც. არავინ დავობს, რომ პოლიტიკოსმა ყველა პოლიტიკოსთან შეხვედრის შანსი უნდა გამოიყენოს, მაგრამ საქართველოში პუტინი განყენებული თემაა და მასთან ნებისმიერი ასოციაცია ნეგატიურ გავლენას ახდენს.

შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტთა ლიდერს საზოგადოების უდიდესი ნაწილი იმ პოლიტიკოსად ვერ აღიქვამს, ვისაც სერიოზულად უნდა ანდო საქმე. ნათელაშვილი ხალხში მხოლოდ იუმორის ასოციაციას იწვევს, თანაც ნათელაშვილი უკვე ცდილობს ივანიშვილის დამარცხებას, მაგრამ მათი ურთიერთობა იმას გავს, როდესაც გზად მიმავალ ქართულ ნაგაზს ფინია უწყებს ყეფას, ხოლო ნაგაზი ისე ჩაუვლის გვერდით, რომ ზედაც არ უყურებს ხოლმე.

"ნაციონალური მოძრაობა" - 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მერე ძნელად თუ ვინმე ივარაუდებდა "ნაციონალური მოძრაობის" რეანიმაციას, მაგრამ "ქართული ოცნების" უნიათობით დღეს ასეთი სურათი გვაქვს. თუმცა როგორ ზემოთ აღვნიშნე, ბიძინა თამაშიდან იმ დროს გავიდა, როცა მოვლენები ჯერ არ იყო ასე განვითარებული, ამიტომ თუ ის პოლიტიკაში დაბრუნდა, ხალხს შეუძლია დაპირდეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას" საბოლოოდ დაამარცხებს. ეს აუცილებლად ითამაშებს თავის როლს, რადგან ხალხში ჯერ ისევ დიდია "ნაციონალებისადმი" ნეგატიური განწყობა. სანაცვლოდ "ნაციონალური მოძრაობაც" მოიყვანს საკუთარ არგუმენტებს, რომელთა უმეტესობა აგებული იქნება, ივანიშვილის "რუსეთის კაცობაზე". სხვათა შორის, "ნაციონალები" რაც არ მოსწონთ, აბსოლუტურად ყველაფერს რუსეთთან აკავშირებენ და ამ ქმედებით, მათ "ბუა რუსეთის" რესურსი, შეიძლება ითქვას, გაფლანგეს.

მოკლედ, ესაა მცირე მიმოხილვა იმისა, თუ ვის რა შანსი აქვს ივანიშვილთან ბრძოლისას. რეალურად კი, დღეს არსებული სურათიდან გამომდინარე, ერთადერთი, ვინც ივანიშვილის დამარცხებას მოახერხებს, ისევ ივანიშვილია.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა