ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების საკითხის განხილვისას, "ევრაზიული არჩევანის" ხელმძღვანელმა, არჩილ ჭყოიძემ საუბარი სოჭში, ქართველი სპორტსმენის, სლავა მეტრეველის ძეგლის გახსნის ინფორმაციით დაიწყო.
"ძალიან ბევრი კარგი ხდება, მათ შორის რუსეთში...", განაგრძო საუბარი ჭყოიძემ, რასაც ინგა გრიგოლიას ემოციური კითხვა მოჰყვა.
-" რა ხდება?- უკაცრავად, ბატონო არჩილ, ნუ გამაგიჟეთ, სოჭში მოხდა ამ ხელშეკრულების გაფორმება პუტინსა და ხაჯიმბას შორის და ბევრი კარგი ხდებაო თქვენ მეუბნებით?!"
ჭყოიძემ განმარტა, რომ თუ სოჭის ცენტრში ქართველი სპორტსმენის ძეგლს დადგამენ, ამაში ცუდი არაფერია. აქვე დასძინა, რომ "აფხაზეთის ანექსია დაიწყო 2008 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილმა წამოიწყო სამხედრო ავანტიურა. დაიწყო ომი ცხინვალში, რასაც ვადასტურებ არა მე, არამედ ტალიავინის დასკვნა და თავად მისი მეგობრის, ჯონ მაკკეინის განცხადება, რომელმაც თქვა: კონფლიქტი ცხინვალში დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა", - დასძინა ჭყოიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
-მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებ ორჯონიკიძის და მახარაძის გვედით - ირაკლი ღლონტი არჩილ ჭყოიძეს
-აბა რა გეგონათ, ლექცია უნდა წაგეკითხათ? - გრიგოლია ზვიად კვაჭანტირაძეს
- "ეს არის კატასტროფა" - მაია ფანჯიკიძე პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას ეხმაურება