პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყნის პირველი პირებისა და პატრიარქის ურთიერთობის ქრონიკა 1991-2014 წლებში
ქვეყნის პირველი პირებისა და პატრიარქის ურთიერთობის ქრონიკა 1991-2014 წლებში

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გია არ აქვს, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რო­მე­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბაა დო­მი­ნან­ტი და ამომ­რჩე­ვე­ლი ყო­ველ­თვის აკ­ვირ­დე­ბა პო­ლი­ტი­კოსს, რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს მას ეკ­ლე­სი­ი­სა და კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მი­მართ. რამ­დე­ნად და­დე­ბი­თად არის გან­წყო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის მი­მართ, ეს პირ­და­პირ გან­სა­ზღვრავს მის წარ­მა­ტე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ტი­კოს­თა მხრი­დან ამომ­რჩევ­ლის რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბებ­ზე აპე­ლი­რე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნია.

ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ გა­მო­იც­ვა­ლა ოთხი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ამ სტა­ტი­ა­ში მოკ­ლედ მი­მო­ვი­ხი­ლავთ ამ ოთხი პე­რი­ო­დის ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი­სა და მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღო­ლის, ილია მე­ო­რეს ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია 1979-1989 წლებ­ში სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტაძ­რის მრევ­ლი იყო, ეს­წრე­ბო­და წირ­ვა-ლოც­ვებს, ცდი­ლობ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ხუ­რუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბას, მო­ნა­წი­ლე­ობ­და და­ვით გა­რე­ჯის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის გა­დარ­ჩე­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს­თან. უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II და­ეს­წრო სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს სე­სი­ას 1990 წლის 14 ნო­ემ­ბერს, და­ლო­ცა სე­სი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მი­უ­ლო­ცა უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ არ­ჩე­ვა და წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

თა­ვის მხრივ, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია პრე­ზი­დენ­ტო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ხაზ­გას­მით ცდი­ლობ­და და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა მისი და­დე­ბი­თი გან­წყო­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის მი­მართ. და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლია ფრა­ზა, რო­მე­ლიც მან ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე წარ­მოს­თქვა: "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აღორ­ძი­ნე­ბა, მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნა ვერ მო­ხერ­ხდე­ბა ქარ­თველ­თათ­ვის ნიშ­ნე­უ­ლი ცხო­ვე­ლი მორ­წმუ­ნე­ო­ბის აღორ­ძი­ნე­ბის გა­რე­შე, ზნე­ობ­რი­ვი აღორ­ძი­ნე­ბის გა­რე­შე - ამას ადას­ტუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს წარ­სუ­ლი­ცა და აწ­მყოც". 

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მემ­კვიდ­რე ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე, თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში მი­ვი­და და მა­ლე­ვე მო­ი­ნათ­ლა კი­დეც. მისი ნათ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რეა.

შე­ვარ­დნა­ძის ორ­ვა­დი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა მას­სა და სა­პატ­რი­არ­ქოს შო­რის რა­ი­მე ტი­პის უთან­ხმო­ე­ბა. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის წლებ­ში გა­ფორმ­და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბა, ეგ­რედ წო­დე­ბუ­ლი კონ­კორ­და­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­ნი­სა­ზღვრა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა, იუ­რი­დი­უ­ლი სტა­ტუ­სი, ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს­თან.

1996 წელს ელი­ას მთა­ზე სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის აშე­ნე­ბას, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტი შე­ვარ­დნა­ძე აქ­ტი­უ­რად უჭერ­და მხარს.

2003 წელს, რო­დე­საც ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, ილია მე­ო­რემ მის ამ ნა­ბიჯს მა­მა­ცუ­რი და ერის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი უწო­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­ვარ­დნა­ძი­სა და გამ­სა­ხურ­დი­ას და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, ეკ­ლე­სია ნე­იტ­რა­ლურ პო­ზი­ცი­ას ინარ­ჩუ­ნებ­და, რა­მაც ზვი­ა­დის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი გა­ა­ნა­წყე­ნა კი­დეც.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი

2004 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გახ­და. ახალ­გაზ­რდა პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცია-კურ­თხე­ვა გე­ლათ­ში, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის საფ­ლავ­თან გა­ი­მარ­თა.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ა­კაშ­ვილს, წი­ნა­მორ­ბე­დებ­თან შე­და­რე­ბით, არც ისე ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და სა­პატ­რი­არ­ქოს­თან. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მისი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით უამ­რა­ვი ეკ­ლე­სია აშენ­და, სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბას არას­დროს მი­უ­ღია ღია მხარ­და­ჭე­რა ეკ­ლე­სი­ის მხრი­დან, თუმ­ცა ხში­რად იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პი­რი­ქით - ამა თუ იმ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა ღიად და­ა­ფიქ­სი­რა მისი არა­კე­თილ­გან­წყო­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­მართ და რამ­დე­ნი­მე მღვდელ­მა, პირ­და­პირ ქა­და­გე­ბის დროს, რა­დი­კა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბიც გა­ა­კე­თა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და სა­პატ­რი­არ­ქოს და პატ­რი­არ­ქის პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცია 2007 წლის ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი იყო. თუმ­ცა ცალ­კე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ყო­ველ­თვის ერი­დე­ბო­და და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა კე­თილ­გან­წყო­ბა ოპო­ზი­ცი­ის ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, მაგ­რამ მისი სიფრ­თხი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ზო­გი­ერთ ნათ­ქვამს მა­ინც მი­ე­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა. მა­გა­ლი­თის­თვის, 2008 წლის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, პატ­რი­არ­ქმა საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბა­ში მრევლს მო­უ­წო­და, რომ მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში წი­წი­ბუ­რას მის­ძა­ლე­ბოდ­ნენ. მო­გეხ­სნე­ბათ, 2008 წელს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კონ­კუ­რენ­ტი ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე იყო, მეტ­სა­ხე­ლად "გრე­ჩი­ხა". ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მხარ­და­ჭე­რებ­მა და არა მხო­ლოდ მათ, ეს სი­ტყვე­ბი ერთ-ერთი კან­დი­და­ტის პირ­და­პირ მხარ­და­ჭე­რად აღიქ­ვეს...

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი

2012 წლი­დან ქვე­ყა­ნას კო­ა­ლი­ცა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მარ­თავს. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე, მაკა ჩი­ჩუ­ას­თან და ქა­ლიშ­ვილ­თან, ანა მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად ეს­ტუმ­რა პატ­რი­არ­ქს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ის პრაქ­ტი­კუ­ლად ერ­თა­დერ­თია აქამ­დე არ­სე­ბულ პირ­ველ პირ­თა შო­რის, რო­მელ­მაც ღიად გა­ნა­ცხა­და, რომ "ყვე­ლას შე­იძ­ლე­ბა შე­ე­შა­ლოს და მათ შო­რის პატ­რი­არ­ქსაც". ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აფიქ­სი­რებს სიყ­ვა­რულს პატ­რი­არ­ქის მი­მართ, თუმ­ცა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში გა­და­ნაც­ვლე­ბის შემ­დეგ ღიად ამ­ბობს, რომ არც ეკ­ლე­სი­ის კრი­ტი­კას მო­ე­რი­დე­ბა. გა­აკ­რი­ტი­კებს ეკ­ლე­სი­ა­საც, თუმ­ცა სიყ­ვა­რუ­ლით...

2012-2014 წლებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­პატ­რი­არ­ქოს შო­რის ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ კა­ნონს მოჰ­ყვა; ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ კა­ნონს აქ­ტი­უ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ. სა­ბო­ლო­ოდ, პარ­ლა­მენ­ტმა ეს კა­ნო­ნი მი­ი­ღო, მაგ­რამ ეკ­ლე­სი­ის ძა­ლის­ხმე­ვით, რამ­დე­ნი­მე შეს­წო­რე­ბა მა­ინც შე­ი­ტა­ნა.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, თუ რამ­დე­ნად ემ­თხვე­ვა მთავ­რო­ბის ხედ­ვა სა­პატ­რი­არ­ქო­სას, ფაქ­ტია, რომ ნე­ბის­მი­ერ­მა მთავ­რო­ბამ იცის, რომ სა­პატ­რი­არ­ქოს­თან ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა მათ­თვის დამ­ღუპ­ვე­ლია, ვი­ნა­ი­დან, რაც არ უნდა მა­ღა­ლი იყოს მათი რე­ი­ტინ­გი ქვე­ყა­ნა­ში, ის ვე­რას­დროს გა­უ­ტოლ­დე­ბა პატ­რი­არ­ქი­სას... NDI-ს 2014 წლის მარ­ტის კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში პატ­რი­არ­ქი გა­მო­კი­თხულ­თა 96%-ს მოს­წონს.

გი­ორ­გი ხარ­ში­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ქვეყნის პირველი პირებისა და პატრიარქის ურთიერთობის ქრონიკა 1991-2014 წლებში

ქვეყნის პირველი პირებისა და პატრიარქის ურთიერთობის ქრონიკა 1991-2014 წლებში

საქართველოს სახელმწიფო რელიგია არ აქვს, მაგრამ ქვეყანაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომელი სარწმუნოებაა  დომინანტი და ამომრჩეველი ყოველთვის აკვირდება პოლიტიკოსს, როგორი დამოკიდებულება აქვს მას ეკლესიისა და კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ. რამდენად დადებითად არის განწყობილი პოლიტიკოსი მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ, ეს პირდაპირ განსაზღვრავს მის წარმატებას, შესაბამისად, პოლიტიკოსთა მხრიდან ამომრჩევლის რელიგიურ გრძნობებზე აპელირება პოლიტიკურად მომგებიანია.

ჩვენმა ქვეყანამ გამოიცვალა ოთხი ხელისუფლება და ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ ამ ოთხი პერიოდის ქვეყნის პირველი პირებისა და მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის, ილია მეორეს ურთიერთდამოკიდებულებას.

ზვიად გამსახურდია

ზვიად გამსახურდია 1979-1989 წლებში სიონის საპატრიარქო ტაძრის მრევლი იყო, ესწრებოდა წირვა-ლოცვებს, ცდილობდა ადმინისტრაციული წესით დახურული ეკლესიების ამოქმედებას, მონაწილეობდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადარჩენის ღონისძიებებში, აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს საპატრიარქოსთან. უწმიდესი და უნეტარესი ილია II დაესწრო საქართველოს უზენაესი საბჭოს სესიას 1990 წლის 14 ნოემბერს, დალოცა სესიის მონაწილეები, ზვიად გამსახურდიას მიულოცა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.

თავის მხრივ, ზვიად გამსახურდია პრეზიდენტობის პირველივე დღიდან ხაზგასმით ცდილობდა დაეფიქსირებინა მისი დადებითი განწყობა მართლმადიდებლობის მიმართ. დასამახსოვრებელია ფრაზა, რომელიც მან ინაუგურაციაზე წარმოსთქვა: "საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის აღორძინების გარეშე, ზნეობრივი აღორძინების გარეშე - ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც". 

ედუარდ შევარდნაძე

ზვიად გამსახურდიას მემკვიდრე ედუარდ შევარდნაძე, თბილისში დაბრუნების შემდეგ პირველად სიონის საპატრიარქო ტაძარში მივიდა და მალევე მოინათლა კიდეც. მისი ნათლია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.

შევარდნაძის ორვადიანი მმართველობის პერიოდში, პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა მასსა და საპატრიარქოს შორის რაიმე ტიპის უთანხმოება. ედუარდ შევარდნაძის მმართველობის წლებში გაფორმდა საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება, ეგრედ წოდებული კონკორდატი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივი მდგომარეობა, იურიდიული სტატუსი, ურთიერთობა სახელმწიფოსთან.

1996 წელს ელიას მთაზე საფუძველი ჩაეყარა სამების საკათედრო ტაძრის აშენებას, რომელსაც პრეზიდენტი შევარდნაძე აქტიურად უჭერდა მხარს.

2003 წელს, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება, ილია მეორემ მის ამ ნაბიჯს მამაცური და ერის წინაშე პასუხისმგებლობის გამომხატველი უწოდა.

აღსანიშნავია, რომ შევარდნაძისა და გამსახურდიას დაპირისპირების დროს, ეკლესია ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა, რამაც ზვიადის მხარდამჭერები გაანაწყენა კიდეც.

მიხეილ სააკაშვილი

2004 წლიდან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა. ახალგაზრდა პრეზიდენტის ინაუგურაცია-კურთხევა გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავთან გაიმართა.

შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილს, წინამორბედებთან შედარებით, არც ისე ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდა საპატრიარქოსთან. იმის მიუხედავად, რომ მისი მმართველობის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით უამრავი ეკლესია აშენდა, სააკაშვილის მთავრობას არასდროს მიუღია ღია მხარდაჭერა ეკლესიის მხრიდან, თუმცა ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც პირიქით - ამა თუ იმ სასულიერო პირმა ღიად დააფიქსირა მისი არაკეთილგანწყობა "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ და რამდენიმე მღვდელმა, პირდაპირ ქადაგების დროს, რადიკალური განცხადებებიც გააკეთა.

საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა საპატრიარქოს და პატრიარქის პოლიტიკური პოზიცია 2007 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი იყო. თუმცა ცალკეული სასულიერო პირებისგან განსხვავებით, კათოლიკოს-პატრიარქი ყოველთვის ერიდებოდა დაეფიქსირებინა კეთილგანწყობა ოპოზიციის ან ხელისუფლების მიმართ, მაგრამ მისი სიფრთხილის მიუხედავად, ზოგიერთ ნათქვამს მაინც მიეცა პოლიტიკური დატვირთვა. მაგალითისთვის, 2008 წლის არჩევნებამდე, პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაში მრევლს მოუწოდა, რომ მარხვის პერიოდში წიწიბურას მისძალებოდნენ. მოგეხსნებათ, 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის კონკურენტი ლევან გაჩეჩილაძე იყო, მეტსახელად "გრეჩიხა". ლევან გაჩეჩილაძის მხარდაჭერებმა და არა მხოლოდ მათ, ეს სიტყვები ერთ-ერთი კანდიდატის პირდაპირ მხარდაჭერად აღიქვეს...

გიორგი მარგველაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილი

2012 წლიდან ქვეყანას კოალიცა "ქართული ოცნება" მართავს. გიორგი მარგველაშვილი, საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე, მაკა ჩიჩუასთან და ქალიშვილთან, ანა მარგველაშვილთან ერთად ესტუმრა პატრიარქს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის პრაქტიკულად ერთადერთია აქამდე არსებულ პირველ პირთა შორის, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ "ყველას შეიძლება შეეშალოს და მათ შორის პატრიარქსაც". ბიძინა ივანიშვილი აფიქსირებს სიყვარულს პატრიარქის მიმართ, თუმცა სამოქალაქო სექტორში გადანაცვლების შემდეგ ღიად ამბობს, რომ არც ეკლესიის კრიტიკას მოერიდება. გააკრიტიკებს ეკლესიასაც, თუმცა სიყვარულით...

2012-2014 წლებში ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის ყველაზე გახმაურებული დაპირისპირება ანტიდისკრიმინაციულ კანონს მოჰყვა; ეკლესიის წარმომადგენლები ამ კანონს აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ. საბოლოოდ, პარლამენტმა ეს კანონი მიიღო, მაგრამ ეკლესიის ძალისხმევით, რამდენიმე შესწორება მაინც შეიტანა.

იმის მიუხედავად, თუ რამდენად ემთხვევა მთავრობის ხედვა საპატრიარქოსას, ფაქტია, რომ ნებისმიერმა მთავრობამ იცის, რომ საპატრიარქოსთან ცუდი ურთიერთობა მათთვის დამღუპველია, ვინაიდან, რაც არ უნდა მაღალი იყოს მათი რეიტინგი ქვეყანაში, ის ვერასდროს გაუტოლდება პატრიარქისას... NDI-ს 2014 წლის მარტის კვლევების მიხედვით, საქართველოში პატრიარქი გამოკითხულთა 96%-ს მოსწონს.

გიორგი ხარშილაძე

AMBEBI.GE

აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"პროცესი გამოაჩენს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შევა. უნდა შევიდეთ, ხალხმა ხმა იმისთვის მოგვცა, რომ პარლამენტში ვიმუშაოთ" - ალეკო ელისაშვილი