მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ზურაბიშვილი - სამარცხვინო, ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება
დავით ზურაბიშვილი - სამარცხვინო, ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება

"სა­მარ­ცხვი­ნო, ამო­რა­ლუ­რი და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გან­ცხა­დე­ბა", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ერთ-ერთი ლი­დე­რი და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც თავ­დაც­ვის უწყე­ბა ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლის და­ღუპ­ვის გამო, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს აკის­რებს.

ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პო­ზი­ცია "ფე­ის­ბუ­ქის სა­კუ­თარ გვერ­დზე და­ა­ფიქ­სი­რა. "სა­მარ­ცხვი­ნო, ამო­რა­ლუ­რი და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გან­ცხა­დე­ბაა! P.S. ჩათ­ვა­ლეთ, რომ უკი­დუ­რე­სად ლო­ი­ა­ლუ­რი და კო­რექ­ტუ­ლი ვარ", - წერს და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლის და­ღუპ­ვის გამო ღრმა მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა და მის ოჯახს მი­უ­სამ­ძიმ­რა. ამავდრო­უ­ლად თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უკ­რა­ი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ჯა­რის­კა­ცის გამო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ა­კის­რა.

"გვინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლის და­ღუპ­ვის გამო, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან არა­ერ­თხელ აღი­ნიშ­ნა, რომ მსგავ­სი მო­წო­დე­ბე­ბი არის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, არ აყ­ვეს პრო­ვო­კა­ცი­ას და სხვა­დას­ხვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბის სა­ნაც­ვლოდ არ ჩა­იგ­დოს სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­ში.

აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლი, 2007-2008 წლებ­ში მსა­ხუ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში. 2008 წლის დე­კემ­ბრი­დან, კონ­ტრაქ­ტის შე­წყვე­ტის სა­ფუძ­ველ­ზე და­თხოვ­ნილ იქნა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან", - აღ­ნიშ­ნუ­ლია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

დავით ზურაბიშვილი - სამარცხვინო, ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება

დავით ზურაბიშვილი - სამარცხვინო, ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება

"სამარცხვინო, ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება", - ასე გამოეხმაურა "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც თავდაცვის უწყება ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, პასუხისმგებლობას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს აკისრებს.

ზურაბიშვილმა პოზიცია "ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დააფიქსირა. "სამარცხვინო, ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა! P.S. ჩათვალეთ, რომ უკიდურესად ლოიალური და კორექტული ვარ", - წერს დავით ზურაბიშვილი.

თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის დეკემბრიდან, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა