მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელისო ჩაფიძე წუხილს გამოთქვამს, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადების ავტორები მისი თანაგუნდელები არიან
ელისო ჩაფიძე წუხილს გამოთქვამს, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადების ავტორები მისი თანაგუნდელები არიან

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი, კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი ელი­სო ჩა­ფი­ძე წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს იმის გამო, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რე­ბი მისი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი არი­ან. დე­პუ­ტა­ტი უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­გან უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში და­მა­ტე­ბით გან­მარ­ტე­ბებს ელო­დე­ბა.

"გან­ცხა­დე­ბა ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რი იყო თუ რა­ტომ გა­ავ­რცე­ლა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა. მე ვწუხ­ვარ იმის გამო, რომ ისი­ნი ჩვე­ნი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი არი­ან და ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ ჩვენ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მო­ვის­მენთ გან­მარ­ტე­ბას, რომ და­ვუშ­ვათ ვისი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა და რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ის", - გა­ნა­ცხა­და ელი­სო ჩა­ფი­ძემ.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის, ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლის და­ღუპ­ვის გამო ღრმა მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა და მის ოჯახს მი­უ­სამ­ძიმ­რა. ამავდრო­უ­ლად, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უკ­რა­ი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ჯა­რის­კა­ცის გამო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ა­კის­რა.

"გვინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლის და­ღუპ­ვის გამო, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან არა­ერ­თხელ აღი­ნიშ­ნა, რომ მსგავ­სი მო­წო­დე­ბე­ბი არის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, არ აყ­ვეს პრო­ვო­კა­ცი­ას და სხვა­დას­ხვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბის სა­ნაც­ვლოდ არ ჩა­იგ­დოს სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­ში", - ნათ­ქვა­მია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

32 წლის ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 2007-2008 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობ­და, უკ­რა­ი­ნა­ში 18 დე­კემ­ბერს და­ი­ღუ­პა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ელისო ჩაფიძე წუხილს გამოთქვამს, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადების ავტორები მისი თანაგუნდელები არიან

ელისო ჩაფიძე წუხილს გამოთქვამს, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადების ავტორები მისი თანაგუნდელები არიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კოალიცია "ქართული ოცნების" დეპუტატი ელისო ჩაფიძე წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადების ავტორები მისი თანაგუნდელები არიან. დეპუტატი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსგან უახლოეს საათებში დამატებით განმარტებებს ელოდება.

"განცხადება ჩემთვის გაუგებარი იყო თუ რატომ გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომ ასეთი პოლიტიკური განცხადება. მე ვწუხვარ იმის გამო, რომ ისინი ჩვენი თანაგუნდელები არიან და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში მოვისმენთ განმარტებას, რომ დავუშვათ ვისი ინიციატივა იყო აღნიშნული განცხადების გავრცელება და რას ემსახურებოდა ის", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა