სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ქართველი მილიონერი პარლამენტარი
10 ქართველი მილიონერი პარლამენტარი

ცოტა ხნის წინ, "ლე­ი­ბო­რის­ტულ­მა პარ­ტი­ამ" სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყვე­ლა­ზე მდი­და­რი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის სია წა­რუდ­გი­ნა.

ეს ადა­მი­ა­ნე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საქ­მი­ა­ნობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ და აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ, თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში. დღეს კი მათ სა­ხელს მი­ლი­ო­ნე­ბად შე­ფა­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა უკავ­შირ­დე­ბა... ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქარ­თვე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის ქო­ნე­ბას უფრო დე­ტა­ლუ­რად გავ­ცნო­ბო­დით და ამის­თვის სხვა­დას­ხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი და კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­ვიშ­ვე­ლი­ეთ.

და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლი - თეთ­რი­წყა­როს მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი, 2008 და 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში დე­პუ­ტა­ტი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კვო­ტით გახ­და, თუმ­ცა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" წა­მო­ვი­და. მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­რი­ტი­კებ­დნენ გა­უმჭვირ­ვა­ლე ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბის გამო. თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლი 1994 წლი­დან არის ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ორი კომ­პა­ნი­ის - CHEMEXIM INTERNATIONAL LTD-სა და KEMBLE TRADING LTD-ის პარტნი­ო­რი. CHEMEXIM INTERNATIONAL LTD ფლობს სა­ქარ­თვე­ლოს ინ­დუსტრი­ულ ჯგუფს, რომ­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში არა­ერ­თი მსხვი­ლი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­აა. "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო" 2011 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში წერ­და, რომ ბეჟუ­აშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ე­ბი მარ­შა­ლის კუნ­ძუ­ლებ­სა და კვიპ­როს­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ინ­დუსტრი­უ­ლი ჯგუ­ფი ფლობს 8 ჰიდ­რო და 1 თბო­ე­ლექტრო­სად­გურს, შპს "საქ­ნახ­ში­რი ჯი-აი-ჯი ჯგუფს", რო­მე­ლიც ამუ­შა­ვებს ტყი­ბულ­ში ძი­ძი­გუ­რი­სა და მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის ქვა­ნახ­ში­რის სა­ბა­დო­ებს, ასე­ვე ფლობს შპს "ტიფ­ლის სი­თის", ქუ­თა­ი­სის ავ­ტო­მე­ქა­ნი­კურ ქარ­ხა­ნას, "ქარ­თუ­ლი ლუ­დის კომ­პა­ნი­ას" და "ჰა­ი­დელ­ბერგცე­მენტ ჯორ­ჯი­ას". ჰოლ­დინ­გის მო­ნა­ცე­მე­ბით, ენერ­გო­კომ­პა­ნი­ე­ბის გა­მოკ­ლე­ბით, სხვა შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის შე­მო­სავ­ლებ­მა მარ­ტო 2011 წელს 52 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ად­გი­ნა, აქ­ტი­ვებ­მა კი - 105 მი­ლი­ო­ნი ლარი. "ლე­ი­ბო­რის­ტე­ბის" მიერ შედ­გე­ნილ სი­ა­ში ის 1 მი­ლი­არ­დი­ა­ნი ქო­ნე­ბით მოხ­ვდა.

კობა ნა­ყო­ფია - "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლოს" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩვენს პარ­ლა­მენ­ტა­რებს შო­რის ყვე­ლა­ზე მეტი ანუ 7 ავ­ტო­მო­ბი­ლი კობა ნა­ყო­ფი­ას და მისი ოჯა­ხის წევ­რებს აქვთ. კობა ნა­ყო­ფია კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე 300 კვ.მ ფარ­თის აგა­რაკს ფლობს. გარ­და ამი­სა, ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ის მოს­კოვ­ში 55 კვ.მ ფარ­თის ბი­ნას ფლობს, მას­ვე ეკუთ­ვნის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და მი­წის ნაკ­ვე­თი გალ­ში და მი­წის ნაკ­ვე­თი თბი­ლის­ში, დიღ­მის მა­სივ­ში, რომ­ლის ფარ­თო­ბიც 11 301 კვ.მ-ია. ნა­ყო­ფია ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე 198 კვ.მ ფარ­თის ბი­ნის მფლო­ბე­ლია, ხოლო მისი მე­უღ­ლე ელგა სო­ფია მოს­კოვ­ში, 167 კვ.მ ფარ­თის ბი­ნის მფლო­ბე­ლი. სო­ფია თბი­ლის­შიც ფლობს ორ სა­ცხოვ­რე­ბელ და ორ მშე­ნე­ბა­რე ბი­ნას. ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნის მფლო­ბე­ლია მისი ვაჟი - ნი­კო­ლოზ ნა­ყო­ფია. კობა ნა­ყო­ფია დიღ­მის სას­წავ­ლო-საც­დელ მე­ურ­ნე­ო­ბა­ში 1670 კვ.მ ფარ­თის მშე­ნე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მე­სა­კუთ­რეც არის. 1994-2004 წლებ­ში ნა­ყო­ფია რუ­სეთ­ში, კერ­ძო სექ­ტორ­ში მუ­შა­ობ­და. 2004 წელს დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და გახ­და ოქ­როს მომ­პო­ვე­ბე­ლი სა­წარ­მოს "მად­ნე­უ­ლის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ის ფილ­მის "აგ­ვის­ტოს 5 დღე" პრო­დი­უ­სე­რია. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მისი ქო­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 800 მი­ლი­ონ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

10 ქართველი მილიონერი პარლამენტარი

10 ქართველი მილიონერი პარლამენტარი

ცოტა ხნის წინ, ”ლეიბორისტულმა პარტიამ” საზოგადოებას ყველაზე მდიდარი პარლამენტარების სია წარუდგინა.

ეს ადამიანები წლების განმავლობაში საქმიანობდნენ საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დღეს კი მათ სახელს მილიონებად შეფასებული ქონება უკავშირდება... ჩვენ გადავწყვიტეთ ყველაზე მდიდარი ქართველი პარლამენტარების ქონებას უფრო დეტალურად გავცნობოდით და ამისთვის სხვადასხვა ოფიციალური და კულუარული ინფორმაცია მოვიშველიეთ.

დავით ბეჟუაშვილი - თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი, 2008 და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კვოტით გახდა, თუმცა ”ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ ”ნაციონალური მოძრაობიდან” წამოვიდა. მას წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ გაუმჭვირვალე ბიზნესსაქმიანობის გამო. თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ დავით ბეჟუაშვილი 1994 წლიდან არის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული ორი კომპანიის - CHEMEXIM INTERNATIONAL LTD-სა და KEMBLE TRADING LTD-ის პარტნიორი. CHEMEXIM INTERNATIONAL LTD ფლობს საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს, რომლის საკუთრებაში არაერთი მსხვილი ქართული კომპანიაა. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2011 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ბეჟუაშვილის კომპანიები მარშალის კუნძულებსა და კვიპროსზეა რეგისტრირებული. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ფლობს 8 ჰიდრო და 1 თბოელექტროსადგურს, შპს ”საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფს”, რომელიც ამუშავებს ტყიბულში ძიძიგურისა და მინდელის სახელობის ქვანახშირის საბადოებს, ასევე ფლობს შპს ”ტიფლის სითის”, ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანას, ”ქართული ლუდის კომპანიას” და ”ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას”. ჰოლდინგის მონაცემებით, ენერგოკომპანიების გამოკლებით, სხვა შვილობილი კომპანიების შემოსავლებმა მარტო 2011 წელს 52 მილიონი ლარი შეადგინა, აქტივებმა კი - 105 მილიონი ლარი. ”ლეიბორისტების” მიერ შედგენილ სიაში ის 1 მილიარდიანი ქონებით მოხვდა.

კობა ნაყოფია - ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, ჩვენს პარლამენტარებს შორის ყველაზე მეტი ანუ 7 ავტომობილი კობა ნაყოფიას და მისი ოჯახის წევრებს აქვთ. კობა ნაყოფია კანარის კუნძულებზე 300 კვ.მ ფართის აგარაკს ფლობს. გარდა ამისა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის მოსკოვში 55 კვ.მ ფართის ბინას ფლობს, მასვე ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი გალში და მიწის ნაკვეთი თბილისში, დიღმის მასივში, რომლის ფართობიც 11 301 კვ.მ-ია. ნაყოფია ჭავჭავაძის გამზირზე 198 კვ.მ ფართის ბინის მფლობელია, ხოლო მისი მეუღლე ელგა სოფია მოსკოვში, 167 კვ.მ ფართის ბინის მფლობელი. სოფია თბილისშიც ფლობს ორ საცხოვრებელ და ორ მშენებარე ბინას. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბინის მფლობელია მისი ვაჟი - ნიკოლოზ ნაყოფია. კობა ნაყოფია დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში 1670 კვ.მ ფართის მშენებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეც არის. 1994-2004 წლებში ნაყოფია რუსეთში, კერძო სექტორში მუშაობდა. 2004 წელს დაბრუნდა საქართველოში და გახდა ოქროს მომპოვებელი საწარმოს "მადნეულის" გენერალური დირექტორი. საინტერესოა, რომ ის ფილმის "აგვისტოს 5 დღე" პროდიუსერია. არაოფიციალური მონაცემებით, მისი ქონება დაახლოებით 800 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

იხილეთ სტატია სრულად

ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ გავრილოვი, "ნაციონალური მოძრაობა“ და "ევროპული საქართველო“ ერთად მოქმედებდნენ

"გვაქვს რამდენიმე პოლიტიკურ-სამართლებრივი სვლა, რაც ქმნის გარანტიას, რომ პარლამენტი იქნება მრავალპარტიული" - ირაკლი კობახიძე

"რამდენიმე დღეა, თვალს ვადევნებ მედიაში ხელოვნურად შექმნილ "ფეიკ" კამპანიას უსახლკარო ოჯახებზე..." - რას წერს კახა კალაძე "ფეისბუქში"